სამშაბათი, 30.04.2024, 05:55     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 1 » შკრტელს კენის შესახებ არაფერი სცოდნია
19:47
შკრტელს კენის შესახებ არაფერი სცოდნია



  "ლივერპულის" სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა აღიარა, რომ მან კენი დალგლიშის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, სანამ შოტლანდიელი სპეციალისტი გუნდის მწვრთნელად დაინიშნებოდა. ახლა უკვე შკრტელი სრულად აცნობიერებს რატომ ითვლება კენი "ლივერპულის" ხატად.

  საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში შკრტელმა შემდეგი განაცხადა: "მისი (დალგლიშის) მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო".

  "ის შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით კლუბს ნათელი მომავალი ელის".

  "სიმართლე გითხრათ, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. როდესაც ის "ლივერპულს" ადრე წვრთნიდა, მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც "ლივერპულში" ვარ, გუნდის ისტორიაზე ცოტ-ცოტა ვისწავლე და ახლა კენის შესახებ ბევრად მეტი ვიცი".

  "როგორც მან გვითხრა, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური სულისკვეთებაა და ერთად მუშაობის შემთხვევაში, ჩვენ მივაღწევთ წარმატებებს. რწმენის დაკარგვის საშუალება არ მოგვცა, რაც ყველაზე მთავარი რამაა".

  "კენი თავის საქმეს პირადი თვისებების ხელშეწყობით აკეთებს. ის შესანიშნავი ადამიანია, ბევრს ხუმრობს და სულ იღიმის. მას შეუძლია გუნდში განწყობის შექმნა".


  ყველაფრის მიუხედავად, მე-6 ადგილი ის პოზიცია არაა, რომელსაც "ლივერპული" სეზონის დასაწყისში ისურვებდა.

  "სეზონის პირველსა და მეორე ნახევრებს შორის უდიდესი განსხვავებაა, - საუბრობს შკრტელი. - იანვრის თვეში მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. შევიცვალეთ მწვრთნელი, მოვიდნენ ლუის სუარესი და ენდი კეროლი. ეს ყველაფერი ჩვენი ძალების რწმენაში დაგვეხმარა. ამის შემდეგ, ვიგებდით შეხვედრებს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა".


ნანახია: 773 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:55



  "ლივერპულის" სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა აღიარა, რომ მან კენი დალგლიშის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, სანამ შოტლანდიელი სპეციალისტი გუნდის მწვრთნელად დაინიშნებოდა. ახლა უკვე შკრტელი სრულად აცნობიერებს რატომ ითვლება კენი "ლივერპულის" ხატად.

  საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში შკრტელმა შემდეგი განაცხადა: "მისი (დალგლიშის) მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო".

  "ის შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით კლუბს ნათელი მომავალი ელის".

  "სიმართლე გითხრათ, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. როდესაც ის "ლივერპულს" ადრე წვრთნიდა, მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც "ლივერპულში" ვარ, გუნდის ისტორიაზე ცოტ-ცოტა ვისწავლე და ახლა კენის შესახებ ბევრად მეტი ვიცი".

  "როგორც მან გვითხრა, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური სულისკვეთებაა და ერთად მუშაობის შემთხვევაში, ჩვენ მივაღწევთ წარმატებებს. რწმენის დაკარგვის საშუალება არ მოგვცა, რაც ყველაზე მთავარი რამაა".

  "კენი თავის საქმეს პირადი თვისებების ხელშეწყობით აკეთებს. ის შესანიშნავი ადამიანია, ბევრს ხუმრობს და სულ იღიმის. მას შეუძლია გუნდში განწყობის შექმნა".


  ყველაფრის მიუხედავად, მე-6 ადგილი ის პოზიცია არაა, რომელსაც "ლივერპული" სეზონის დასაწყისში ისურვებდა.

  "სეზონის პირველსა და მეორე ნახევრებს შორის უდიდესი განსხვავებაა, - საუბრობს შკრტელი. - იანვრის თვეში მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. შევიცვალეთ მწვრთნელი, მოვიდნენ ლუის სუარესი და ენდი კეროლი. ეს ყველაფერი ჩვენი ძალების რწმენაში დაგვეხმარა. ამის შემდეგ, ვიგებდით შეხვედრებს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა".


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.