შაბათი, 28.06.2025, 12:40     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მატჩები

ამხანაგური: "ვალერენგა" 3:3 "ლივერპული" (ვიდეომასალა)

გუშინ "ლივერპულმა" ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა მეტად დრამატული გამოდგა, თუმცა მერსისაიდული გუნდი ოდენ გაკრიტიკებას იმსახურებს.

მატჩის მე-14 წუთზე, ინგლისური გუნდის მცველების უყურადღებობის შედეგად ლარს ივერ სტადმა პირველად შეარხია "ლივერპულის" კარი.


მე-17 წუთზე ჩარლი ადამის უხეშობის გამო მერსისაიდელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ დაბრუნებულმა პეპე რეინამ კუთხე გამოიცნო, თითქოს ბურთს შეეხო კიდეც, თუმცა ოგუდემ პენალტის რეალიზაცია მოახერხა.


43-ე წუთზე სტიუარტ დაუნინგმა შორეულ ძელთან ჩააწოდა, ბურთი ენდი კეროლს მიუვიდა და ხელზეც მოხვდა, თუმცა ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი აღმოჩნდა. "ლივერპულის" 9-იანმა ერთი ბურთი გაქვითა 2:1.


მატჩის 83-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით დანიელ აგერმა უთავაზა და 2:2, ანგარიში გათანაბრდა.


88-ე წუთზე აგერმა დუბლი გაიფორმა. ისევ კუთხური, დაბალ ნახტომში დირკ კიუიტმა თავით კარის მიმართულებით არც თუ ისე ხეირიანად დაარტყა, თუმცა ბურთი აგერს მიუვიდა, რომელმაც "ლივერპული" დააწინაურა, 2:3.


93-ე წუთზე კი ფელაჰმა შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო წერტილი დასვა 3:3.


"ლივერპულმა" უკანასკნელ ხუთ მატჩში 15 გოლის გაშვება მოახერხა, რაც დაცვის ხაზის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ არც რეინაა სასურველ ფორმაში. უკანასკნელი მატჩების შედეგად გუნდის ბევრი ნაკლი გამოჩნდა, რაც სამწვრთნელო შტაბმა დროულად თუ არ აღმოფხვრა, გუნდის მიზნები ოცნებებად დარჩება.


ბოლოს კი გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის ვიდეომასალას.



კატეგორია: მატჩები | დაამატა: GeoScouser (02.08.2011)
ნანახია: 739 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მატჩები [55]
პრევიუ [24]
"ჩემი წითელი ისტორია" [7]
maiko_gerrard იგივე მაიკო შაღაშვილი, რომელიც ჩვენი საიტის მომხმარებელია, "ლივერპულის" ქართველი ფანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფანია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის ჩანაწერებს წაიკითხავთ.
ფეხბურთელები [14]
"ლივეპულის" ფეხბურთელები
"მერსესაიდელი ირლანდიელები" [5]
ლევან აბესაძის (lenny) მოთხრობათა კრებულია, რომელშიც მთავარი გმირი პატრიკ ორბელი ირლანდიიდან მერსისაიდში გადმოსახლებული ბიჭია, რომელსაც "ლივერპულის" ფანებთან ერთად მრავალი ისტორია გადახდება თავს.
2011-2012 სეზონის მატჩები [1]
ჩათი
12:40

გუშინ "ლივერპულმა" ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა მეტად დრამატული გამოდგა, თუმცა მერსისაიდული გუნდი ოდენ გაკრიტიკებას იმსახურებს.

მატჩის მე-14 წუთზე, ინგლისური გუნდის მცველების უყურადღებობის შედეგად ლარს ივერ სტადმა პირველად შეარხია "ლივერპულის" კარი.


მე-17 წუთზე ჩარლი ადამის უხეშობის გამო მერსისაიდელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ დაბრუნებულმა პეპე რეინამ კუთხე გამოიცნო, თითქოს ბურთს შეეხო კიდეც, თუმცა ოგუდემ პენალტის რეალიზაცია მოახერხა.


43-ე წუთზე სტიუარტ დაუნინგმა შორეულ ძელთან ჩააწოდა, ბურთი ენდი კეროლს მიუვიდა და ხელზეც მოხვდა, თუმცა ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი აღმოჩნდა. "ლივერპულის" 9-იანმა ერთი ბურთი გაქვითა 2:1.


მატჩის 83-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით დანიელ აგერმა უთავაზა და 2:2, ანგარიში გათანაბრდა.


88-ე წუთზე აგერმა დუბლი გაიფორმა. ისევ კუთხური, დაბალ ნახტომში დირკ კიუიტმა თავით კარის მიმართულებით არც თუ ისე ხეირიანად დაარტყა, თუმცა ბურთი აგერს მიუვიდა, რომელმაც "ლივერპული" დააწინაურა, 2:3.


93-ე წუთზე კი ფელაჰმა შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო წერტილი დასვა 3:3.


"ლივერპულმა" უკანასკნელ ხუთ მატჩში 15 გოლის გაშვება მოახერხა, რაც დაცვის ხაზის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ არც რეინაა სასურველ ფორმაში. უკანასკნელი მატჩების შედეგად გუნდის ბევრი ნაკლი გამოჩნდა, რაც სამწვრთნელო შტაბმა დროულად თუ არ აღმოფხვრა, გუნდის მიზნები ოცნებებად დარჩება.


ბოლოს კი გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის ვიდეომასალას.



მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2905
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2889
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2610
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2321
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2295
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.