სამშაბათი, 30.04.2024, 07:56     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 20 » რას "ტვიტავენ" ჩვენები?
01:02
რას "ტვიტავენ" ჩვენები?

თანამედროვე ცხოვრების ტემპს არც "ლივერპულის" ფეხბურთელები ჩამორჩნენ. ისინიც სარგებლობენ სოციალური ქსელებით და ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თუ რას წერენ მერსისაიდული გუნდის მოთამაშეები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები თავიანთ "ტვიტერზე".

აზიური ტურნეს შესახებ:

გუნდის ოფიციალური გვერდი:
"ამ კვირას "არსენალმა" ვარჯიში თავისი 10 000 ფანის წინაშე ჩაატარა. გასულ ღამეს "ლივერპულის" ვარჯიშზე 30 000 ქომაგი მოვიდა, თამაშს კი 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო".

ემილიანო ინსუა: "ყველას რამე მშვიდობისა! ხვალ "მალაიზიას" ვხვდებით და იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ. მოხარული ვარ იმით, რომ კვლავ მაცვია "ლივერპულის" ფორმა. 3:6 მეორე ტაიმში მათამაშეს. კარგი სპექტაკლი მოვაწყეთ, ბიჭებო! ვაგრძელებთ იმავე სულისკვეთებით!!! სინგაპური. ყველას მადლობა შეტყობინებებისთვის. კვლავ ვგრძნობ თავს "ლივერპულის" მოთამაშედ! უზომოდ ბედნიერი ვარ!

რას "ტვიტავენ" ჩვენები?

ყველას დილა მშვიდობისა! აზიაში ყოფნის ბოლო დღეებით სიამოვნებას ვიღებ. მაგარი სასტუმროა. შუადღეს ვარჯიში გვაქვს.

რას "ტვიტავენ" ჩვენები?

ბოლო ვახშამი სინგაპურში. საოცარი ადგილია".

ჩარლი ადამი: "მორიგი 45 წუთი და სადებიუტო გოლისგან გამოწვეული სიხარული. რამდენიმე დღეში სინგაპურში მივდივართ, შემდეგ კი - სახლში".

ლუკას ლეივა: "საოცარი ფოტო მალაიზიიდან, სადაც ჩვენს ვარჯიშს 37 ათასზე მეტი ფანი დაესწრო. მალაიზიას მოვუგეთ! ყოჩაღ, ბიჭებო!"

დანი პაჩეკო: "მადლობა ჩინელ და მალაიზიელ ფანებს! საოცარი გამოცდილება მივიღე, შესანიშნავი ადგილია! დროა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდე. ვეღარ ვითმენ. მადლობა კიდევ ერთხელ!"

რას "ტვიტავენ" ჩვენები?

კოპა ამერიკის შესახებ:

ლუკას ლეივა:
"კვირას მორიგი მნიშვნელოვანი დღეს გვაქვს. "ლივერპულის" ვარჯიშის ზოგიერთ ფოტოს თვალი შევავლე. კარგი სანახავია მათ სახეზე ღიმილი. უკვე დავბრუნდი ბრაზილიაში. ყველას მადლობა კომენტარებისთვის. გუშინ საკმაოდ მძიმე დღე გვქონდა, თუმცა თავაწეულებმა უნდა განვაგრძოთ წინსვლა. რამდენიმე დღეში ლივერპულში ვბრუნდები და მალე მინდა ახალი სეზონის დაწყება".

ლუის სუარესი:

რას "ტვიტავენ" ჩვენები?

(არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩამდე) თვითმფრინავში. სანტა ფეში მივფრინავთ.

რას "ტვიტავენ" ჩვენები?

(მატჩის შემდეგ) როგორი გახარებული ვარ?! ჯადოსნური წუთებია! ეს გამარჯვება თქვენ ყველას გეძღვნებათ. ყველას, ვისაც კი შეიძლება მიეძღვნას".

დაბრუნება აზიიდან:

ბრედ ჯონსი:
"აბა, ვინ არის?

რას "ტვიტავენ" ჩვენები?

დიახ, დიახ ეს დიდი ენდია! თვითმფრინავში, მთელი 8 საათი არ განძრეულა. ჰა ჰა ჰა..."

გლენ ჯონსონი: "დღეს ვარჯიშები დაგვეწყო. მუყაითად მუშაობის დროა. დამდეგი სეზონისთვის მზად ვართ!"

კრისტოფერ პეტერსონი: "ეროვნულ ნაკრებში 1-კვირიანი ყოფნის შემდეგ, ინგლისში დავბრუნდი. ახლა "ლივერპულზე" ვარ ფოკუსირებული. ნაკრებიდან დაბრუნდების შემდეგ პირველი ბრწყინვალე დღე. "ლივერპულში" თამაშით სიამოვნებას ვიღებ".

ემილიაო ინსუა:
"ისევ "ლივერპულში". ცოტა დასვენება და მერე დატვირთული ვარჯიშები ამხანაგურ მატჩებამდე".

ჩარლი ადამი: "აზიაში 8-დღაინი ყოფნის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ცოტა ხანს სოფისთან დავყოფ".

დირკ კიუიტი: "აზიაში ყოფნის შემდეგ დავბრუნდი ლივერპულში. მადლობა ჩინეთს, მადლობა მალაიზიას, მადლობა სინგაპურს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!"

დარენ ბერჯესი ("ლივერპულის" ფიზმომზადების უფროსი): "აზიიდან დავბრუნდით. ბრწყინვალე იყო, ყველა ფეხბურთელმა თავდაუზოგავად იმუშავა. ყველა კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა გეტყვით, რომ ყველა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და ყველა მოუთმენლად ველით "სანდერლენდის" წინააღმდეგ თამაშს. 26 დღე დარჩა პრემიერლიგის დაწყებამდე".

მილოცვები და სურვილები:

დანი პაჩეკო:
"მინდა მადლობა ვუთხრა "ქოვენთრი სიტის" მწვრთნელს იმისთვის, რომ ჩემით დაინტერესდა. ეს ჩემთვის პატივია. მადლობა და წარმატებები!"

პოლ დალგლიში: "გახარებული ვარ იმით, რომ დაუნინგის ტრანსფერი განხორციელდა".

გლენ ჰიუსენი: "ორი კვირის წინ მეორედ გავხდი ბაბუა. შვილიშვილს ლიონი დავარქვი. ამაყი ვარ, როგორც ფარშევანგი, თუმცა სახელი მაშფოთებს. ლიონი?"

გუნდის ოფიციალური გვერდი: "ვულოცავთ "ლივერპულის" ცნობილ ფანს დარენ კლარკს, რომელიც გოლფში ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა".

ჯონ ჰენრი და რობი ფაულერი ხუმრობენ:

ჯონ ჰენრი:
"სოქსები" და "იანკები" ამერიკაში ერთმანეთის ყველაზე დიდი მტრები არიან. "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიდი მტრები არიან მთელს მსოფლიოში. უბრალო მატჩის დროს აქ 3-ჯერ მეტი მაყურებელი მოდის, ვიდრე "სუპერ ბოულზე".

მომხმარებელი ნიკით - tkalogeris მიმართავს ჯონ ჰენრის: "სერ, "ლივერპულს" მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება. თქვენი ამჟამინდელი ტრანსფერები წარმატების გარანტია ვერ იქნება. ზოგიერთი ახლახანს ნაყიდი ფეხბურთელის ფასი გაბერილია და თან ისინი გადაჭარბებულად ნაქები მოთამაშეები არიან".

ჯონ ჰენრიმ ასე უპასუხა: "დავუჯეროთ ფანების, ასტროლოგების სპეციალისტების, პედიატრების, ჰიკსისა და ჯილეტის აზრებს?"

მომხმარებლები ნიკებით oh_dannyboy და juanmata10: "მატა გვინდა! მატა გვინდა!"

ჯონ ჰენრი პასუხობს: "ვალენსიის აღებას აპირებთ? რამდენი ხართ? ოთხივე მხრიდან შეიძლება შეტევის დაწყება".

რობი ფაულერი: "უბრალოდ გაიგეს, რომ "ტრანსფორმერები" არ არის გადაღებული რეალურ ამბავზე დაყრდნობით... და არც "ვარსკვლავური ომები". არის რაიმე ახალი ამბავი კინგ-კონგის შესახებ?"

პოლ დალგლიშისა და რაიან ბაბელის დიალოგი:

რაიან ბაბელი:
"დაუნინგმა ჩემი ნომერი აიღო?"

პოლ დალგლიში: "რაიან, ეს შენი ნომერი არ არის, ეს "ლივერპულის" ნომერია. ყველაფრისთვის მადლობა, რაც კლუბისთვის გააკეთე, თუმცა ახლა უმჯობესი იქნება თუ შენს კონცენტრირებას სხვა კლუბზე მოახდენ".

რაიან ბაბელი: "ვიმედოვნებ, რომ ახალ სეზონში "ლივერპული" გაცილებით ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდება".

პოლ დალგლიში: "ისევ ზრუნავ კლუბზე? თუ ზრუნვა იმის შემდეგ დაიწყე, რაც აქაურობა დატოვე? ზოგიერთები ვერ აცნობიერებენ როგორ გაუმართლათ "ლივერპულში" თამაშის საშუალება რომ მიეცათ მანამ, სანამ კლუბიდან არ წავლენ.

ბევრი დამეთანხმება, ბევრიც - არა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. საქმით შეიძლება დაამტკიცო, სიტყვებით - ვერა. "ლივერპულისთვის" შენი თამაშით უნდა გეზრუნა და არა "ტვიტერში" რაღაც უაზრობების კეთებით".

წყარო: twitter.com

ნანახია: 857 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:56

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.