შაბათი, 28.06.2025, 12:54     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » პრევიუ

პრევიუ: "ვესტ ბრომვიჩი" vs "ლივერპული"

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლივერპული" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" სტუმრობს.

მერსისაიდელი ქომაგები როი ჰოჯსონის გუნდის დამარცხებას ელიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის სუარესს მცირე ტრავმა აქვს, თუმცა საშიში არაფერია და სავარაუდოდ, დღეს ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომვიჩმა" 3-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, 2-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 4 დამარცხდა. ჩვენი "ყოფილის" (როი ჰოჯსონი თავკაცობს "ვესტ ბრომვიჩს") კლუბს 11 ქულა აქვს მოგროვებული და მე-12 ადგილს იკავებს, "ლივერპულს" კი 4 ქულით ჩამორჩება.

გასულ სეზონში "ლივერპულმა" "ენფილდზე" დღევანდელი მეტოქე ფერნანდო ტორესის კინკილა გოლის წყალობით 1:0  დაამარცხა (29.08.2010). სტუმრად კი "წითლები" დამარცხდნენ ანგარიშით 2:1. მერსისაიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მარტინ შკრტელი გახდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა კი ორი დანიშნული თერთმეტმეტრიანი მიიღეს და შანსი ხელიდანა რ გაუშვიათ.

უკანასკნელი მატჩების შედეგები:
11.09.2011 წ. - "ნორვიჩ სიტი" - "ვესტ ბრომვიჩი" 0:1
17.09.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ვესტ ბრომვიჩი" 3:0
24.09.2011 წ. - "ვესტ ბრომვიჩი" - "ფულემი" 0:0
01.10.2011 წ. - "სანდერლენდი" - "ვესტ ბრომვიჩი" 2:2
16.10.2011 წ. - "ვესტ ბრომვიჩი" - "ვულვერჰემპტონი" 2:0
22.10.2011 წ. - "ასტონ ვილა" - "ვესტ ბრომვიჩი" 1:2

გუნდების განაცხადი:

"ვესტ ბრომვიჩი": ფოსტერი, ფალოპი, რიდი, ჯონსი, ჯარა, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ტამაში, მეთოქი, შორი, ბრანტი, მორისონი, მულუმბუ, შარნერი, დორანსი, თომასი, გერა, ჩოი, ოდემვინგიე, კოქსი, ფორჩუნი.

"ლივერპული": რეინა, კელი, კარაგერი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჰენდერსონი, ჯერარდი, ადამი, დაუნინგი, ლუკასი, კიუიტი, სუარესი, დონი, ჯონსონი, კოატესი, აურელიო, ფლანაგანი, სპირინგი, როდრიგესი, ბელამი, ქეროლი, რობინსონი, უილსონი.

მატჩს განსჯის ლი მეისონი. მიმდინარე სეზონში აღნიშნულმა არბიტრმა ხუთ მატჩში იმსაჯა, ყვითელი ბარათი გამოიყენა 23-ჯერ და 3-ჯერ დანიშნა პენალტი.

გასულ სეზონში მეისონმა ორჯერ იმსაჯა "წითლების" თამაშში:

11.12.2010 წ. - "ნიუკასლ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3:1 (ამ შეხვედრაში ენდი ქეროლმა თავის მომავალ კლუბს გაუტანა).
09.05.2011 წ. - "ფულემი" - "ლივერპული" 2:5

მატჩი თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.


კატეგორია: პრევიუ | დაამატა: GeoScouser (29.10.2011)
ნანახია: 797 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
12:54

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლივერპული" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" სტუმრობს.

მერსისაიდელი ქომაგები როი ჰოჯსონის გუნდის დამარცხებას ელიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუის სუარესს მცირე ტრავმა აქვს, თუმცა საშიში არაფერია და სავარაუდოდ, დღეს ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომვიჩმა" 3-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, 2-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 4 დამარცხდა. ჩვენი "ყოფილის" (როი ჰოჯსონი თავკაცობს "ვესტ ბრომვიჩს") კლუბს 11 ქულა აქვს მოგროვებული და მე-12 ადგილს იკავებს, "ლივერპულს" კი 4 ქულით ჩამორჩება.

გასულ სეზონში "ლივერპულმა" "ენფილდზე" დღევანდელი მეტოქე ფერნანდო ტორესის კინკილა გოლის წყალობით 1:0  დაამარცხა (29.08.2010). სტუმრად კი "წითლები" დამარცხდნენ ანგარიშით 2:1. მერსისაიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მარტინ შკრტელი გახდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა კი ორი დანიშნული თერთმეტმეტრიანი მიიღეს და შანსი ხელიდანა რ გაუშვიათ.

უკანასკნელი მატჩების შედეგები:
11.09.2011 წ. - "ნორვიჩ სიტი" - "ვესტ ბრომვიჩი" 0:1
17.09.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ვესტ ბრომვიჩი" 3:0
24.09.2011 წ. - "ვესტ ბრომვიჩი" - "ფულემი" 0:0
01.10.2011 წ. - "სანდერლენდი" - "ვესტ ბრომვიჩი" 2:2
16.10.2011 წ. - "ვესტ ბრომვიჩი" - "ვულვერჰემპტონი" 2:0
22.10.2011 წ. - "ასტონ ვილა" - "ვესტ ბრომვიჩი" 1:2

გუნდების განაცხადი:

"ვესტ ბრომვიჩი": ფოსტერი, ფალოპი, რიდი, ჯონსი, ჯარა, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ტამაში, მეთოქი, შორი, ბრანტი, მორისონი, მულუმბუ, შარნერი, დორანსი, თომასი, გერა, ჩოი, ოდემვინგიე, კოქსი, ფორჩუნი.

"ლივერპული": რეინა, კელი, კარაგერი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჰენდერსონი, ჯერარდი, ადამი, დაუნინგი, ლუკასი, კიუიტი, სუარესი, დონი, ჯონსონი, კოატესი, აურელიო, ფლანაგანი, სპირინგი, როდრიგესი, ბელამი, ქეროლი, რობინსონი, უილსონი.

მატჩს განსჯის ლი მეისონი. მიმდინარე სეზონში აღნიშნულმა არბიტრმა ხუთ მატჩში იმსაჯა, ყვითელი ბარათი გამოიყენა 23-ჯერ და 3-ჯერ დანიშნა პენალტი.

გასულ სეზონში მეისონმა ორჯერ იმსაჯა "წითლების" თამაშში:

11.12.2010 წ. - "ნიუკასლ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3:1 (ამ შეხვედრაში ენდი ქეროლმა თავის მომავალ კლუბს გაუტანა).
09.05.2011 წ. - "ფულემი" - "ლივერპული" 2:5

მატჩი თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2905
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2889
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2610
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2321
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2295
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.