ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:06     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ქალაქი სახელად - ლივერპული
00:34
ქალაქი სახელად - ლივერპული



ლივერპული (Liverpool): საპორტო ქალაქია ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში (დიდი ბრიტანეთი), მდინარე მერსის აღმოსავლეთ შესართავთან.

ლივერპული - ეს სახელი პირველად 1190 წელს მოიხსენიეს, რაც "მღვრიე წყალსაცავს" ნიშნავს. ზოგიერთი მკვლევარი მეორე ვარიანტს განიხილავს, რის მიხედვითაც აღნიშნული სახელი წარმოშობილია elverpool-სგან, რაც "გველთევზებიან ტბას" ნიშნავს.

1207 წელს მეფე ჯონ უმიწაწყლომ გამოცა ქარტია, რომლის ძალითაც ლივერპულს  ბოროს (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, გამოიყენება ინგლისში, დაბის მსგავსი) სტატუსი მიენიჭა. ლივერპულის ციხე-სიმაგრიდან ინგლისელ მებრძოლებს აგზავნიდნენ ირლანდიაში.

XVI საუკუნის შუა ხანებში ლივერპული პატარა დასახლებად გადაიქცა, სადაც სულ 500 მოსახლე ცხოვრობდა. 1644 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ქალაქი 18 წლიან ალყაში მოხვდა.

ლივერპულმა, როგორც საპორტო ქალაქმა მნიშვნელობა XVIII საუკუნეში შეიძინა მაშინ, როცა ტრანსატლანტიკური მონობით ვაჭრობისა და ამერიკული კოლონიის ეკონომიკური განვითარების პერიოდი იდგა. 1715 წელს აქ გაიხსნა ინგლისის პირველი გემთმშენებელი ქარხანა (დოკი).

XIX საუკუნეში ლივერპული ისევე, როგორც მანჩესტერი ინდუსტრიული რევოლუციის ფლაგმანი იყო. ქალაქი მრავალმხრივ განვითარდა, სხვა ქვეყნებთან და კონტინენტებთან ურთიერთობა სწორედ ლივერპულმა დაამყარა. XIX საუკუნის დასაწყისში სწორედ ლივერპულში იყრიდა თავს მსოფლიო ვაჭობის 40% ტრაფიკი. 1831 წელს გაიხსნა ლივერპულის ბანკი. ქალაქის სტატუსი ლივერპულმა 1880 წელს მიიღო. ამის შემდეგ ქალაქმა გავითარება დინამიურად განაგრძო.

ლივერპული იყო ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთი ძირითადი გემთმშენებელი ცენტრი. სწორედ აქედან გაუშვეს წყალში სახელგანთქმული ლაინერი "ბრიტანიკი", რომელსაც "ტიტანიკის" სახელითაა ცნობილი.

1960 წელს ლივერპული ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელ კულტურულ ცენტრად იქცა. სწორედ აქ დაარსდა ყველაზე ცნობილი ჯგუფი "ბითლზი".

ლივერპულში დაფუძნებულია ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე ორი საფეხბურთო გუნდი:
  "ლივერპული" - დაარსდა 1892 წელს, სტადიონი : "ენფილდი", რომელიც ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული და 45 500 მაყურებელს იტევს;
  "ევერტონი" - დაარსდა 1878 წელს, სტადიონი: "გუდისონ პარკი", რომელიც 40 500 მაყურებელს იტევს.

საკალათბურთო გუნდებიდან უძლიერესად ითვლება "ევერტონ თაიგერსი", რომელიც 2007 წელს დაარსდა.

ლივერპულიდან არც ისე შორს, ქალაქ ეინტრში არის ტრასა, სადაც ფორმულა 1-ის დიდი ბრიტანეთის გრან-პრი იმართება ხოლმე.

გარდა ამისა, ლივერპულში არის რამდენიმე სარაგბო გუნდი.


ავტორი: ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 2668 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 maiko_gerrard  
1
shesanishnaviaaaa, miyvarsh liverpuliiiii (h)

2 GeoScouser  
0
ეგ მეც გამიგია და არაა გამორიცხული, რომ მეცნიერთა ერთ-ერთი ვერსია ეგეც იყოს, თუმცა სტატიაში მოცემული ვერსიები ოფიციალურია...

1 LaBo  
0
me vicodi ro Liverpoolshi samkurnalo wyali iyo romelic mdzime daavadebebs kurnavda da gvidzlis porma qonda am auzs :D xoda gvidzlis Pormis sacurao auzs nishnavso sadgac ido statia wavikitxe ra Truxaa xo ? :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
12:06



ლივერპული (Liverpool): საპორტო ქალაქია ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში (დიდი ბრიტანეთი), მდინარე მერსის აღმოსავლეთ შესართავთან.

ლივერპული - ეს სახელი პირველად 1190 წელს მოიხსენიეს, რაც "მღვრიე წყალსაცავს" ნიშნავს. ზოგიერთი მკვლევარი მეორე ვარიანტს განიხილავს, რის მიხედვითაც აღნიშნული სახელი წარმოშობილია elverpool-სგან, რაც "გველთევზებიან ტბას" ნიშნავს.

1207 წელს მეფე ჯონ უმიწაწყლომ გამოცა ქარტია, რომლის ძალითაც ლივერპულს  ბოროს (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, გამოიყენება ინგლისში, დაბის მსგავსი) სტატუსი მიენიჭა. ლივერპულის ციხე-სიმაგრიდან ინგლისელ მებრძოლებს აგზავნიდნენ ირლანდიაში.

XVI საუკუნის შუა ხანებში ლივერპული პატარა დასახლებად გადაიქცა, სადაც სულ 500 მოსახლე ცხოვრობდა. 1644 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ქალაქი 18 წლიან ალყაში მოხვდა.

ლივერპულმა, როგორც საპორტო ქალაქმა მნიშვნელობა XVIII საუკუნეში შეიძინა მაშინ, როცა ტრანსატლანტიკური მონობით ვაჭრობისა და ამერიკული კოლონიის ეკონომიკური განვითარების პერიოდი იდგა. 1715 წელს აქ გაიხსნა ინგლისის პირველი გემთმშენებელი ქარხანა (დოკი).

XIX საუკუნეში ლივერპული ისევე, როგორც მანჩესტერი ინდუსტრიული რევოლუციის ფლაგმანი იყო. ქალაქი მრავალმხრივ განვითარდა, სხვა ქვეყნებთან და კონტინენტებთან ურთიერთობა სწორედ ლივერპულმა დაამყარა. XIX საუკუნის დასაწყისში სწორედ ლივერპულში იყრიდა თავს მსოფლიო ვაჭობის 40% ტრაფიკი. 1831 წელს გაიხსნა ლივერპულის ბანკი. ქალაქის სტატუსი ლივერპულმა 1880 წელს მიიღო. ამის შემდეგ ქალაქმა გავითარება დინამიურად განაგრძო.

ლივერპული იყო ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთი ძირითადი გემთმშენებელი ცენტრი. სწორედ აქედან გაუშვეს წყალში სახელგანთქმული ლაინერი "ბრიტანიკი", რომელსაც "ტიტანიკის" სახელითაა ცნობილი.

1960 წელს ლივერპული ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელ კულტურულ ცენტრად იქცა. სწორედ აქ დაარსდა ყველაზე ცნობილი ჯგუფი "ბითლზი".

ლივერპულში დაფუძნებულია ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე ორი საფეხბურთო გუნდი:
  "ლივერპული" - დაარსდა 1892 წელს, სტადიონი : "ენფილდი", რომელიც ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული და 45 500 მაყურებელს იტევს;
  "ევერტონი" - დაარსდა 1878 წელს, სტადიონი: "გუდისონ პარკი", რომელიც 40 500 მაყურებელს იტევს.

საკალათბურთო გუნდებიდან უძლიერესად ითვლება "ევერტონ თაიგერსი", რომელიც 2007 წელს დაარსდა.

ლივერპულიდან არც ისე შორს, ქალაქ ეინტრში არის ტრასა, სადაც ფორმულა 1-ის დიდი ბრიტანეთის გრან-პრი იმართება ხოლმე.

გარდა ამისა, ლივერპულში არის რამდენიმე სარაგბო გუნდი.


ავტორი: ბექა დოგრაშვილი

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2690
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2667
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2437
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2038
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1910
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.