შაბათი, 20.04.2024, 18:59     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 19 » ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
22:10
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"

გურამ ფანჯიკიძემ არა ერთი შესანიშნავი წიგნი და სტატია უძღვნა მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატებს, რომელთა უშუალო მოწმე და დამსწრეც თვითონ იყო. ერთ-ერთი მათგანია 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც, რომელიც ინგლისში იმართებოდა. ავტორი ნისლიან ალბიონზე შექმნილ შთაბეჭდილებებზე და ინგლისელ ადამიანთა შესახებ მოგვითხრობს, რაც ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. გთავაზობთ ნაწყვეტს გურამ ფანჯიკიძის წიგნიდან "ფორცა, იტალია".

"ტრადიციულად, ბავშვობიდან, ინგლისსა და ინგლისელებზე ასეთი შეხედულება მქონდა: ინგლისი ნისლიანი ქვეყანაა. ინგლისელები ძალიან ამაყი და ცივი ხალხია. მთელს მსოფლიოშია განთქმული მათი სიდინჯე. ქუჩაში მანქანები რომ ერთმანეთს შეასკდნენ, არც ერთი ინგლისელი იქით არ გაიხედავს, ერთი წუთითაც არ შეჩერდება. ინგლისელები დიდ ყურადღებას აქცევენ ჩაცმას. არამცთუ საზოგადოებრივ ადგილებში და ქუჩაში, ეზოშიც კი ვერავინ გაბედავს, ხალვათად ჩაცმული გამოვიდეს.

აი, ჩვეულებრივ, დაახლოებით ასეთი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს ინგლისზე და ინგლისელებზე, თუ ისინი არასდროს არ ყოფილან დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე. ასეთივე წარმოდგენისა ვიყავი პირადად მეც. ამიტომ საზღვარი არ ჰქონდა ჩემს გაკვირვებას, როცა ავტობუსის ფანჯრებიდან ვხედავდი ცნობისმოყვარე და მოღიმარ ინგლისელებს. ისინი მანქანებიდან გვეკითხებოდნენ, რომელი ქვეყნიდან ხართო. არც ჩაცმულობაზე ეტყობოდათ რაიმე განსაკუთრებული.

მერეც, როცა ინგლისელებს უფრო ახლოს გავეცანით, ისინი სულაც არ აღმოჩნდნენ ცივი და მიუკარებლები. პირიქით, ინგლისელები ძალზე გულისხმიერები და ყურადღებიანები არიან.

სადაც არ უნდა იყოთ, სტუმრად თუ მაღაზიაში, მიღებაზე თუ სკოლაში, მასპინძლები თვალებში მოგჩერებიან, ცდილობენ გამოიცნონ, რა გაწუხებთ, რა გსურთ, ხომ არაფერი გეწყინათ, თავს უხერხულად ხომ არ გრძნობთ.

ერთხელ ქალაქ პეტერლეში კარტოფილის ფაბრიკის მეპატრონემ მიგვიწვია. ამ ქარხნის სიმბოლოა მეფე ტუდორი და მისი ექვსი ცოდი. როდესაც ჩვენი ავტობუსი ფაბრიკის მწვანე ეზოში შევიდა, პატარა, ძველებურ ფარდულში უცნაური სანახაობა წარმოგვიდგა - დიდებულ ტანსაცმელში გამოწყობილი მეფე ტუდორი და ექვსი დედოფალი. ავტობუსიდან გადმოვედით თუ არა, მეფე და მისი ცოლები მხიარულად შემოგვეგებნენ. მისალმების შემდეგ გამოვთქვით სურვილი მეფესა და მის ცოლებთან სურათი გადაგვეღო. ყველანი ირგვლივ შემოვერტყით. ფაბრიკის მეპატრონე შორიახლოს იდგა და ღიმილით მოგვჩერებოდა. სურათის გადაღების დროს ერთმა ჩვენგანმა დააგვიანა. გულდაწყვეტილი ქალიშვილი სრულიად გამოგვეყო, შეუმჩნევლად განზე გადგა, ფაბრიკის თანამშრომლებს შეერია და რაღაც სტენდს დაუწყო თვალიერება. ეს არ გამოპარვია ფაბრიკის მეპატრონეს, როცა სურათი გადავიღეთ და დავიშალეთ, იგი მივიდა ქალიშვილთან და თავაზიანად სთხოვა, თუ შეიძლება თქვენთან ერთად სამახსოვრო სურათს გადავიღებო. ქალიშვილი სიხარულით დაეთანხმა. ფაბრიკის პატრონმა იხმო მეფე და მისი ცოლები, ფოტოგრაფი და ყველაფერი ისე მოაგვარა, თითქოს მართლა სურდა იმ ქალიშვილთან სურატის გადარება.

ინგლისში ყველა ისე იცვამს, როგორც სურს. ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ეს პირველსავე წუთებზე შევნიშნეთ, როცა ავტობუსის ფანჯრებიდან დავინახეთ ლამაზ შარვლებში გამოწყობილი ქალიშვილები თუ ხანში შესული ქალები. ქუჩაში უმთავრესად სპორტულ ყაიდაზე აცვიათ: ნაქსოვი კოსტუმები, ჯემპრები, სვიტრები, კოვბოური შარვლები, ტყავის პიჯაკები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეგხვდათ კაბებში გამოპრანჭული ჰომოსექსუალისტები.

ინგლისში აქვთ ერთი პრინციპი - უნდა ჩაიცვა ისე, რომ არავისგან გამოირჩეოდე, ყურადღება არ უნდა მიიქციო. რაც შეეხება ტრადიციულ კოსტუმებს, ისინი მხოლოდ მიღებაზეა სავალდებულო და, როგორც მისტერ დევისმა გვითხრა, სასურველია მუქი ფერისა იყოს.

თუმცა არისტოკრატები და მდიდარი საქმოსნები მაინც ვერ ელევიან ძველებურ ელეგანტურ კოსტუმებსა და ცილინდრებს.

ლონდონის ქუჩებში დაჰქრიან ათასგვარი მარკის მანქანები, მდიდრული "იმპერიალები", ამერიკული "ლინკოლნები" და "კონტინენტალები", გერმანული "მერსედესები" ინგლისური ულტრათანამედროვე ფორმის ორადგილიანი "იაგუარები", შეხვდებით ძველებურ, ტრადიციულ "როლს-როისებსაც".

დღესაც ვერ გამიგია, რა მოსწონთ ინგლისელებნს ამ უზარმაზარი და უშნო მანქანისა. იგი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკული "ლინკოლნი".

"როლს-როისები" განსაკუთრებით არისტოკრატებს და მილიონერებს უყვართ. იგი ხომ სუფთა ინგლისური მოვლენაა, ე. ი. უკვე ტრადიციაა. ტრადიციას კი აფასებენ ინგლისელები! თუმცა ამაზე ქვემოთ.

ასე რომ, ჩვენი წარმოდგენები ინგლისსა და ინგლისელებზე სულ ერთი საათის განმავლობაში დაიმსხვრა. ამას კიდევ ერთი უმთავრესი რამ დაემატა - უკანასკნელ წლებში ნისლი ინგლისის ძალზე იშვიათი სტუმარი გახდა. ხანდახან სამი წელი ისე გაივლის, რომ ნისლი თურმე ერთხელაც არ ჩამოწვება ლონდონის ქუჩებში".

ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 2686 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
18:59

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2685
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2663
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2434
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2037
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1909
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.