ორშაბათი, 29.04.2024, 05:48     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » სუარესი: "გული მწყდება, რასიზმში რომ მადანაშაულებენ"
21:52
სუარესი: "გული მწყდება, რასიზმში რომ მადანაშაულებენ"

შაბათს, „ენფილდ როუდზე" „ლივერპულმა" „მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, მაგრამ, ამჯერად უშუალოდ ფეხბურთზე არ გვაქვს ლაპარაკი. ვინც თამაშის ტელეტრანსლაციას უყურა, მიაქცევდა ყურადღებას, რომ მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი, 24 წლის ლუის სუარესი და სტუმრების ფრანგი მცველი, 30 წლის პატრის ევრა სულ ჩხუბის პირას იყვნენ.

მატჩის შემდეგ ევრამ განმარტა, რომ ამის მიზეზი რასიზმი გახლდათ - შეხვედრის მსვლელობისას სუარესმა ათჯერ მაინც დამიძახა „ნიგერიო". ბრალდება სუარესმა „ტვიტერით" გასცა პასუხი:

„ძალიან მეწყინა რასიზმში რომ დამდეს ბრალი. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ყველა რასისა და ეროვნების ადამიანს პატივს ვცემ. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. მე მოედანზე ყოველ შეხვედრაში ბავშვური გატაცებით, ფეხბურთის სათამაშოდ გავდივარ და არა ვინმესთან საჩხუბრად".

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია საქმეს ამ კვირაში გაარჩევს. თუ დადგინდება, რომ ურუგვაელი დამნაშავეა, შესაძლოა მკაცრად დასაჯონ, თუმცა, ჯერჯერობით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
სუარესი, როგორც ნახეთ, ბრალდებას უარყოფს;

ტელეკომპანია „სკაი სპორტმა" მატჩის ვიდეოჩანაწერი საგანგებოდ შეამოწმა და ვერც ის ადასტურებს, რომ სუარესმა რაიმე რასისტული იკადრა;

მსაჯი ანდრე მარინერი აცხადებს, რომ სავარაუდო ათი შეურაცხყოფიდან ერთისთვისაც კი არ მოუკრავს თვალი;

„მანჩესტერ იუნაიტედი" თავის ფეხბურთელს, რასაკვირველია, მხარს უჭერს, მაგრამ ამ საქმეში ოფიციალურად ვერ ეხმარება. რატომ? იმიტომ, რომ თამაშის მსვლელობისას ევრას ხმამაღლა არაფერი დაუჩივლია. სხვა სიტყვებით, ფრანგს გარეშე მოწმეების მოძებნა მოუწევს. „ლივერპულის" პრეს-მდივანმა კი განაცხადა: „ლუისი დაჟინებით ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და კლუბიც გვერდში უდგას".

ზემოთ ვთქვით, რომ საქმეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გაარჩევს. კერძოდ, მისი კანონების თანახმად, უპირველეს ყოვლისა უნდა დაიკითხოს ევრა. თუ ფრანგი ბრალდებას გაიმეორებს და თანმიმდევრული იქნება, მაშინ კითხვებზე პასუხების გაცემა სუარესსაც მოუხდება. ასეთი საქმეებისთვის კანონი რაიმე ვადას არ ითვალისწინებს: მომხდარს ნათელი მოეფინება მაშინ, როდესაც ეს ბუნენრივად მოხდება. ასოციაცია ვალდებული არ არის იჩქაროს.

სიტყვასიტყვით კი პატრის ევრამ ფრანგულ ტელეკომპანია „კანალ პლუსს" ასე უთხრა:

„ძალიან გულდასაწყვეტი რამ მოხდა. 2011 წელს ხალხი ასეთ სიტყვებს აღარ უნდა ამბობდეს. მან თავადაც ძალიან კარგად იცის რა თქვა და მსაჯსაც ყველაფერი შესანიშნავად მოეხსენება. სიმართლე თავს არ დამალავს. ახლა გამეორებას არ შევუდგები, მაგრამ ის რასისტულ სიტყვას იმეორებდა. შეხვედრის განმავლობაში ათჯერ მაინც თქვა. ჩემს წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. მართალი გითხრათ, ამ ამბიდან დიდი აჟიოტაჟის ატეხვას არ ვაპირებ, მაგრამ რაც იყო, მეტისმეტად გულსატკენი გახლდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 774 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:48

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.