შაბათი, 28.06.2025, 17:05     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მატჩები

მატჩები: "ლივერპული" 3:1 "ბოლტონი" (ვიდეომასალა, ფოტომასალა)

27.08.2011
"ენფილდ როუდი", პრემიერლიგის მესამე ტური
"ლივერპული" 3:1 (1:0) "ბოლტონი"

"ლივერპული":  რეინა, კელი (შკრტელი 30'), კარაგერი, აგერი, ენრიკე, ადამი, ლუკასი, ჰენდერსონი (მაქსი 76'), დაუნინგი, კიუიტი, სუარესი (კეროლი 77').

"ბოლტონი":  იასკილაინენი, სტეინსონი, რობინსონი, კეჰილი, ნაითი, მუამბა (მარკ დევისი 26'), იგლსი (თუნჯაი 57'), პეტროვი, რეო-კოკერი, დევისი (პრატლი 70'), კლასნიჩი.

გოლები: ჰენდერსონი 15' - კლასნიჩი 92'
                 შკრტელი    52'
                   ადამი       53'


სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრა, სადაც "ლივერპული" "ბოლტონს" მასპინძლობდა.

 მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და მერსისაიდული გუნდის უპირატესობითაც წარიმართა. "წითლები" მოედანზე დომინირებდნენ, ბურთს ფლობდნენ და უფრო აქტიურადაც უტევდნენ. შედეგად, მატჩის მე-15 წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულის" ფორმით თავისი პირველი გოლის გატანა შესძლო. ამის შემდეგ სტუმრებს გააქტიურება მართებდათ, თუმცა "ბოლტონმა" სერიოზული სახიფათო მომენტი ვერ შექმნა. სტუმრები შეტევის განხორციელებას უმეტესად ფლანგებიდან პეტროვისა და იგლზის წყალობით ცდილობდნენ, თუმცა ამ უკანასკნელს ხოსე ენრიკე ხვდებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც ეთამაშებოდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ესპანელი მცველი "ლივერპულს" ძალიან კარგად მოერგო. თუ აქამდე ის მხოლოდ გუნდის დაცვაზე იყო ორიენტირებული, უკვე შეტევებშიც აქტიურად ერთვება და საკმაოდ დიდად ეხმარება კიდეც მერსისაიდელთა შემტევებს. მარცხენა ფლანგზე ორი ახალწვეულის ხოსე ენრიკესა და სტიუარტ დაუნინგის დუეტი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

შეხვედრის მეორე ტაიმიც "ლივერპულელთა" უპირატესობით წარიმართა. მატჩის 52-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მარტინ შკრტელმა დაახვედრა და მეორედ შეარხია იასკილაინენის კარი. ერთი წუთის შემდეგ კი ჩარლი ადამი გამოირჩა. შოტლანდიელმა შორეული დარტყმით მერსისაიდელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ამიტომ "ბოლტონის" ფეხბურთელები თავს არც იკლავდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ივან კლასნიჩმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. საბოლოო ჯამში, შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. "ლივერპულს" სამი ტურის შემდეგ 7 ქულა მოუგროვდა და ამ წუთისთვის ცხრილის სათავეშიც დგას.


გთავაზობთ დღევანდელი მატჩის ვიდეო, აუდიო და ფოტომასალას.

მატჩის პირველი ტაიმის ქართული აუდიოჩანაწერის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ: I ტაიმი
მატჩის მეორე ტაიმის ქართული აუდიოჩანაწერის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ: II ტაიმი




Opening up: Jordan Henderson scores the first for Liverpool

Proper Charlie: Liverpool's Adam celebrates his goal


Challenge: Reo-Coker slides in on Luis Suarez


Midfield battle: Liverpool's Charlie Adam takes on Bolton's Nigel 
Reo-Coker


Bullet header: Martin Skrtel doubles Liverpool's lead


3-0: Adam lets fly to score for Liverpool


Get your Coates: New Liverpool signing Sebastian Coates looks on 
at Anfield




კატეგორია: მატჩები | დაამატა: GeoScouser (27.08.2011)
ნანახია: 778 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
17:05

27.08.2011
"ენფილდ როუდი", პრემიერლიგის მესამე ტური
"ლივერპული" 3:1 (1:0) "ბოლტონი"

"ლივერპული":  რეინა, კელი (შკრტელი 30'), კარაგერი, აგერი, ენრიკე, ადამი, ლუკასი, ჰენდერსონი (მაქსი 76'), დაუნინგი, კიუიტი, სუარესი (კეროლი 77').

"ბოლტონი":  იასკილაინენი, სტეინსონი, რობინსონი, კეჰილი, ნაითი, მუამბა (მარკ დევისი 26'), იგლსი (თუნჯაი 57'), პეტროვი, რეო-კოკერი, დევისი (პრატლი 70'), კლასნიჩი.

გოლები: ჰენდერსონი 15' - კლასნიჩი 92'
                 შკრტელი    52'
                   ადამი       53'


სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრა, სადაც "ლივერპული" "ბოლტონს" მასპინძლობდა.

 მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და მერსისაიდული გუნდის უპირატესობითაც წარიმართა. "წითლები" მოედანზე დომინირებდნენ, ბურთს ფლობდნენ და უფრო აქტიურადაც უტევდნენ. შედეგად, მატჩის მე-15 წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულის" ფორმით თავისი პირველი გოლის გატანა შესძლო. ამის შემდეგ სტუმრებს გააქტიურება მართებდათ, თუმცა "ბოლტონმა" სერიოზული სახიფათო მომენტი ვერ შექმნა. სტუმრები შეტევის განხორციელებას უმეტესად ფლანგებიდან პეტროვისა და იგლზის წყალობით ცდილობდნენ, თუმცა ამ უკანასკნელს ხოსე ენრიკე ხვდებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც ეთამაშებოდა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ესპანელი მცველი "ლივერპულს" ძალიან კარგად მოერგო. თუ აქამდე ის მხოლოდ გუნდის დაცვაზე იყო ორიენტირებული, უკვე შეტევებშიც აქტიურად ერთვება და საკმაოდ დიდად ეხმარება კიდეც მერსისაიდელთა შემტევებს. მარცხენა ფლანგზე ორი ახალწვეულის ხოსე ენრიკესა და სტიუარტ დაუნინგის დუეტი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

შეხვედრის მეორე ტაიმიც "ლივერპულელთა" უპირატესობით წარიმართა. მატჩის 52-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მარტინ შკრტელმა დაახვედრა და მეორედ შეარხია იასკილაინენის კარი. ერთი წუთის შემდეგ კი ჩარლი ადამი გამოირჩა. შოტლანდიელმა შორეული დარტყმით მერსისაიდელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ამიტომ "ბოლტონის" ფეხბურთელები თავს არც იკლავდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ივან კლასნიჩმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. საბოლოო ჯამში, შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. "ლივერპულს" სამი ტურის შემდეგ 7 ქულა მოუგროვდა და ამ წუთისთვის ცხრილის სათავეშიც დგას.


გთავაზობთ დღევანდელი მატჩის ვიდეო, აუდიო და ფოტომასალას.

მატჩის პირველი ტაიმის ქართული აუდიოჩანაწერის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ: I ტაიმი
მატჩის მეორე ტაიმის ქართული აუდიოჩანაწერის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ: II ტაიმი




Opening up: Jordan Henderson scores the first for Liverpool

Proper Charlie: Liverpool's Adam celebrates his goal


Challenge: Reo-Coker slides in on Luis Suarez


Midfield battle: Liverpool's Charlie Adam takes on Bolton's Nigel 
Reo-Coker


Bullet header: Martin Skrtel doubles Liverpool's lead


3-0: Adam lets fly to score for Liverpool


Get your Coates: New Liverpool signing Sebastian Coates looks on 
at Anfield




მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2906
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2889
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2610
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2321
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2296
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.