ხუთშაბათი, 02.05.2024, 14:26     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » "წითლების" სანაკრებო მატჩები (ფოტომასალა, ვიდეომასალა)
14:49
"წითლების" სანაკრებო მატჩები (ფოტომასალა, ვიდეომასალა)


გუშინ გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური მატჩები. ეს მიმდინარე წელს ბოლო სანაკრებო შეხვედრები იყო და ბუნებრივია, წუხანდელ ბატალიებს არც "ლივერპულის" ფეხბურთელები გამოაკლდნენ.

დანიისა და ფინეთის მატჩში მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გავიდა დანიელ აგერი. დანიელმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და სწორედ აგერმა გახსნა ანგარიში შეხვედრის 57-ე წუთზე. დანიელებმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტიან პოულსენმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 46-ე წუთზე გამოვიდა.

"უემბლიზე" ინგლისის ნაკრებმა შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა. ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო სტიუარტ დაუნინგი. წუხანდელ შეხვედრაში "უემბლიზე" მაყურებელთა დასწრების მხრივ ანტირეკორდი დაფიქსირდა: შეხვედრას 48876 გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა ამ ფაქტორმა "სამ ლომს" გამარჯვების მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა. მატჩის 22-ე წუთზე დაუნინგის პასით მატჩის ერთადერთი გოლი გარეტ ბერიმ გაიტანა. სტიუმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, გლენ ჯონსონი კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. "ლივერპულის" ყოფილმა გოლკიპერმა სკოტ კარსონმა ჯო ჰართი შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვალა.

რომში "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის ნაკრები ურუგვაის ნაკრებს გაეჯიბრა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლუის სუარესს, რომელიც ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. სებასტიან კოატესმა კი მატჩის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. "მილანში" გასხვისებულ ალბერტო აკვილანის კი სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწია. ურუგვაელებმა მატჩი ანგარიშით 1-0 მოიგეს.

გერმანიის ნაკრებმა ჰოლანდიელები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მყოფი დირკ კიუიტი მატჩის 87-ე წუთზე შეცვალეს. მერსისაიდული კლუბის ყოფილმა წევრმა რაიან ბაბელმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

კოსტა რიკისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ფურია როხა" ანგარიშით 2:0 აგებდა, თუმცა ესპანელებმა მაინც მოახერხეს შეხვედრის საყაიმო ანგარიშით დასრულება. "ენფილდროუდელთაგან" მატჩზე წარგზავნილი იყო ხოსე რეინა, რომელიც მოედანზე არ გამოჩენილა. კლუბის ყოფილი ფეხბურთელებიდან კი ხაბი ალონსო და ალვარო არბელოა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. არბელოამ შეხვედრა სრულად ჩაამთავრა, ალონსო კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. ფერნანდო ტორესი მოედანზე შეხვედრის 70-ე წუთზე გამოვიდა და დანარჩენი დრო სრულად ჩაატარა.

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელების სიაში, რომლებმაც წუხელ მატჩი ჩაატარეს, არის რაულ მეირელეშიც. პორტუგალიის ნაკრებმა ბოსნია/ჰერცოგოვინის ნაკრები ანგარიშით 6:2 გაანადგურა. მეირელეში მატჩის 63-ე წუთზე გამოცვალეს.

გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრების ფოტო და ვიდეომასალას.




















ნანახია: 861 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Scouser_Kate  
0
აუ ბაბელი როგორ მომენატრა (((((((((( heart ეჰ ჰოლლანდ (( ცოტა დაგენდო რა გერმანია :დ ვან ბასტენი დაბრუნდეს ნეტა sad

1 kapana_lfc  
0
babel she dzvelo biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
14:26


გუშინ გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური მატჩები. ეს მიმდინარე წელს ბოლო სანაკრებო შეხვედრები იყო და ბუნებრივია, წუხანდელ ბატალიებს არც "ლივერპულის" ფეხბურთელები გამოაკლდნენ.

დანიისა და ფინეთის მატჩში მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გავიდა დანიელ აგერი. დანიელმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და სწორედ აგერმა გახსნა ანგარიში შეხვედრის 57-ე წუთზე. დანიელებმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში მონაწილეობა მიიღო "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტიან პოულსენმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 46-ე წუთზე გამოვიდა.

"უემბლიზე" ინგლისის ნაკრებმა შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა. ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო სტიუარტ დაუნინგი. წუხანდელ შეხვედრაში "უემბლიზე" მაყურებელთა დასწრების მხრივ ანტირეკორდი დაფიქსირდა: შეხვედრას 48876 გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა ამ ფაქტორმა "სამ ლომს" გამარჯვების მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა. მატჩის 22-ე წუთზე დაუნინგის პასით მატჩის ერთადერთი გოლი გარეტ ბერიმ გაიტანა. სტიუმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, გლენ ჯონსონი კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. "ლივერპულის" ყოფილმა გოლკიპერმა სკოტ კარსონმა ჯო ჰართი შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვალა.

რომში "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის ნაკრები ურუგვაის ნაკრებს გაეჯიბრა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლუის სუარესს, რომელიც ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. სებასტიან კოატესმა კი მატჩის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. "მილანში" გასხვისებულ ალბერტო აკვილანის კი სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწია. ურუგვაელებმა მატჩი ანგარიშით 1-0 მოიგეს.

გერმანიის ნაკრებმა ჰოლანდიელები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მყოფი დირკ კიუიტი მატჩის 87-ე წუთზე შეცვალეს. მერსისაიდული კლუბის ყოფილმა წევრმა რაიან ბაბელმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

კოსტა რიკისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ფურია როხა" ანგარიშით 2:0 აგებდა, თუმცა ესპანელებმა მაინც მოახერხეს შეხვედრის საყაიმო ანგარიშით დასრულება. "ენფილდროუდელთაგან" მატჩზე წარგზავნილი იყო ხოსე რეინა, რომელიც მოედანზე არ გამოჩენილა. კლუბის ყოფილი ფეხბურთელებიდან კი ხაბი ალონსო და ალვარო არბელოა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. არბელოამ შეხვედრა სრულად ჩაამთავრა, ალონსო კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. ფერნანდო ტორესი მოედანზე შეხვედრის 70-ე წუთზე გამოვიდა და დანარჩენი დრო სრულად ჩაატარა.

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელების სიაში, რომლებმაც წუხელ მატჩი ჩაატარეს, არის რაულ მეირელეშიც. პორტუგალიის ნაკრებმა ბოსნია/ჰერცოგოვინის ნაკრები ანგარიშით 6:2 გაანადგურა. მეირელეში მატჩის 63-ე წუთზე გამოცვალეს.

გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრების ფოტო და ვიდეომასალას.




















მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2449
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1922
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.