ოთხშაბათი, 08.05.2024, 04:02     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » პრევიუ: "ლივერპული"-"სტოკ სიტი"
16:38
პრევიუ: "ლივერპული"-"სტოკ სიტი"

"ლივერპულმა” პრემიერლიგის ბოლოს ტურში სასტიკი მარცხი (0:3) იწვნია "მანჩესტერ სიტისგან”, მაგრამ მას მერე მერსისაიდელებმა ჯერ "ოლდჰემი” გაანადგურეს ასოციაციის თასზე (5:1), შემდეგ კი ლიგის თასზე "სიტი ოფ მანჩესტერზე” "ქალაქელებთანაც” რევანში აიღეს. საპასუხო მატჩი მათ 25 იანვარს "ენფილდზე” ელით. 

იქამდე კენ დალგლიშის ბიჭებს ჩემპიონატში შეუძლიათ სიტუაციის გამოსწორება, მით უფრო, რომ არცთუ ყველაზე მრისხანე მეტოქეებთან ელით დაპირისპირებები. 

"ლივერპული” დღეს "სტოკ სიტის” მიიღებს, შემდეგ კი აუტსაიდერ "ბოლტონს” ეწვევა. მასპინძლების უმთავრესი პრობლემა ლუის სუარესის დისკვალიფიკაციაა. გუნდს ის კიდევ 4 თამაში ვერ დაეხმარება. "სიტისთან” მატჩში დიდებულად გამოიყურებოდა ენდი ქეროლი, ვისი შესაძლო სატრანსფერო პერსპექტივაც დალგლიშმა 100%-ით გამორიცხა. 

ვერ ვიტყვით, რომ ტონი პულისის "სტოკი” გასვლით შეხვედრებში სუსტია (10-დან 4 მოგება აქვს), მაგრამ გოლების უმეტესობას რომ სტუმრად უშვებს (31-დან 20), ეს ფაქტია. გუნდები მიმდინარე სეზონში ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ წრეში "სტოკმა” 1:0 მოიგო, ლიგის თასის 1/4-ფინალში კი ისევ "ბრიტანიაზე” "ლივერპულმა” იძალა (2:1). დაბოლოს, საკადრო გადაადგილებებზე: ჟურნალისტების ვარაუდით, ბოლო მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში მარცხენა მცველად ხოსე ენრიკე დადგება და არა მარტინ კელი.

აღნიშნული გუნდები პრემიერლიგაში 113-ედ ხვდებიან.
მიმდინარე სეზონში გუნდებმა ერთმანეთში უკვე ორჯერ ითამაშეს, ლიგის თასისა და პრემიერლიგის მატჩიც მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა.
კენი დალგლიშისთვის დღევანდელი მატჩი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ 50-ე იქნება,  სულ კი 348-ე.
დღეს, სავარაუდოდ, პიტერ კრაუჩი თავის ყოფილ კლუბს მეცხრედ შეხვდება, თუმცა ამ დრომდე მას "ლივერპულის" კარში გოლი არ გაუტანია. 
მიმდინარე სეზონში" "სტოკს" გასვლით მატჩებში მხოლოდ რვა გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ "ფულემს" სჯობს, ლონდონელებს საგარეო მატჩებში მხოლოდ ექვსი გოლი აქვთ გატანილი.

აღნიშნულ გუნდთა დაირისპირება მიმდინარე სეზონში:

სავარადუო შემადგენლობები:

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, დაუნინგი, ადამი, შელვი, მაქსი, ჯერარდი, ქეროლი.

"სტოკი": სორენსენი, ვუდგეიტი, ჰუტი, შოუკროსი, უილსონი, შოტონი, პალასიოსი, უილანი, ეტერინგტონი, უოლტერსი, კრაუჩი.

მთავარი არბიტრი: ჰოვარდ ვები. 

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას GMG ფეხბურთი შემოგთავაზებთ.

ნანახია: 714 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
04:02

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2708
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2705
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2014
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.