საიტის დამფუძნებელია GeoScouser (ბექა დოგრაშვილი); ის შვიდი თვის მანძილზე ერთპიროვნულად იყო საიტის მთავარი ადმინისტრატორი.
2011 წლის 29 ნოემბერს საიტის დამფუძნებელმა ერთ-ერთ მომხმარებელს - kapana_lfc-ს (ნიკა კაპანაძე) საიტისთვის გაწეული საქმიანობისთვის ადმინისტრატორის სტატუსი მიანიჭა. 2011 წლის 13 დეკემბერს კი საიტს კიდევ ერთი ადმინისტრატორი შეუერთდა. არჩევნებმა, რომელიც გამოკითხვის საშუალებით ტარდებოდა გამარჯვება fRomAnfieLd-ს (გიორგი ლაბაძე) არგუნა, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა საიტის მართვაზე.
2012 წლის 2 აპრილს საიტზე მუშაობის სურვილი გამოთქვა sabasapanadze00-მ (საბა საპანაძე), რომელსაც GeoScouser-მა ადმინისტრატორის სტატუსი მიანიჭა.
