ხუთშაბათი, 02.05.2024, 06:14     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » შკრტელიც "ტვიტავს"
01:09
შკრტელიც "ტვიტავს"

188BET-ის ტვიტერის გვერდმა "ლივერპულის" სლოვაკ მცველ მარტინ შკრტელს უმასპინძლა. 26-წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა კითხვებს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.

- ვინ არის "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველაზე სახალისო ფეხბურთელი?
- პეპე რეინა.

- რას იტყვით სოტო კირიაკოსზე?
- ბრწყინვალე ბიჭია. სანამ "ლივერპულში" თამაშობდა, ერთმანეთის ახლო მეგობრები ვიყავით და ძალიან დამწუხრდი, როდესაც მას გუნდის დატოვება მოუხდა. ეს ფეხბურთია და მას "ვოლფსბურგში" ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!

- გვითხარით რამე დანიელ აგერის შესახებ...
- შემიძლია გითხრათ, რომ ის ბრწყინვალე ფეხბურთელი და ადამიანია.

- ვინ არის თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი ფეხბურთში?
- ფილიპ შებო. მე მასთან ერთად ვთამაშობ ნაკრებში (ისინი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ერთად თამაშობდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შკრტელს არცერთი ტატუ არ ჰქონდა).

- როგორ შეხვდით თქვენს შეყვარებულს, ბარბორას?
- ერთმანეთი ფეისბუქის საშუალებით გავიცანით. მასთან ერთად ვჩათაობდი, შემდეგ კი შევხვდი...

- როდის გვაჩვენებთ თქვენი ახალდაბადებული შვილის, მატეოს ფოტოს? ყველას სურს მისი ნახვა!
- ის ჯერ კიდევ პატარაა (მატეო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაიბადა), თუმცა როგორც კი წამოიზრდება, ჩვენ მას "ენფილდზე" წავიყვანთ და ვაჩვენებთ ყველას, ყველას, ყველას!

- გინდათ ის ფეხბურთელი რომ გამოვიდეს?
- დიახ, თუმცა ამას თავად გადაწყვეტს. მე არ მინდა მისი მომავალი გადავწყვიტო, ამაში მხოლოდ დავეხმარები.

- ვინ არის თქვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ფიზიკური მონაცემების მხრივ?
- პიტერ კრაუჩი ან კენუაინ ჯონსი. ისინი ძლიერები არიან და მათ წინააღმდეგ მცველებს უჭირთ თამაში.

- როგორ მუსიკას უსმენთ? როგორ ისვენებთ მოედნის მიღმა?
- სლოვაკურ რეპს. საერთოდ, დასვენება ბარბორასთან და ჩემს ბიჭთან მირჩევნია.

- რა არის "ლივერპულში" ყველაზე სასიამოვნო?
- ყველაფერი! ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იყო ამ გუნდის წევრი - დიდი პატივია. "ლივერპულის" შემადგენლობაში მოედანზე გატარებული თითოეული წუთი უდიდესი სიამოვნებაა.

- გაქვთ რაიმე ტატუირება, რომელიც "ლივერპულს" უკავშირდება?
- ჯერ არა, თუმცა არასდროს თქვა - არასდროს...

- თქვენი კარიერიდან რომელ მწვრთნელს გამოარჩევდით?
- ვერავის გამოვარჩევ. ყველას თავისი გავლენა ჰქონდა.

- თქვენი საყვარელი ფილმი...
- "გლადიატორი" ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

- რატომ გაქვთ არჩეული 37-ე ნომერი?
- ჩემი ბედნიერი რიცხვი 3-ია, ჩემი გოგოს კი -7.

- რომლის მოგება უფრო გინდათ - ჩემპიონთა ლიგის თუ პრემიერლიგის?
- თითოეულ მოთამაშეს სურს, რომ უბრალოდ მოიგოს ტიტული. არ არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ტიტულები.

- რომელი იქნებოდა თქვენთვის იდეალური ფინალი? კითხვაში ვგულისხმობ - მეტოქეს, ანგარიშს, ჩემპიონატს და სტადიონს...
- ნებისმიერი, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მშვენიერი იქნებოდა!

- გესმით კენი დალგლიში რის შესახებაც საუბრობს ხოლმე?
- უმეტესწილად მესმის, თუმცა პირველ შეხვედრაზე მისი გაგება გამიჭირდა.

- რომლის აქცენტის გაგება უფრო რთულია - კენის თუ კარაგერის?

- დალგლიშის, თუმცა არც კარაგერია ნაკლები.

- ოდესმე მწვრთნელად მუშაობაზე გიფიქრიათ?
- არა მგონია, რომ ეს პროფესია მომიხდება. ჯერ ფეხბურთს ვთამაშობ...

წყარო: football.ua

ნანახია: 867 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 2
2 Scouser_Kate  
0
რა ენა გაქვს ჩაქრი შენა happy

1 kapana_lfc  
0
ra kacia biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:14

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2448
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1921
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.