სამშაბათი, 30.04.2024, 04:21     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 7 » ვინ წავა ჩინეთსა და კუალა ლუმპურში?
21:16
ვინ წავა ჩინეთსა და კუალა ლუმპურში?

დუღს სატრანსფერო ბაზარი, გუნდები ყიდიან და ყიდულობენ ფეხბურთელებს, „ლივერპული" კი პასიურობს - „სანდერლენდისგან" 21 წლის ჯორდან ჰენდერსონი იყიდა და სულ ეს არის.

და იცით, რომ, ჯერჯერობით, ვერც ჰენდესონი იწყებს მერსისაიდურ კარიერას? ის დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობდა და, შესაბამისად, „წითლებს" შორეულ აღმოსავლეთში ვერ გაჰყვება - ახალგაზრდულის ბიჭებს დასვენებას „აიძულებენ".

„ლივერპულს" ჩინეთსა და კუალა ლუმპურში ვერც 31 წლის კაპიტანი სტივენ ჯერარდი გაჰყვება. გუნდის ხელმძღვანელებმა იბჭეს და გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე „ჯეროს" მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება აჯობებს. მწვრთნელმა კენი დალგლიშმა თქვა:

„სტივენმა და „ლივერპულის" ექიმებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა კაპიტანი სრულყოფილ ვარჯიშებზე გადასულიყო და ახლა ბოლო ეტაპზე არიან. რასაკვირველია, ფანებს ეწყინებათ, როდესაც შეიტყობენ, რომ ჯერარდი ჩინეთსა და კუალა ლუმპურში ჩვენთან ერთად ვერ მოდის, მაგრამ, მერწმუნეთ, იმავე ხალხს ძალიან გაუხარდება, როდესაც პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველსავე ტურში, „სანდერლენდის" წინააღმდეგ, მას შემადგენლობაში იხილავს. სანამ ჩვენ შორეულ აღმოსავლეთში ვიქნებით სტივენი მელვუდში ივლის და კარგად დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროგრამის მოთხოვნებს შეასრულებს. ეს როგორც კლუბის, ასევე მისი და გულშემატკივრის ინტერესებშია".

შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა ბოლოს 6 მარტს ითამაშა. ეს გახლდათ კარგად დასამახსოვრებელი მატჩი მომავალ ჩემპიონ „მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელიც „ლივერპულმა" 3:1 მოიგო. დალგლიშის ნათქვამს ფეხბურთელმა დასძინა:

„ექიმებსა და ტექნიკურ პერსონალთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩემთვის, ამ ეტაპზე, მელვუდში დარჩენა და სარეაბილიტაციო პროგრამის ბოლომდე მიყვანა ყველაფერს აჯობებს".

მაგრამ, მოდი სატრანსფერო ამბებს დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ჰენდერსონის შემდეგ „წითლები" „ასტონ ვილას" 26 წლის მარცხენა გარემარბის, სტიუარტ დაუნინგის ყიდვას ცდილობენ, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოსდით. „ვილა" ჯიუტობს, შეთავაზებული ფული ეცოტავება. მერსისაიდელემბა ბირმინგემელებს, ახალი წინადადებით მიმართეს - 15 მილიონ ფუნტს აძლევენ, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღეს. დაუნინგი „ვილას" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია და ბირმინგემელებს 19 მილიონად უღირთ.

ცნობილია, რომ საკუთრივ ფეხბურთელს „ენფილდ როუდზე" სურს გადასვლა და „ასტონ ვილასთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას უარობს. ძველი კონტრაქტის თანახმად მას „ვილა პარკზე" კიდევ ორი წელიწადი აქვს გასატარებელი.

არის ასეთი ვარიანტიც: „ლივერპულს" შეუძლია ბირმინგემელებს ფულის გარდა 22 წლის ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ნგოგი შესთავაზოს. ეს ჭკვიანურია, რადგან „ვილას" თავკაც ალექს მაკლიშს ნგოგის თამაში მოსწონს და თან, 27 წლის დარენ ბენტის თადარიგშიც სჭირდება ვინმე. თუმცა, მილდენდელებს, სავარაუდოდ, მაინც ფული ურჩევნიათ, რათა მერე თავის გემოზე იყიდონ ვისი ყიდვაც მოუნდებაც. შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილამ" ამ ზაფხულზე ერთი კარგი ფეხბურთელი უკვე დაკარგა - „მანჩესტერ იუნაიტედს" 25 წლის ეშლი იანგი მიჰყიდა.

რაც შეეხება ნგოგს, „ლივერპული" მას თითქოს „სანდერლენდს" აძლევდა, მაგრამ „შავმა კატებმა" 4 მილიონი ფუნტი ვერ მოიძიეს.

წყარო: ყოველდღიუეი სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 779 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
04:21

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.