ორშაბათი, 29.04.2024, 00:48     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29 » შენკლის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
14:29
შენკლის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

დღეს "ლივერპულის" ლეგენდარული მწვრთნელის ბილ შენკლის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა.

შენკლი დაიბადა 1913 წლის 2 სექტემბერს გლენბუკში, შოტლანდიაში. გარდაიცვალა 1981 წლის 29 სექტემბერს ლივერპულში.

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა 1959-1974 წლებში. მერსისაიდულმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა 609 მატჩი, საიდანაც 319 "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, 152 ფრედ და 138-ჯერ მარცხით. 

"ლივერპულს" 3-ჯერ მოუტანა ინგლისის ჩემპიონის ტიტული (1964, 1966, 1973), ინგლისის თასის მფლობელი 2-ჯერ გახდა (1965, 1974), ერთხელ კი უეფას თასი დაისაკუთრა (1973).

შენკლის ცხოვრების დევიზი ასე ჟღერდა: "წარმატება პირველ რიგში გონებიდან მოდის. უნდა გჯეროდეს, რომ ხარ საუკეთესო და დაუმარცხებელი. აი, ასე მალე გახდები ზუსტად ასეთი".

წარმოგიდგენთ ბილ შენკლის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს.

  • "ზოგი ფიქრობს, რომ ფეხბურთი საქმეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მე იმედგაცრუებული ვრჩები ასეთი დამოკიდებულებით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე აღნიშნული მოსაზრება".
  • "თუ ხარ პირველი, ხარ პირველი. თუ ხარ მეორე, არავინ არ ხარ".
  • ყოველთვის, როცა სახლიდან გავდიოდი, დედაჩემის მოტყუება მიწევდა. ვეუბნებოდი, რომ სკოლაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სინამდვილეში გვიან ღამემდე ფეხბურთს ვთამაშობდი. ბურთი ფეხიდან მთელი ბავშვობის მანძილზე არასდროს მომიშორებია…”
  • "ლივერპული" შექმნილია ჩემთვის, მე კი - "ლივერპულისთვის".
  • "ენფილდზე" ყოფნის დროს ყოველთვის ვამბობდი, რომ მერსისაიდს ჰყავს ორი საუკეთესო გუნდი - "ლივერპული" და "ლივერპულის" რეზერვები.
  • "This is Anfield"-ის დაფაზე: "ეს იმისთვისაა, რომ ჩვენსა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შევახსენოთ, ვისთვის თამაშობენ და ვის წინააღმდეგ თამაშობენ".
  • ბრიუსელის სასტუმროში შენკლიმ თავის საცხოვრეებელ მისამართად "ენფილდი" ჩაწერა. როდესაც კლერკმა მას ამის შესახებ ჰკითხა, შენკლიმ უპასუხა: "მაგრამ ესაა ის ადგილი, სადაც ვცხოვრობ".
  • "როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შევდივარ, ჩემს გონებაში მატჩი უკვე დიდი ხნის დაწყებულია”.

  • ნანახია: 776 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    შესვლის ფორმა
    ჩათი
    00:48

  • მომდევნო მატჩი

    წინა მატჩი

    EPL 2011-2012
    ძებნა
    Top სიახლეები
    ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
    კომენტარები: 0 ნანახია: 2694
    ქალაქი სახელად - ლივერპული
    კომენტარები: 3 ნანახია: 2673
    გუნდის საუკეთესო ტატუები
    კომენტარები: 0 ნანახია: 2441
    ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
    კომენტარები: 7 ნანახია: 2044
    დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
    კომენტარები: 3 ნანახია: 1916
    რეკლამა

    რეკლამა

    Online
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    კალენდარი
    «  სექტემბერი 2011  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930
    ჩანაწერების არქივი
    LFC 2011-2012

    პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
    ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

    ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

    ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
    ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

    ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
    ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

    ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
    ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

    ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
    ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

    ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

    ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

    ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
    ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

    კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

    საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

    სუპერთასის გამარჯვებული:1986.