ხუთშაბათი, 02.05.2024, 02:51     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » "სიტის" აღშფოთება
16:18
"სიტის" აღშფოთება

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ "ლივერპულის" ჩეხი ცენტრალური მცველი, 26 წლის მარტინ შკრტელი და მისი თანაგუნდელები მარიო ბალოტელის მიმართ უპატიოსნო საქციელში დაადანაშაულა.

მწვრთნელის აზრით, ისტლენდელთა 21 წლის თავდამსხმელი, რომელიც მოედანზე შესვლიდან 17 წუთში ორი ყვითლის გამო გააძევეს, ამას არ იმსახურებდა. შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ პირველი გაფრთხილება გლენ ჯონსონის წინააღმდეგ უხეშობის გამო მიიღო, ხოლო მეორე შკრტელთან საჰაერო დუელის დროს. სწორედ ამ ეპიზოდმა აღაშფოთა მანჩინი, რომელიც აცხადებს, რომ მსაჯ მარტინ ატკინსონზე ჩეხის სიმულანტობამ და მისი თანაგუნდელების რეაქციამ იმოქმედა - გარშემო მყოფ რამდენიმე ლივერპულელს მართლაც გადაჭარბებულად ემოცია ჰქონდა.

"ასეთი ეპიზოდები პრემიერლიგის ყოველ შეხვედრაში მრავლადაა - თქვა მანჩინიმ - მარიომ ხელი აწია, შკკტელი კი პატარა ბიჭივით გაგორდა და სახეზე აიფარა ხელები. ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო. მსაჯს ჯარიმა უნდა დაენიშნა, მაგრამ ის რაც მოხდა, ყვითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა. სხვათაშორის, ატკინსონი თავიდან არც აპირებდა ბალოტელის გაფრთხილებას, მაგრამ გარშემო მყოფმა "ლივერპულის" ფეხბურთელებმა ერთი ამბავი ატეხეს და არბიტრიც მათი გავლენის ქვეშ მოექცა. თავიდან აღვშფოთდი, მაგრამ მერე გადამიარა, რადგან შეჩვეული ვარ, როდესაც მარიო რამეს აკეთებს მოწინააღმდეგეები იმწუთას პროვოკაციაზე მიდიან".

იმავე ეპიზოდზე ლაპარაკისას "ლივერპულის" თავკაცმა, კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ ბალოტელი თავად არის დამნაშავე:
"მე თუ მკითხავთ ბალოტელიმ თავი გააგდებინა. ხშირად მისი ქცევა გადაჭარბებულია. სანამ რამეს იტყვი, ადამიანმა, ხანდახან სარკეში უნდა ჩაიხედო. ბალოტელი ისე იქცევა, რომ ხშირად სხვა შანსს არ სტოვებს. არ მგონია, რომ ჩემმა ბიჭებმა მსაჯზე გავლენა იქონიეს".

როგორც ჩანს დალგლიში ზოგადად ბალოტელის პიროვნებასა და მის იმიჯს გულისხმობდა, თორემ ამ კომენტარით ძნელია მიხვდე კერძოდ რა მოხდა და რატომ იყო "სიტის" იტალიელი თავდამსხმელი დასჯის ღირსი. ცნობისათვის: რაც "ინტერიდან ისტლენდზე გადავიდა, მარიო ბალოტელი მესამედ გააძევეს მოედნიდან.

მანჩინიმ დასძინა: "მარიომ კარგად იცის, რომ მოწინააღმდეგეები მის პროვოცირებას ცდილობენ და, ამიტომ, გაცილებით მეტი ყურადღება მართებს. მე, მაგალითად, პირველი ყვითელი ბარათოთაც უკმაყოფიო ვარ. მარიო უფრო ფრთხილად უნდა მოქცეულიყო. მოკლედ სამუშაო ბევრია, ხოლო ბალოტელის ერთ ან ორ თვეში შეცვლა შეუძლებელი, მაგრამ სხვათა მხრიდან სამართლიანობაც აუცილებელია. დღეს მარიო მეორე ყვითელ ბარათსა და გაძევებას არ იმსახურებდა. საერთოდ, ეს არის ადამიანი, რომლისგანაც არასდროს იცი, რას უნდა ელოდე. გასულ თვეში, მაგალითად, ის სანიმუშო იყო და მეტოქეებს ბევრი გოლი გაუტანა".

მანჩინიმ ისიც თქვა, რომ ხმები, თითქოს ბალოტელიმ "ენფილდის" გასახდელის კარს წიხლი დაარტყა და დააზიანა, სტადიონის სტიუარდების დაყრილია.

"მარიოს კარი რომ დაეზიანებინა, აანაზღაურებდა კიდეც" - თქვა "სიტის" მწვრთნელმა. როგორც ჩანს ბალოტელიმ კარს წიხლი დაარტყა, მაგრამ ის არ დაზიანებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 749 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 Scouser_Kate  
0
სიტი ... ხო კაი არაფერი smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:51

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2448
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1921
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.