სამშაბათი, 30.04.2024, 10:31     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » წნეხდაცემული
17:20
წნეხდაცემული

24 წლის ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა თქვა, რომ „ლივერპულში" გადასვლის შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. ის გრძნობდა, რომ აუცილებლად უნდა გაეტანა გოლები, თორემ მისი მრავალმილიონიანი ტრანსფერი შეიძლებოდა ცუდად შემოტრიალებოდა.

გეხსომებათ, ეს ამბავი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უფრო სწორედ კი მის ბოლო დღეს მოხდა. „ლივერპულმა" „ჩელსის" ესპანელი ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი მიჰყიდა და შემცვლელად სუარესი იგულა. ურუგვაელში მერსისაიდელებმა ამსტერდამის „აიაქსს" 22,8 მილიონი ფუნტი ანუ 25,2 მილიონი ევრო გადაუხადეს და მართალია „ნიუკასლ იუნაიტედიდან" ენდი ქეროლიც დაიმატეს (ამდენად, ტორესის საქმე მარტო მას არ დააწვებოდა მხრებზე), მაგრამ სუარესი მაინც დაძაბული იყო. ის გრძნობდა, რომ დიდი ამოცანის წინაშე იდგა. ყოველკვირეულ ესპანურ ჟურნალ „დონ ბალონთან" ინტერვიუში „წითლების" ფორვარდმა თქვა:

„იცით, ასეთ დროს რამდენი ადამიანი გიყურებს? თან, როდესაც იცი, რომ შენში ბევრი მილიონია გადახდილი, პასუხისმგებლობა გთრგუნავს, მაგრამ მე შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და რაც შეიძლება მშვიდად მეცხოვრა. გადავწყვიტე არ მეფიქრა ხალხზე, რომელიც მიყურებდა".

და სუარესს გაუმართლა. მან „ენფილდ როუდის" გული მოიგო - პრემიერლიგის 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. საინტერესო კი რა არის, იცით? ის, რომ ურუგვაელი ტორესს ემადლიერება. ის ამბობს, რომ 50 მილიონ ფუნტად გაყიდულმა ესპანელმა „ჩელსიში" გადასვლის წინ მას ფასდაუდებელი რჩევები მისცა.

„ფერნანდომ მირჩია არაფერი შემეცვალა, როგორ ფეხბურთსაც ვთამაშობდი ზუსტად ისეთის თამაში გამეგრძელებინა. კიდევ, მან მითხრა „ლივერპული" დიდი კლუბია და აქ, როგორც მოთამაშე, ძალიან გაიზრდები, ჩამოდი და ყველაფერში დაუჯერეო. დრო რომ გავიდა დავინახე, რომ ყველაფერი, რაც ტორესმა მირჩია სრული სიმართლე იყო".

„დონ ბალონთან" ინტერვიუში სუარესმა „ბარსელონაში" თამაშის სურვილზეც ილაპარაკა. არ არის გამორიცხული მომავალში ის მართლაც გადავიდეს კატალონიაში, რადგან მისი აგენტი, პერე გვარდიოლა „ბარსას" მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ძმაა.

„ბარსელონაში გადასვლის სურვილი პერეს გაცნობამდეც მქონდა. რასაკვირველია, ის, რომ პერე „ბარსას" მწვრთნელის ძმაა, ესპანეთის ჩემპიონთან მის კავშირებს ადასტურებს, მაგრამ ტრანსფერები ასე იოლად არ ხორციელდება. აქ, დიდი და პირად-ოჯახური ურთიერთობებისგან ძალიან განსხვავებული სამუშაოა ჩასატარებელი. თუ პეპ გვარდიოლას „ბარსელონაში" ჩემი დამატება მოუნდება, ის ამას ყველა ვარიანტში გააკეთებს, მიუხედავად იმისა ვინ არის ჩემი აგენტი".

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 796 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
10:31

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.