ორშაბათი, 29.04.2024, 00:59     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » რა საიდუმლოს დაატარებს ლუკასი? (ინტერვიუ)
02:40
რა საიდუმლოს დაატარებს ლუკასი? (ინტერვიუ)

გთავაზობთ "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუკას ლეივას ინტერვიუს, სადაც ის მრავალ საინტერესო თემაზე საუბრობს, ბოლოს კი ერთ საიდუმლოსაც გვეუბნება.

- ვინ არის შენი გმირი სპორტში?
- აირტონ სენა (ტრაგიკულად დაღუპული ბრაზილიელი ავტომრბოლელი). როდესაც ის დაიღუპა, საკმაოდ პატარა ვიყავი, თუმცა მასზე კარგი მოგონებები დამრჩა. არავინ მინახავს ასეთი ძლიერი და გამარჯვებისთვის ასე მოსწყურებული. ბრაზილიას სამუდამოდ ეყვარება ის.

- ვინ იქნებოდი, სპორტსმენი რომ არ გამოსულიყავი?
- რთული შეკითხვაა, თუმცა მე ან ეკონომისტი ვიქნებოდი ან ბიზნესის ადმინისტრატორი. მომავალში აღნისნული კურსების გავლას ვაპირებ.

- რომელი სპორტსმენი მოგწონს?
- მე მიყვარს ჩოგბურთი და აქედან გამომდინარე, მომწონს როჯერ ფედერერი. საოცარი ჟინი აქვს. თითქოს ძალიან მარტივად თამაშობს, თუმცა ვიცით, რაოდენ ძნელიცაა ის, რასაც იგი აკეთებს.

- განვლილ კარიერას როგორ მიმოიხილავ?
- ბედნიერი ვარ, რადგან კარგი მოგონებები მაქვს. ყველაზე კარგად 2006 წელი მახსენდება, როდესაც ბრაზილიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს, თან ყველაზე ახალგაზრდა ასაკში სწორედ მე მერგო ეს პრიზი. მეორე კარგი მოგონება "ლივერპულში" გადმოსვლაა.

- ...და ყველაზე ცუდი მოგონება?
- 2008 წელს "ენფილდზე" "ფულემს" ვეთამაშებოდით და მაშინ მე მისტვენდნენ, რაც ძალიან მტკივნეული იყო და ვერასდროს დავივიწყებ (აღნიშნულის შესახებ ჩვენს საიტზე სტატია აპრილის თვეში დაიდო - ლუკასი: "ფანებს ყოველთვის არ შეუძლიათ თავიანთი ცხვირის იქითაც იყურონ").  ამ მომენტის შემდეგ გაცილებით ძლიერი პიროვნება და უკეთესი ფეხბურთელი გავხდი.

- თქვენს სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, რომელ ერთ ნივთს გადაარჩენდით?
- პირველ რიგში, მეუღლესა და ჩემს ბიჭს მივხედავდი. შემდეგ კი "გრემიოს", "ლივერპულისა" და ბრაზილიის ნაკრების ფორმებს გადავარჩენდი.

- გაიხსენეთ საუკეთესო რჩევა, რაც ოდესმე თქვენთვის უთქვამთ?
- ყველაფერი სამართლიანად გააკეთე და იყავი პატიოსანი. მნიშვნელობა არ აქვს როდის დადგება შენი დრო, მთავარია თავი არ დახარო და არ დანებდე.

- საყვარელი სიმღერა?
- "ლა ბამბა". როდესაც გუნდთან ერთად ვსადილობ, ფეხბურთელებს ყოველთვის ამ სიმღერას ვუმღერი. დარწმუნებული ვარ, მოსწონთ.

- ჩამოთვალეთ სამი ყველაზე მოსმენადი სიმღერა თქვენს აიპოდში?
- Moves Like Jagger - Maroon 5, გარდა ამისა, მომწონს ბრაზილიური ჯგუფები - Fernando e Sorocaba და Victor e Leo. მათ ყველა სიმღერას ვუსმენ.

- რომელი ფილმი ნახეთ ბოლოს?
- ფილმებს ხშირად არ ვუყურებ, თუმცა "სენას" (დოკუმენტური ფილმი აირტონ სენას შესახებ) მინდოდა და პირველივე შესაძლებლობაზე ვუყურე. ყველას გირჩევთ, ნახოთ ეს ფილმი.

- მატჩისწინა საყვარელი კერძი?

- ორაგული და ყავისფერი მაკარონი ერთად ძალიან გემრიელია.

- საყვარელი დასასვენებელი ადგილი?
- ბრაზილია, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

- გვითხარით თქვენი საიდუმლო...
- "ლივერპულში" გადმოსვლის პირველ თვეს ენის ბარიერი მქონდა. ერთ დღეს ჯეიმი კარაგერი რაღაცას მეუბნებოდა, თუმცა საკმაოდ სწრაფად საუბრობდა და ვერაფერს ვიგებდი. როდესაც ლაპარაკი დაამთავრა, დავეთანხმე, მეტი არაფერი მითქვამს. შევატყვე მთლად კმაყოფილი რომ არ იყო და მერე უარი ვუთხარი, თუმცა არც ამჯერად ჩანდა გახარებული. დღემდე არ ვიცი, მაშინ რას მეუბნებოდა.

წყარო: dailymail.co.uk

ნანახია: 771 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
00:59

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.