ხუთშაბათი, 02.05.2024, 03:01     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 20 » პრევიუ: "ჩელსი" vs "ლივერპული"
01:58
პრევიუ: "ჩელსი" vs "ლივერპული"

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპულს" "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსი" მასპინძლობს.

"ჩელსის" მშობლიურ "სტემფორდ ბრიჯზე" 29 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, ეს კი ის დღეა, როდესაც "ლურჯებმა" ლონდონურ დერბიში "არსენლთან" 5:3 წააგეს. გულშემატკივრის წინაშე "პირის მოსაწმენდად" გუნდს, რასაკვირველია, გამარჯვება სჭირდება, მაგრამ დღეს მოგება იოლი საქმე არ იქნება, რადგან ამჯერად მეტოქე "ლივერპულია" - მერსისაიდელებს თავად სჭირდებათ წარმატება.

არც დასავლეთლონდონელებს უნდათ მანჩესტერელი ლიდერების ძალიან წინ გაშვება და არც ლივერპულელებს. ერთი სიტყვით, დღეს, საქართველოს დროით საღამოს 8 საათზე პრემიერლიგა მორიგ სეირს გვპირდება.

მასპინძელთა პორტუგალიელი თავკაცი, ანდრე ვილაშ-ბოაში ბოლოხანს ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა. ეს ზეწოლა სხვა მიზეზებთან ერთად, "არსენალთან" ზემოთ ნახსენებმა წაგებამაც გამოიწვია. ამასთან, თუ კალენდარს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ვილაშ-ბოაშს არც უახლოეს მომავალში ელის დალხენილი ცხოვრება.

პრემიერლიგაში, "ლურჯებს", შობამდე, "მანჩესტერ სიტისთან", "ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან" უწევთ თამაში. ამას ემატება "ქარლინგის თასზე" შეხვედრა "ლივერპულთან", რომელიც, თავის მხრივ, ჰოთდოგის სოსისივით არის მოქცეული "ლევერკუზენსა" და "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩებს შორის. დაგვეთანხმებით, ასეთი "ულმობელი" განრიგის წინ დღევანდელი შეხვედრაში მოგება "ჩელსისთვის" წარმატებული მომენტის დასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ვილაშ-ბოაშისა მისი ბიჭების წარმატება გუნდური თამაშის გარდა დიდად იქნება დამოკიდებული 27 წლის ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის ფორმასა და ყისმათზე. ამასთან ეჭვი არ არის, რომ ტორესს სტუმარი გუნდის ფანები შეხვდებიან მტრულად - "ელ ნინიო" ხომ მათი გმირი იყო, მაგრამ წლეულს, იანვარში მან "წითლები" "ლურჯებში" გაცვალა.

მოგეხსენებათ ისიც, რომ "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ ტორესს საქმე ცუდად წაუვიდა: ახალი გუნდის მაისურით დღემდე 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ შეხვედრებში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი, ესპანელმა, მიმდინარე სეზონში, ერთმანეთის მიყოლებით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სუონსის" გაუტანა, თუმცა წარმატების მომენტის შეგრძნება და ჩავლება მსაჯებმა არ აცადეს, მოედნიდან გააძევეს და მას მერე თითქმის თვე გამოტოვა.

და კიდევ ერთი: "ჩელსის" შემადგენლობაში ტორესის პირველი მატჩი სწორედ "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ იყო. მაშინ რაულ მეირელეშის გოლით "ლივერპულმა" მოიგო. ისე, მეირელეში დღეს "ჩელსის" ფეხბურთელია.

ასეთი წინაისტორიის შემდეგ, რად უნდა ლაპარაკი, რომ დღევანდელ შეხვედრაში ტორესს კრიტიკოსების გაჩუმების საუცხოო შესაძლებლობა ეძლევა და თუ გავითვალისწინებთ, რომ "ჩელსის" პრემიერლიგის შეხვედრებში საშუალოდ ორ გოლზე მეტი გააქვს, ვითომ, რატომ ვერ უნდა შეძლოს ეს?

რაც შეეხება "ლივერპულს", ამ გუნდის თამაში კარგი დაცვით იპყრობს ყურადღებას. დააკვირდით სტატისტიკას: 11 შეხვედრაში მესისპირელებმა 10 გოლი გაუშვეს. ჩინებულად თამაშობს ტორესის თანამემამულე მეკარე პეპე რეინა. სტივენ ჯერარდის ტრავმა, რასაკვირველია, დიდი დანაკლისია, მაგრამ იმედისმომცემია 24 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის ჩინებული ფორმა. რამდენიმე დღის წინ, თავისი ქვეყნის ნაკრებში გამოძახებულმა სუარესმა ჩილეს წინააღმდეგ ნამდვილი სპექტაკლი მოაწყო - ოთხი გოლი გაიტანა. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეიმი კარაგერის თამაშიც.

გასულ სეზონში "წითლებმა" ორივე მატჩის მოგება შეძლეს. 2010 წლის 7 ნოემბერს "ენფილდზე" მერსისაიდელებმა "პენსიონერები" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. მაშინ ფერნანდო ტორესმა დუბლი შეასრულა. 2011 წლის 6 თებერვალს კი "სტემფორდ ბრიჯზე" რაულ მეირელეშის კინკილა გოლის წყალობით მოახერხეს "წითლებმა" გამარჯვების მოპოვება.

მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მატჩების შედეგები:
24.09.2011 წ. - "ჩელსი" - "სუონსი" 4-1
10.02.2011 წ. - "ბოლტონი" - "ჩელსი 1:5
15.10.2011 წ. - "ჩელსი" - "ევერტონი 3-1
10.23.2011 წ. - "ქპრ"" - "ჩელსი 1-0
29.10.2011 წ. - "ჩელსი" - "არსენალი 3:5
05.11.2011 წ. - "ბლექბერნი" - "ჩელსი" 0-1

გუნდების განაცხადი:
"ჩელსი": ჩეხი, ბოსინგვა, პერეირა, ივანოვიჩი, ტერი, კოული, ლუისი, მიკელი, რომეუ, რამირესი, ლამპარდი, მატა, მალუდა, მეირელეში, მაკიჩრანი, ტორესი, დროგბა, კალუ, სტარიჯი, ანელკა, ლუკაკუ, ტერნბული, ილარიო.

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ენრიკე, კიუიტი, ადამი, ლუკასი, დაუნინგი, სუარესი, ქეროლი, დონი, კელი, შკრტელი, კოატესი, ჰენდერსონი, სპირინგი, როდრიგესი, ბელამი.

სპეციალისტები მატჩის სავარაუდო შედეგად 2:3 ასახელებენ.

შეხვედრას განსჯის ლი პრობერტი, რომელიც პრემიერლიგის მატჩებს 2007 წლის 13 იანვრიდან ემსახურება.

პრობერტმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი იმსაჯა აქედან ერთი - "ენფილდზე" მაშინ, როდესაც "ლივერპულმა" "ბოლტონი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ არბიტრს მიმდინარე სეზონში ნაჩვენები აქვს 17 ყვითელი ბარათი და დანიშნული აქვს 2 პენალტი.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას GMG ფეხბურთი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია გაზეთ "ლელოს" მიხედვით

ნანახია: 791 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 fRomAnfieLd  
0
Movugebtt Movugeebtt

1 GeoScouser  
2
fuck off chelsea you ain't got no history...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
03:01

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2448
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1921
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.