კვირა, 28.04.2024, 23:06     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » "ლივერპული" Vs "მანჩესტერ იუნაიტედი" 2011/2012 (1) (ჯეოსკაუზერების შეკრება)
14:41
"ლივერპული" Vs "მანჩესტერ იუნაიტედი" 2011/2012 (1) (ჯეოსკაუზერების შეკრება)

"ლივერპული" Vs "მანჩესტერ იუნაიტედი" 2011/2012 (1)

"ლივერპულისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება ნამდვილი ინგლისური მოვლენაა. 2011–2012 წლის სეზონის პირველი შეხვედრა ამ კლუბებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე ოდესმე! ბოლო პრემიერლიგა "ეშმაკების" სასარგებლოდ დასრულდა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, "ლივეს" ერთი ტიტულით გაასწრო წინ... თუმცა ეს მხოლოდ დროებითია და "ლივერპული" რის "ლივერპულია", თუ თავის სათქმელს არ იტყვის ყოველთვის – გაჭირვების თუ გამარჯვებების ჟამს!..
გული და თვალები მიგრძნობენ, რომ ჩვენი, სკაუზერების ორწლიანი კრიზისი მალე სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს და "ლივერპული" მხოლოდ შიგადაშიგ კი არ გაიბრწყინებს, როგორც ეს უკანასკნელ ორ სეზონზე ხდებოდა, არამედ სტაბილური და გამარჯვებული გუნდი გახდება, ჩვეულებისამებრ!
აღნიშნული მატჩის წინ იყო დიდი მითქმა–მოთქმა, იმდენად დიდი, როგორიც თვითონ ეს კლუბები არიან და თანაც, ეს ხმები ჯერ კიდევ გაისმის გულშემატკივართა შორის...
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო "ლივერპულის" რიგებში მისი გენიალური კაპიტნის, სტივი ჯის ძირითადში თამაში. ის თვეების განმავლობაში იშუშებდა ტრავმას და მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში დებიუტი უკვე ჰქონდა, მისი ფანები და ფანატები სწორედ ამ დღეს ველოდით მისგან ძველებურ თამაშს, ისეთს, როგორსაც ის თავის საუკეთესო წარმოდგენებში გვთავაზობდა და რითიც ასე უმოწყალოდ შეგვაყვარა თავი.
ჯეოსკაუზერები გულისფანცქალით ველოდით ამ დაძაბული მატჩის მოახლოებას და, როგორც იქნა დადგა რთული, მაგრამ მაინც ნანატრი წუთები.
ყველა ერთად ვიყავით შეკრებილნი "The Hanger”-ში და, პირადად ჩემთვის, ეს უკვე მოვლენა იყო – ამდენი ჯეოსკაუზერი ერთად მივადევნებდით "ენფილდზე" გასამართ, ესოდენ მნიშვნელოვან მატჩს თვალს.
დაიწყო თამაში, რომელიც იტალიურ არხზე უნდა გვენახა – შესაბამისად, იტალიური კომენტირებით. მაგრამ კომენტატორს ვერ მოვუსმინე, ისეთი ხმაური იყო "ლივერპულელთა" სართულზე. რა გასაკვირია – სუპერგიჟი ფანები ვიყავით შეკრებილები და ჰიმნისა და აპლოდისმენტების გარდა იყო უამრავი შეძახილი. ფაქტობრივად, ოთხმოცდაათი წუთის მანძილზე მხოლოდ ორჯერ დაისადგურა სიმშვიდემ ჩვენს "რეზიდენციაში". პირველად ტაიმ–აუტზე, როდესაც „წითლები" გამზეურდნენ ეზოში „ეშმაკთა" გულის „გასახარად" და მეორედ მაშინ, როდესაც სტივმა არაჩვეულებრივად ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - ანგარიში გახდა 1:0 და ამიტომ, სკაუზერებმა ჩააკითხეს "მანჩესტერელებს"... სხვანაირად შეუძლებელი იყო – "ლივერპული" იგებდა "ენფილდზე"! თუმცა, მეოთხმოცე წუთზე ჯეოსკაუზერები ჩიჩარიტომ დაგვამწუხრა... ამჯერად," ეშმაკები" გვეწვივნენ სტუმრად. საბოლოოდ, ორი გრანდი ერთმანეთს ფრედ გაეყარა. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს და ყველაფერი წინაა!
სტივი ჯის გოლი იმდენად ლამაზი იყო, რომ დარწმუნებულნი ვართ, თვის გოლებში საუკეთესო პოზიციასაც დაისაკუთრებს.
გთავაზობთ გულშემატკივართა ფოტოებს...

მომავალ მიმოხილვამდე.

ავტორი: მაია შაღაშვილი

ნანახია: 1045 | დაამატა: The_Maiko_Gerrad | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 torres-liverpool  
0
sago avtor bevri gishromia...yochag..- Y N W A

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
23:06

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.