შაბათი, 28.06.2025, 12:31     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მატჩები

მატჩები: "ფულემი"-"ლივერპული" 1:0 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
Winner: Dempsey slots home after Pepe Reina spilled Danny Murphy's effort

6 დეკემბერი, 2011 წელი, პრემიერლიგა
კრევინ კოტეჯი", 
25 688 მაყურებელი.
"ფულემი"-"ლივერპული" 1:0 (0:0)

"ფულემი": შვარცერი, რიისე, ჰანგელანდი, სენდეროსი, კელი, დემპსი, ეტუჰუ, მერფი (გეცოვი 90'), რუისი, დემბელე, ზარმორა (ენდი ჯონსონი 72').
მთავარი მწვრთნელი: მარტინ იოლი.

"ლივერპული": რეინა,  ენრიკე, აგერი, შკრტელი, ჯონსონი, ადამი, სპირინგი, ჰენდერსონი, ბელამი (დაუნინგი 77'), სუარესი, ქეროლი (კიუიტი 77').
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

გოლი: დემპსი 85' (1-0).
გაფრთხილებები: დემბელე 45', დემპსი 48' - ბელამი 48'.
გაძევება: სპირინგი 73'.
მსაჯი: კევინ ფრენდი.

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის დასვნითი მატჩი, სადაც "ფულემი" "ლივერპულს" მასპინძლობდა. შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული რომ იყო, ამაზე სატურნირო ცხრილში მათი დაკავებული პოზიციებიც მეტყველებდა. "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, "ფულემს" კი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში დასარჩენად გაუხდა საქმე საბრძოლველად.

მატჩის პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა და სულ რამდენიმე სახიფათო მომენტი თუ შეიქმნა ორივე გუნდის კართან. ტაიმის შუაწელს ჯორდან ჰენდერსონონის ლამაზი დარტყმულის შემდეგ მასპინძელთა გუნდი გოლისგან ძელმა იხსნა. ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ნულები ანათებდა.

მეორე ტაიმი მერსისაიდელთა უპირატესობით დაიწყო და გოლის გატანის ხელსაყრელი მომენტებიც შექმნეს, თუმცა "ფულემის" 38-წლის კიპერი მარკ შვარცერი საიმედოდ იდგა, მეკარეს მხარს მცველებიც უბამდნენ. შიგადაშიგ "ფულემიც" იჩხვლიტებოდა მწარედ.

66-ე წუთზე ლუის სუარესმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა - კევინ ფრენდმა მეტად საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მატჩის 73-ე წუთზე მსაჯმა ჯეი სპირინგს მუსე დემბელეს წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. უნდა ითქვას ის, რომ სპირინგმა ჯერ ბურთზე ითამაშა და ფეხბურთელის დანდობა შეიძლებოდა, თუმცა ფრენდმა მკაცრი განაჩენი გამოიტანა და "ლივერპული" 10-კაცის შემადგენლობით დატოვა, რასაც "ფულემის" გააქტიურება მოჰყვა. აღსანიშნავია ის, რომ "ენფილდროუდელებს" ლუკას ლეივა ტრავმირებული ჰყავთ და  მომდევნო მატჩს "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო სპირინგიც გამოაკლდებათ.

მეტოქის უმცირესობაში დარჩენის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და კლინტ დემპსიმ ბურთი ხარიხასაც გაარტყა.

ამერიკელმა ნახევარმცველმა გოლის გატანა მაინც მოახერხა. 85-ე წუთზე დენი მერფის დარტყმული ბურთი პეპე რეინამ ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე დემპსიმ ყველას აჯობა 1-0.

"ენფილდროუდელები" გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში რიგით მესამე მარცხი იწვნიეს. "ფულემმა" კი ჰაერივით საჭირო 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

"გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა..."

"ლივერპულს" დარჩა 23 ქულა და ამ დროისთვის გუნდი მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო "ფულემი" 15-ქულით მე-13 პოზიციაზეა.

Jumping for joy: Clint Dempsey celebrates after scoring Fulham's winner against Liverpool

                                                                       Clint Dempsey of Fulham scores the opening goal

Harsh? Jay Spearing was sent off for this foul on Fulham's Mousa Dembele

Controversy: Spearing is given his marching orders (above) as Liverpool's players protest (below)

Liverpool players surround referee Kevin Friend after he sent off Jay Spearing

Crunch: Dempsey and Craig Bellamy came together as they challenged for the ball

Poor show: Andy Carroll (centre) had an off night in front of goal as the striker's struggles continued

კატეგორია: მატჩები | დაამატა: GeoScouser (06.12.2011)
ნანახია: 794 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
12:31
Winner: Dempsey slots home after Pepe Reina spilled Danny Murphy's effort

6 დეკემბერი, 2011 წელი, პრემიერლიგა
კრევინ კოტეჯი", 
25 688 მაყურებელი.
"ფულემი"-"ლივერპული" 1:0 (0:0)

"ფულემი": შვარცერი, რიისე, ჰანგელანდი, სენდეროსი, კელი, დემპსი, ეტუჰუ, მერფი (გეცოვი 90'), რუისი, დემბელე, ზარმორა (ენდი ჯონსონი 72').
მთავარი მწვრთნელი: მარტინ იოლი.

"ლივერპული": რეინა,  ენრიკე, აგერი, შკრტელი, ჯონსონი, ადამი, სპირინგი, ჰენდერსონი, ბელამი (დაუნინგი 77'), სუარესი, ქეროლი (კიუიტი 77').
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

გოლი: დემპსი 85' (1-0).
გაფრთხილებები: დემბელე 45', დემპსი 48' - ბელამი 48'.
გაძევება: სპირინგი 73'.
მსაჯი: კევინ ფრენდი.

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის დასვნითი მატჩი, სადაც "ფულემი" "ლივერპულს" მასპინძლობდა. შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული რომ იყო, ამაზე სატურნირო ცხრილში მათი დაკავებული პოზიციებიც მეტყველებდა. "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, "ფულემს" კი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში დასარჩენად გაუხდა საქმე საბრძოლველად.

მატჩის პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა და სულ რამდენიმე სახიფათო მომენტი თუ შეიქმნა ორივე გუნდის კართან. ტაიმის შუაწელს ჯორდან ჰენდერსონონის ლამაზი დარტყმულის შემდეგ მასპინძელთა გუნდი გოლისგან ძელმა იხსნა. ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ნულები ანათებდა.

მეორე ტაიმი მერსისაიდელთა უპირატესობით დაიწყო და გოლის გატანის ხელსაყრელი მომენტებიც შექმნეს, თუმცა "ფულემის" 38-წლის კიპერი მარკ შვარცერი საიმედოდ იდგა, მეკარეს მხარს მცველებიც უბამდნენ. შიგადაშიგ "ფულემიც" იჩხვლიტებოდა მწარედ.

66-ე წუთზე ლუის სუარესმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა - კევინ ფრენდმა მეტად საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მატჩის 73-ე წუთზე მსაჯმა ჯეი სპირინგს მუსე დემბელეს წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. უნდა ითქვას ის, რომ სპირინგმა ჯერ ბურთზე ითამაშა და ფეხბურთელის დანდობა შეიძლებოდა, თუმცა ფრენდმა მკაცრი განაჩენი გამოიტანა და "ლივერპული" 10-კაცის შემადგენლობით დატოვა, რასაც "ფულემის" გააქტიურება მოჰყვა. აღსანიშნავია ის, რომ "ენფილდროუდელებს" ლუკას ლეივა ტრავმირებული ჰყავთ და  მომდევნო მატჩს "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო სპირინგიც გამოაკლდებათ.

მეტოქის უმცირესობაში დარჩენის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და კლინტ დემპსიმ ბურთი ხარიხასაც გაარტყა.

ამერიკელმა ნახევარმცველმა გოლის გატანა მაინც მოახერხა. 85-ე წუთზე დენი მერფის დარტყმული ბურთი პეპე რეინამ ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე დემპსიმ ყველას აჯობა 1-0.

"ენფილდროუდელები" გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში რიგით მესამე მარცხი იწვნიეს. "ფულემმა" კი ჰაერივით საჭირო 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

"გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა..."

"ლივერპულს" დარჩა 23 ქულა და ამ დროისთვის გუნდი მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო "ფულემი" 15-ქულით მე-13 პოზიციაზეა.

Jumping for joy: Clint Dempsey celebrates after scoring Fulham's winner against Liverpool

Winner: Dempsey slots home after Pepe Reina spilled Danny Murphy's effort

                                                                       Clint Dempsey of Fulham scores the opening goal

Harsh? Jay Spearing was sent off for this foul on Fulham's Mousa Dembele

Controversy: Spearing is given his marching orders (above) as Liverpool's players protest (below)

Liverpool players surround referee Kevin Friend after he sent off Jay Spearing

Crunch: Dempsey and Craig Bellamy came together as they challenged for the ball

Poor show: Andy Carroll (centre) had an off night in front of goal as the striker's struggles continued

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2905
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2889
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2610
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2321
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2295
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.