სამშაბათი, 30.04.2024, 09:14     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 9 » სეზონის საუკეთესოები - კიუიტი და სუარესი
13:21
სეზონის საუკეთესოები - კიუიტი და სუარესი




ჩვენს საიტზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოეკვლია 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო "ლივერპულელი" ფეხბურთელი. გამოკითხვაში საიტის 52 მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ერთპიროვნული ლიდერი არ გამოიკვეთა. ხმების თანაბარი რაოდენობით (13-13) (25%) პირველ-მეორე ადგილები ჰოლანდიელმა დირკ კიუიტმა და გუნდის ახალწვეულმა, ურუგვაელმა ლუის სუარესმა მოიპოვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუარესისთვის გასული სეზონი სადებიუტო იყო და მან მართლაც საუცხოოდ წარმოაჩინა საკუთარი თავი.

მესამე ადგილზე 8 ხმით (15%) მერსისაიდული გუნდის თილისმა და კაპიტანი სტივენ ჯერარდი გავიდა. ჯეროს სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა "ლივერპულის" ქართველ ფანებში დიდია მისდამი სიყვარულის გრძნობა.

მერსისაიდელთა ლეგენდას მხოლოდ ერთი ხმით ჩამორჩნენ ესპანელი კიპერი პეპე რეინა და პორტუგალიელი რაულ მეირელეში, რომლისთვისაც გასული სეზონი სადებიუტო იყო. გუნდის ახალწვეულმა ღირსეულად იასპარეზა, გაიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი და საბოლოო ჯამში, "ლივერპულის" ხელმძღვანელებსა და ქომაგებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაზეც მის მიერ გამოკითხვაში დაკავებული მეოთხე ადგილიც მეტყველებს (13%).

მეექვსე ადგილზე 4 ხმით (7%) ლუკას ლეივა გავიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი სტაბილურობით აშკარად გამოირჩეოდა და შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი მისთვის "ლივერპულის" რიგებში ჩატარებულ სეზონებს შორის საუკეთესო იყო.

მეშვიდე-მერვე ადგილები გუნდის ვიცე-კაპიტანმა ჯეიმი კარაგერმა და კიდევ ერთმა ახალწვეულმა, არგენტინელმა მაქსი როდრიგესმა დაიკავეს, რომლებმაც ცოტა არ იყოს და გასაკვირად, ფანებისგან ერთი ხმაც ვერ დაიმსახურეს (0%).




ნანახია: 767 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:14




ჩვენს საიტზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოეკვლია 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო "ლივერპულელი" ფეხბურთელი. გამოკითხვაში საიტის 52 მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ერთპიროვნული ლიდერი არ გამოიკვეთა. ხმების თანაბარი რაოდენობით (13-13) (25%) პირველ-მეორე ადგილები ჰოლანდიელმა დირკ კიუიტმა და გუნდის ახალწვეულმა, ურუგვაელმა ლუის სუარესმა მოიპოვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუარესისთვის გასული სეზონი სადებიუტო იყო და მან მართლაც საუცხოოდ წარმოაჩინა საკუთარი თავი.

მესამე ადგილზე 8 ხმით (15%) მერსისაიდული გუნდის თილისმა და კაპიტანი სტივენ ჯერარდი გავიდა. ჯეროს სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა "ლივერპულის" ქართველ ფანებში დიდია მისდამი სიყვარულის გრძნობა.

მერსისაიდელთა ლეგენდას მხოლოდ ერთი ხმით ჩამორჩნენ ესპანელი კიპერი პეპე რეინა და პორტუგალიელი რაულ მეირელეში, რომლისთვისაც გასული სეზონი სადებიუტო იყო. გუნდის ახალწვეულმა ღირსეულად იასპარეზა, გაიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი და საბოლოო ჯამში, "ლივერპულის" ხელმძღვანელებსა და ქომაგებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაზეც მის მიერ გამოკითხვაში დაკავებული მეოთხე ადგილიც მეტყველებს (13%).

მეექვსე ადგილზე 4 ხმით (7%) ლუკას ლეივა გავიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი სტაბილურობით აშკარად გამოირჩეოდა და შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი მისთვის "ლივერპულის" რიგებში ჩატარებულ სეზონებს შორის საუკეთესო იყო.

მეშვიდე-მერვე ადგილები გუნდის ვიცე-კაპიტანმა ჯეიმი კარაგერმა და კიდევ ერთმა ახალწვეულმა, არგენტინელმა მაქსი როდრიგესმა დაიკავეს, რომლებმაც ცოტა არ იყოს და გასაკვირად, ფანებისგან ერთი ხმაც ვერ დაიმსახურეს (0%).




მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.