კვირა, 28.04.2024, 01:48     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 26 » შკრტელი: "ჩემთვის საუკეთესო სეზონი იყო"
12:15
შკრტელი: "ჩემთვის საუკეთესო სეზონი იყო"



  "ლივერპულის" სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა პრემიერლიგის 2010-11 წლების სეზონის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ის მოხარულია იმით, რომ ინგლისურ ფეხბურთთან სრულად ადაპტირდა.

  "ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო. მე ყველა მატჩი ვითამაშე, - საუბრობს შკრტელი. - როდესაც აქ მოვედი, ბევრი ჩემს სათამაშო სტილს აკრიტიკებდა და ამბობდნენ, რომ "ლივერპულის" დონეს არ შევესაბამებოდი".

  მარტინ შკრტელი 2008 წელს რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობის დროს "ლივერპულში" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" გადმობარგდა. ამ ხნის მანძილზე სლოვაკმა "წითლების" ფორმით 128 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა სამი გოლი.

  ამ დროისთვის შკრტელი გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს. ის ბენიტესის და თანაგუნდელების მადლიერია იმის გამო, რომ გუნდთან შეგუებაში დაეხმარნენ.

  "რაფამ მომცა შანსი და და ვარჯიშებზე ყოველდღე მეხმარებოდა, - ამბობს შკრტელი. - სემი ჰიიპია იყო დიდებული ფეხბურთელი და დარჩება კარგ ადამიანად. ის ყოველთვის მიხსნიდა რა მხრივ უნდა მემუშავა ჩემს თავზე. თუმცა მხოლოდ ჰიიპია არ მეხმარებოდა. კარა, დანიელ აგერი, სტივი, ფერნანდო, ხაბი ალონსო... მე ყველა ფეხბურთელის ჩამოთვლა შემიძლია. შესაძლებლობა მომეცა მეყურა მათი ვარჯიშებისთვის, რამაც ბევრი რამ მასწავლა".

  სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელმა "ლივერპულში" კენი დალგლიშის მოსვლის შემდეგ თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. შკრტელის თქმით, შოტლანდიელის თავკაცობით თამაში დიდი სიამოვნებაა.

  "პირველ შეხვედრაზე კენიმ გვითხრა, რომ  უნდა ვენდოთ მას და საკუთარ თავებს. მან დაგვიბრუნა რწმენა. კენი კარგი ადამიანია. ის ყოველთვის ცდილობს გამონახოს დრო ჩვენთან სასაუბროდ", - აღნიშნა სლოვაკმა მცველმა.


ნანახია: 842 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
01:48



  "ლივერპულის" სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა პრემიერლიგის 2010-11 წლების სეზონის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ის მოხარულია იმით, რომ ინგლისურ ფეხბურთთან სრულად ადაპტირდა.

  "ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო. მე ყველა მატჩი ვითამაშე, - საუბრობს შკრტელი. - როდესაც აქ მოვედი, ბევრი ჩემს სათამაშო სტილს აკრიტიკებდა და ამბობდნენ, რომ "ლივერპულის" დონეს არ შევესაბამებოდი".

  მარტინ შკრტელი 2008 წელს რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობის დროს "ლივერპულში" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" გადმობარგდა. ამ ხნის მანძილზე სლოვაკმა "წითლების" ფორმით 128 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა სამი გოლი.

  ამ დროისთვის შკრტელი გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს. ის ბენიტესის და თანაგუნდელების მადლიერია იმის გამო, რომ გუნდთან შეგუებაში დაეხმარნენ.

  "რაფამ მომცა შანსი და და ვარჯიშებზე ყოველდღე მეხმარებოდა, - ამბობს შკრტელი. - სემი ჰიიპია იყო დიდებული ფეხბურთელი და დარჩება კარგ ადამიანად. ის ყოველთვის მიხსნიდა რა მხრივ უნდა მემუშავა ჩემს თავზე. თუმცა მხოლოდ ჰიიპია არ მეხმარებოდა. კარა, დანიელ აგერი, სტივი, ფერნანდო, ხაბი ალონსო... მე ყველა ფეხბურთელის ჩამოთვლა შემიძლია. შესაძლებლობა მომეცა მეყურა მათი ვარჯიშებისთვის, რამაც ბევრი რამ მასწავლა".

  სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელმა "ლივერპულში" კენი დალგლიშის მოსვლის შემდეგ თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. შკრტელის თქმით, შოტლანდიელის თავკაცობით თამაში დიდი სიამოვნებაა.

  "პირველ შეხვედრაზე კენიმ გვითხრა, რომ  უნდა ვენდოთ მას და საკუთარ თავებს. მან დაგვიბრუნა რწმენა. კენი კარგი ადამიანია. ის ყოველთვის ცდილობს გამონახოს დრო ჩვენთან სასაუბროდ", - აღნიშნა სლოვაკმა მცველმა.


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2693
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2042
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1913
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.