კვირა, 28.04.2024, 23:39     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » რატომ გაახსენდა "ლივერპულს" ბელამი?
19:20
რატომ გაახსენდა "ლივერპულს" ბელამი?

ასე და ამგვარად, კრეიგ ბელამი ისევ „წითელია". ოთხი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც 32 წლის უელსელი ვარსკვლავი მერსისაიდსა და რაფა ბენიტესს გაექცა, მაგრამ ცხოვრებამ ისევ „ენფილდ როუდზე" მიიყვანა.

საინტერესო და დაძაბული ოთხშაბათი ჰქონდა ცნობილ მაჩხუბარს. იჯდა და ელოდა როგორ გადაწყდებოდა მისი ბედი. ვინ აჯობებდა, „ლივერპულის" თავკაცი კენი დალგლიში „ტოტენჰემის" შეფი ჰარი რედნაპი თუ რომელიმე სხვა ინგლისური გუნდი, რომელთაც ამ ორ გიგანტთან შედარებით ბელამის ყიდვის შანსი განუზომლად მცირე ჰქონდათ. რასაკვირველია, მოკრძალებული სიტყვა მის მშობლიურ „კარდიფ სიტისაც" ეთქმოდა და იყო კიდევ ერთი რუსული კლუბი, როგორც ამბობენ მოსკოვური, რომელიც უელსელს, ალბათ რუსულ ანუ ძალიან დიდ გასამრჯელოს და ზამთარს ჰპირდებოდა.

და რა მდგომარეობაში იყო თავად ფეხბურთელი? ის კონტრაქტით „მანჩესტერ სიტისთან" გახლდათ შეკრული, იქ კი მწვრთნელად რობერტო მანჩინი მუშაობს, კაცი, რომელსაც უელსელი ხშირად ეჩხუბებოდა და რომელიც მას მოედანს არ მიაკარებდა. მეორე მხრივ, ბელამის ისტლენდზე, ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაეტარებინა და გავიდოდა მოედანზე თუ არა, 4,5 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო - აი, ასეთი ხელფასი ჰქონდა. დაგვეთანხმებით, ამ ფულის აღებაზე უარის თქმა და სხვაგან გადასვლა იოლი საქმე არ არის.

მაგრამ ბელამი გადავიდა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ „ლივერპულში" მას დიდ ხელფასს აღარ გადაუხდიან. კლუბებს შორის ისეთი მოლაპარაკება შედგა, რომ მერსისაიდელებმა ისტლენდელებს უელსელი ფაქტობრივად კაპიკის გადაუხდელად „გამოსტყუეს" (თუ ისტლენდელებმა შეაჩეჩეს „შერეკილი") ასე რომ, სატრანსფერო თანხა დაიზოგა და ხელფასის გადახდის საშუალება გამოჩნდა.

რა უნდა ბელამის „ლივერპულისგან"? უპირველეს ყოვლისა ძირითად შემადგენლობაში თამაში, გარდა ამისა კი, შინაურული გარემო, „თავის კლუბში" ყოფნა. ამას დალგლიში და კომპანია თითქოს ჰპირდება, ოღონდ მისგან სანაცვლოდ, თავდადებას, დირკ კუიტივით დაუზარელ სირბილს და ორივე ფრთაზე აქტიურობას ითხოვს. ბელამისაც, აბა სხვა რა შეუძლია. და კიდევ, უელსელს იმედი აქვს, რომ „ლივერპულში" მწვრთნელთან ექნება კარგი ურთიერთობა, ოღონდ ეს მასზეც არის დამოკიდებული. მეტისმეტად ფიცხი და შერეკილია.

უელსემა თქვა: „ჰკითხეთ „ლივერპულის" ნებისმიერ გულშემატკივარს, ის გეტყვით, რომ „წითლების" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი კენი დალგლიში იყო. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის გახლდათ პირველი მოთამაშე-მწვრთნელი, რომელმაც გუნდს დუბლი მოაგებინა".

ვიღაცამ ეს სიტყვები, შესაძლოა, ახალ გუნდში მისვლის წინა დიპლომატიად ჩამოართვას, მაგრამ მაშინ გავიხსენოთ ის, რაც მან კარგა ხნის წინ თქვა, როდესაც „ლივერპული" საერთოდ არაფერ შუაში იყო და მანჩინიზე გაბრაზებული ბელამი „კარდიფში" წავიდა. მან თქვა:

„ბავშვობაში „ლივერპულს" ვქომაგობდი. ძალიან მიხარია იქ დალგლიში რომ დაბრუნდა. ძალიან მიყვარს, როდესაც გასახდელში ნაღდი ბრიტანული, კაცური ატმოსფეროა. ასეთს „ბუცის სროლის გასახდელს" ეძახიან. თუ კაცი გუნდს ქომაგობ, მისი გულისცემა გესმის და იცი როდის აღწევს ის წარმატებას. შენკლის დროსაც ასე იყო, „ბუცების გასახდელი" ჰქონდათ და გუნდმა რამდენი ჩემპიონთა თასი მოიგო".

ამბობენ, რომ „ლივერპულში" თამაშის დროს ბელამიმ გუნდის მაშინდელი მწვრთნელი, ბენიტესი ვერ დაარწმუნა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. მერე, ამას „გოლფის ინციდენტი" დაემატა, როდესაც პორტუგალიაში შეკრებაზე ყოფნის დროს უელსელი გოლფის ხელჯოხით იონ არნე რიისეს ეჩხუბა. კლუბში ამას ვერავინ დაივიწყებდა, თუმცა, არც ბელამის მიერ „კამპ ნოუზე" გატანილი გოლის დავიწყებაა ადვილი - „ლივერპულმა" მაშინ გათამაშებიდან „ბარსელონა" გამოაგდო. მაშინდელ „ბარსაში" თამაშობდნენ ჩავი, ინიესტა, რონალდინიო...

მაშინ „ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და „მილანს" შეხვდა. უელსელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მარჯვენა ფრთაზე „წითლებს" ბუდევინ ზენდენი ჰყავდათ, მარცხენაზე კი ჯერმაინ პენანტი. ჰოდა, ბელამიც გაბრაზდა და „ვესტ ჰემში" გადავიდა.

ისე, ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დალგლიში მაჩხუბარსა და ბრაზიანს ყოველ ტურში სულაც არ ათამაშებს. ასე რომ, ძალიანაც ნუ განეწყობა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 794 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
23:39

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.