კვირა, 28.04.2024, 22:05     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24 » პრევიუ: "ლივერპული" vs "ვულვერჰემპტონი"
01:50
პრევიუ: "ლივერპული" vs "ვულვერჰემპტონი"

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში "ლივერპული" "ენფილდზე" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს. 

აღნიშნული გუნდების დაპირისპირებიდან 45-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა "ლივერპული", 30-ჯერ "ვულვზმა" იმარჯვა, ხოლო 17 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მერსისაიდელი ფანების იმედიანობის მიუხედავად, სტივენ ჯერარდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა თითქმის გამორიცხულია. ასევე არაა ცნობილი, თუ ვის აირჩევს კენი დალგლიში ფორვარდთა ტრიოდან.

მიმდინარე სეზონში "ვულვზმა" ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და შემდეგ ორჯერ წააგო. აღსანიშნავია ის, რომ "მგლები" ორივეჯერ საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. მიკ მაკარტის შეგირდები სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებენ და იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც "ლივერპულს", თუმცა მერსისაიდელები ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლით დღევანდელ მეტოქეს უსწრებენ.

გასულ სეზონში ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2010 წლის 29 დეკემბერს "ენფილდზე" გაიმართა და იმ შეხვედრაში "ლივერპული" დამარცხდა ანგარიშით 0:1. ჯერ კიდევ იმ დროს "წითლებს" როი ჰოჯსონი თავკაცობდა. მეორე წრის შეხვედრაში "ლივერპულმა" რევანში აიღო და "ვულვზი" 3:0 გაანადგურა. ფერნანდო ტორესმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი რაულ მეირელეშმა შეაგდო. 

ბევრს ალბათ არ ეცოდინება ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში "ვულვზის" საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ფლეტჩერი "ლივერპულის" ფანია. გეტყვით იმასაც, რომ წინა სეზონში
ფლეტჩერის ანგარიშზე 10 გოლი იყო.

"ვულვერჰემპტონის" უკანასკნელი მატჩების შედეგები:

13.08.2011 წ. - "ბლექბერნ როვერსი" - "ვულვერჰემპტონი" 1:2
21.08.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ფულემი" 2:0
27.08.2011 წ. - "ასტონ ვილა" - "ვულვერჰემპტონი" 0:0
10.09.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ტოტენჰემ ჰოთსბური" 0:2
17.09.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" 0:3

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": (4-1-3-2)

პეპე რეინა
მარტინ კელი, სებასტიან კოატესი, ჯეიმი კარაგერი, ხოსე ენრიკე
ლუკას ლეივა
დირკ კიუიტი, ჩარლი ადამი, სტიუარტ დაუნინგი
ლუის სუარესი, ენდი ქეროლი

"ვულვერჰემპტონი": (4-5-1)

უეინ ჰენესი
რიჩარდ სტირმენი, კრისტოფ ბერა, ჯორჯ ელოკობი, როჯერ ჯონსონი
მაიკლ კაიტლი, კარლ ჰენრი, ჯეიმი ოჰარა, მეთიუ ჯერვისი, სტივენ უორდი
კევინ დოილი


მატჩს განსჯის კევინ ფრენდი. აღნიშნულ მსაჯს მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი შეხვედრა აქვს ნამსაჯი და ერთ-ერთია "ბლექბერნი"-"ვულვზი" (1:2). სხვათა შორის, ამ თამაშში ფრენდმა "ბლექბერნის" კარის მისამართით დანიშნა თერთმეტმეტრიანი. მიმდინარე სეზონში ამ არბიტრს 14-ჯერ აქვს ყვითელი ბარათი ნაჩვენები. 

გასულ სეზონში ფრენდმა ორჯერ იმსაჯა "ლივერპულის" თამაშში: 12.02.2011 - "ლივერპული"-"უიგან ატლეტიკი" (1:1). 20.03.2011 - "სანდერლენდი"-"ლივერპული" (0:2). ამ შეხვედრაში ფრენდი "ლივერპულის" სასარგებლოდ შეცდა და ჯეი სპირინგის დარღვევისთვის ჯარიმის ნაცვლად პენალტი დანიშნა.

შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, ჩვენი საიტი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

ნანახია: 764 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 kapana_lfc  
0
magari previua iasna vigebt !!

2 FAnLiverpool  
0
rogorc yoveltvis 1 vart da jer marto chven gvaq previu dawerili !

1 GeoScouser  
0
გამარჯვების გარდა არაფერი დამაკმაყოფილებს!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
22:05

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში "ლივერპული" "ენფილდზე" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს. 

აღნიშნული გუნდების დაპირისპირებიდან 45-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა "ლივერპული", 30-ჯერ "ვულვზმა" იმარჯვა, ხოლო 17 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მერსისაიდელი ფანების იმედიანობის მიუხედავად, სტივენ ჯერარდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა თითქმის გამორიცხულია. ასევე არაა ცნობილი, თუ ვის აირჩევს კენი დალგლიში ფორვარდთა ტრიოდან.

მიმდინარე სეზონში "ვულვზმა" ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და შემდეგ ორჯერ წააგო. აღსანიშნავია ის, რომ "მგლები" ორივეჯერ საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. მიკ მაკარტის შეგირდები სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებენ და იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც "ლივერპულს", თუმცა მერსისაიდელები ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლით დღევანდელ მეტოქეს უსწრებენ.

გასულ სეზონში ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2010 წლის 29 დეკემბერს "ენფილდზე" გაიმართა და იმ შეხვედრაში "ლივერპული" დამარცხდა ანგარიშით 0:1. ჯერ კიდევ იმ დროს "წითლებს" როი ჰოჯსონი თავკაცობდა. მეორე წრის შეხვედრაში "ლივერპულმა" რევანში აიღო და "ვულვზი" 3:0 გაანადგურა. ფერნანდო ტორესმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი რაულ მეირელეშმა შეაგდო. 

ბევრს ალბათ არ ეცოდინება ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში "ვულვზის" საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ფლეტჩერი "ლივერპულის" ფანია. გეტყვით იმასაც, რომ წინა სეზონში
ფლეტჩერის ანგარიშზე 10 გოლი იყო.

"ვულვერჰემპტონის" უკანასკნელი მატჩების შედეგები:

13.08.2011 წ. - "ბლექბერნ როვერსი" - "ვულვერჰემპტონი" 1:2
21.08.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ფულემი" 2:0
27.08.2011 წ. - "ასტონ ვილა" - "ვულვერჰემპტონი" 0:0
10.09.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ტოტენჰემ ჰოთსბური" 0:2
17.09.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" 0:3

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": (4-1-3-2)

პეპე რეინა
მარტინ კელი, სებასტიან კოატესი, ჯეიმი კარაგერი, ხოსე ენრიკე
ლუკას ლეივა
დირკ კიუიტი, ჩარლი ადამი, სტიუარტ დაუნინგი
ლუის სუარესი, ენდი ქეროლი

"ვულვერჰემპტონი": (4-5-1)

უეინ ჰენესი
რიჩარდ სტირმენი, კრისტოფ ბერა, ჯორჯ ელოკობი, როჯერ ჯონსონი
მაიკლ კაიტლი, კარლ ჰენრი, ჯეიმი ოჰარა, მეთიუ ჯერვისი, სტივენ უორდი
კევინ დოილი


მატჩს განსჯის კევინ ფრენდი. აღნიშნულ მსაჯს მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი შეხვედრა აქვს ნამსაჯი და ერთ-ერთია "ბლექბერნი"-"ვულვზი" (1:2). სხვათა შორის, ამ თამაშში ფრენდმა "ბლექბერნის" კარის მისამართით დანიშნა თერთმეტმეტრიანი. მიმდინარე სეზონში ამ არბიტრს 14-ჯერ აქვს ყვითელი ბარათი ნაჩვენები. 

გასულ სეზონში ფრენდმა ორჯერ იმსაჯა "ლივერპულის" თამაშში: 12.02.2011 - "ლივერპული"-"უიგან ატლეტიკი" (1:1). 20.03.2011 - "სანდერლენდი"-"ლივერპული" (0:2). ამ შეხვედრაში ფრენდი "ლივერპულის" სასარგებლოდ შეცდა და ჯეი სპირინგის დარღვევისთვის ჯარიმის ნაცვლად პენალტი დანიშნა.

შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, ჩვენი საიტი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.