სამშაბათი, 30.04.2024, 08:26     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 21 » ტექნოლოგიებში პიონერი პრემიერლიგა იქნება
11:54
ტექნოლოგიებში პიონერი პრემიერლიგა იქნება

პრემიერლიგის შეფმა, რიჩარდ სკუდემორმა თქვა, რომ ინგლისის პირველობაზე კარის ხაზზე ტექნოლოგიები შესაძლოა 2012-13 წლებში დაამონტაჟონ. ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის შეფმა გაზეთ „გარდიანს" უთხრა:

„ფეხბურთი აზრი გოლის გატანაა. მოთამაშეები ამისათვის საკუთარ ორგანიზმს არ ინდობენ. ვინ გატანისთვის იკლავს თავს, ვინ იმისთვის, რომ არ გაუტანონ. ფანები ტრიბუნიდან უკანასკნელ ხმაზე ღრიალებენ, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კარიერა ეწყობათ და ენგრევათ. ამიტომ, ზუსტად დადგენა, გავიდა თუ არა გოლი, ძალიან მნიშვნელოვანია და თანამედროვე ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა. ჩვენზე, პრემიერლიგაზე, რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე ყველა კარზე დავაყენებდით შესაბამის მოწყობილობებს, მაგრამ შეზღუდულები ვართ. საბედნიეროდ, ფიფამ ბოლო დროს კონსტრუქციულად დაიწყო ფიქრი და იმედი გვაქვს, რომ 2012-13 წლებში საკითხი ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდება".

კარის ხაზის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ახალი ტალღა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს აგორდა, როდესაც ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა გერმანიის ნაკრებს აშკარად გაუტანა გოლი, მსაჯებმა კი ეს ვერ დაინახეს და არ ჩათვალეს. არადა, ანგარიში 2:2 ხდებოდა და მოვლენათა ასეთი გაგრძელების შემთხვევაში რა მოხდებოდა შეხვედრის დარჩენილ დროში, უკვე მკითხაობის სფეროდან არის — შესაძლოა, მაინც გერმანიას დაეჯაბნა ინგლისი, თუმცა...

ბედმა ლემპარდს მოგვიანებით დაუბრუნა ვალი: პრემიერლიგაში, „ჩელსისა" და „ტოტენჰემის" შეხვედრაში, მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი „სფურზის" მეკარე ეურელიო გომეშს ხელებში გაუძვრა და კარისკენ წავიდა. გომეში ნახტომით დაეწია და ბურთი ზედ ხაზზე გააჩერა, მსაჯებმა კი გოლი ჩათვალეს, რადგან მოეჩვენათ, რომ ბურთმა ხაზი მთლიანად გადაკვეთა. ის შეხვედრა „ლურჯებმა" 2:1 მოიგეს.

შემდეგ კი სკუდემორმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მისამართით თქვა ორიოდ სიტყვა:

„ამბობენ, რომ ინგლისურ ფეხბურთში პრობლემებია. თითქოს, ინგლისური ფეხბურთს ყავლი გაუვიდა და გადარჩენა სჭირდება. ასეთი დასკვნის გამოტანას ანალიზი სჭირდება. მე ამისათვის მზად არ ვარ. ვფიქრობ, აქ ფეხბურთის ასოციაციამ უნდა გამოიღოს ხელი. საიდუმლო არ არის, რომ ამ ორგანიზაციამ უნდა გააძლიეროს მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ლაპარაკია ეროვნულ ნაკრებებზე, მწვრთნელთა აღზრდასა და ბავშვთა ფეხბურთზე. ჩვენ, პრემიერლიგის ხელმძღვანელებს, ჩვენი მხრივ ძირეულად გვაინტერესებს ინგლისური ფეხბურთის განვითარება და მზად ვართ ასოციაციასთან ვითანამშრომლოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 793 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
08:26

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.