კვირა, 28.04.2024, 13:12     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 20 » როგორი მწვრთნელი იქნება კარაგერი?
17:31
როგორი მწვრთნელი იქნება კარაგერი?

  "ლივერპულის" ვიცე-კაპიტანი ჯეიმი კარაგერი აღნიშნავს, რომ თუ კარიერის გაგრძელებას მწვრთნელის რანგში აპირებს, უკვე დროა მოედანზე სხვა მოთამაშეებთან კონკურენტობას შეეშვას. 33-წლის ფეხბურთელს "ენფილდზე" კიდევ ერთი წელი დარჩა, თუმცა მას მწვრთნელობას წინასწარმეტყველებენ.

  "ლივერპულში" ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით ჯეიმი კარაგერი 667 თამაშით მეორე ადგილზეა, მან "წითლების" ფორმით უკვე მეხუთე მწვრთნელი გამოიცვალა და თითოეული მათგანისგან დიდი გამოცდილებაც მიიღო. მან ჯერ არ იცის რომელი მწვრთნელის პოსტის რანგში დაიწყებს მენეჯერულ კარიერას. მხოლოდ ისაა ცხადი, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, მას შედარებით მშვიდი ცხოვრება ექნება.

  "სავარაუდოდ, მწვრთნელის რანგში ისეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები, როგორიც მოედანზე ვარ. თანამედროვე ცხოვრებაში მწვრთნელები ისე აღარ იფუჭებენ თავიანთ გუნება-განწყობილებას. ეს არის თანამედროვე მწვრთნელის არსი,
- საუბრობს კარაგერი. - წარმოვიდგენ ხოლმე, კენი რამით კმაყოფილი რომ არ იყოს, არც ამოგარჩევდა. ეს საუკეთესო გზაა, რადგან მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენს ყვირი. ის ძალიან მშვიდია და ალბათ, ეს არის ის, რაც სხვა მწვრთნელებისგან განასხვავებს.

  ყველა მწვრთნელს თავისი სტილი ჰქონდა და მათგან სხვადასხვა რამ ვისწავლე. ყველა თავკაცს თავისი გზა აქვს. კენი არის ინდივიდუალური და აქვს კარგი იუმორის გრძნობა. აი, რაზე არის წარმატება დაფუძნებული: თუ იგებ ესე იგი სწორ გზაზე დგახარ, თუ აგებ - მცდარ გზას მიუყვები.

  არ არსებობს იდეალური მწვრთნელის მოდელი. ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით, რომ ყველა თავკაცისგან რაღაცას სწავლობს. თუმცა, როდესაც უკვე მწვრთნელი ხარ, შენ შენს შეცდომებზე სწავლობ. მეტი გამოცდილება კი საქმის უკეთ წარმართვაში დაგეხმარება. ყველაფრის მიუხედავად, სანამ უშუალოდ არ დავდგები ამ ფაქტთან პირისპირ, მანამდე ამაზე არ ვფიქრობ".

  ჯეიმი კარაგერი საკადრო პრობლემების გამო პირველ გუნდში მოხვედრილ თინეიჯერებს ჯონ ფლანაგანსა და ჯეკ რობინსონს უშუალოდ მატჩის დროს მოედანზე ხელმძღვანელობდა. მერსისაიდული გუნდის ვიცე-კაპიტანმა ამ საქმეს მშვენივრად გაართვა თავი და ახალგზარდა მოთამაშეებს, უმეტესწილად კი ფლანაგანს დადებითი უნარები წარმოაჩენინა. 18 წლის ფეხბურთელს სულაც არ შეტყობია, რომ ძირითადი გუნდის მოთამაშე არ იყო.

  "რასაც ფლანო აკეთებს, გუნდსაც და აკადემიასაც დიდ იმედს აძლევს. გულშემატკივრებს სურთ გუნდის ადგილობრივი ბიჭების პროგრესი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები კიდევ უფრო განვითარდნენ. ფლანაგანი ძირითად გუნდშია და ეს მისი დამსახურებაა, რადგან მან აჩვენა, რომ შესწევს ძალა და უნარი ამ დონეზე ითამაშოს", - აღნიშნა კარაგერმა.

ნანახია: 823 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
13:12

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2043
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1915
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.