პარასკევი, 03.05.2024, 22:21     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » ვინ სურთ ინგლისელებს ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
02:46
ვინ სურთ ინგლისელებს ნაკრების მთავარ მწვრთნელად?

როგორც მოგეხსენებათ, ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით სტიუარტ პირსი მუშაობს. ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, ის ამ თანამდებობაზე ყოფნას დიდხანს არ აპირებს, უბრალოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დროის მოგებაში ეხმარება. ბრიტანულმა talkSport-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ ვინ სურთ ინგლისელებს ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმ შემთხვევაში, თუ "ტოტენჰემ ჰოთსბურის” ამჟამინდელი დამრიგებელი ჰარი რედნაპი ფეხბურთის ასოციაციის შეთავაზებაზე უარს განაცხადებს.

ბევრისდა გასაკვირად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ პირსმა ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს. აღნიშნულ აზრს 38 პროცენტზე მეტი ემხრობა. რეიტინგში მეორე ადგილი მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ დაიკავა, რომელმაც გამოკითხულთა 21 პროცენტი მოაგროვა, მესამე პოზიცია კი თითქმის 19 პროცენტით გლენ ჰოდლს მიანიჭეს. შეგახსენებთ, რომ 54-წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს უკვე თავკაცობდა და ეს 1996–1999 წლებში ხდებოდა.

გამოკითხვის შედეგად დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:
4. როი ჰოჯსონი – 6.22%;
5. იან ჰოლოვეი – 4.23%
6. მარტინ ონილი – 3.48%
7. რაფაელ ბენიტესი – 3.36%;
8. ალან პარდიუ – 1.74;
9. არსენ ვენგერი – 1.49%;
10. დევიდ ბექჰემი – 0.88%

ავტორი:  ბექა დოგრაშვილი


ნანახია: 744 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
22:21

როგორც მოგეხსენებათ, ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით სტიუარტ პირსი მუშაობს. ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, ის ამ თანამდებობაზე ყოფნას დიდხანს არ აპირებს, უბრალოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დროის მოგებაში ეხმარება. ბრიტანულმა talkSport-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ ვინ სურთ ინგლისელებს ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმ შემთხვევაში, თუ "ტოტენჰემ ჰოთსბურის” ამჟამინდელი დამრიგებელი ჰარი რედნაპი ფეხბურთის ასოციაციის შეთავაზებაზე უარს განაცხადებს.

ბევრისდა გასაკვირად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ პირსმა ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს. აღნიშნულ აზრს 38 პროცენტზე მეტი ემხრობა. რეიტინგში მეორე ადგილი მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ დაიკავა, რომელმაც გამოკითხულთა 21 პროცენტი მოაგროვა, მესამე პოზიცია კი თითქმის 19 პროცენტით გლენ ჰოდლს მიანიჭეს. შეგახსენებთ, რომ 54-წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს უკვე თავკაცობდა და ეს 1996–1999 წლებში ხდებოდა.

გამოკითხვის შედეგად დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:
4. როი ჰოჯსონი – 6.22%;
5. იან ჰოლოვეი – 4.23%
6. მარტინ ონილი – 3.48%
7. რაფაელ ბენიტესი – 3.36%;
8. ალან პარდიუ – 1.74;
9. არსენ ვენგერი – 1.49%;
10. დევიდ ბექჰემი – 0.88%

ავტორი:  ბექა დოგრაშვილი


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2702
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.