კვირა, 28.04.2024, 06:46     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 22 » პრევიუ: "ასტონ ვილა" vs "ლივერპული"
14:34
პრევიუ: "ასტონ ვილა" vs "ლივერპული"

  დღეს ინგლისის პრემიერლიგის 2010-11 წლების სეზონი დასრულდება. "ლივერპული" "ვილა პარკზე" "ასტონ ვილას" ესტუმრება. ამ შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებს სჭირდებათ. მოგების შემთხვევაში - „ტოტენჰემმა" კი შინ „ბირმინგემთან" უნდა წააგოს ან ფრედ ითამაშოს - „ლივერპული" მეხუთე ადგილზე გავა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაში ითამაშებს. კი მაგრამ, არის იმის შანსი, რომ „სფურზმა" „ბირმინგემთან" ქულები დაკარგოს? თუ ცხრილს ჩავხედავთ და „ბირმინგემის" მდგომარეობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ „უაით ჰართ ლეინის" სტუმრებს მოტივაცია არ აკლიათ - ისინი გასავარდნ სამეულში მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო არ არიან. სხვა სიტყვებით, „დეზებს" დიდი წინააღმდეგობა ელით, მაგრამ „ლივერპულმა" უპირველეს ყოვლისა თავის საქმეს უნდა მიხედოს და „ვილა პარკზე" მოიგოს. კაცმა რომ თქვას, მათ წისქვილზე „ასტონ ვილას" გუნებ-განწყობაც ასხამს წყალს - ჟერარ ულიეს ფეხბურთელებს ამ შეხვედრაში არაფერი სჭირდებათ (თუ ფულს არ ჩავთვლით) და მათ გულით ავადმყოფ თავკაც ჟერარ ულიეს შეუძლია თამაში საერთოდ არ ნახოს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა ფული.. საპრიზო ფონდთან დაკავშირებით საქმე ასეა: პრემიერლიგაში თითო ადგილზე 800 ათასი ფუნტით მეტია. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, შარშანდელი გავიხსენოთ: მე-20 ადგილზე გასულმა 800 ათასი მიიღო, მე-19 გუნდმა 1,6 მილიონი და ასე შემდეგ. და რომელი ადგილის მოპოვება შეუძლია ჩვენს მიერ უმოტივაციოდ გამოცხადებულ „ასტონ ვილას"? „ლივერპულის" ძლევისა და მთელი რიგი დამთხვევების შემთხვევაში მე-9 ადგილის, რაც შარშან 9,6 მილიონ ფუნტად დაფასდა.
  "ასტონ ვილა" სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და მე-6 პოზიციაზე მყოფ "ლივერპულს" 13 ქულით ჩამორჩება.

შემადგენლობა:

"ლივერპული":
რეინა, ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, ფლანაგანი, მაქსი როდრიგესი, ლუკასი, სპირინგი, მეირელეში, სუარესი, კიუიტი, გულაკსი, რობინსონი, კირიაკოსი, პოულსენი, შელვი, კოული, ნგოგი, უილსონი, იოვანოვიჩი.

"ასტონ ვილა": ფრიდელი, უოლკერი, კოლინსი, დანი, ლ. იანგი, დაუნინგი, რეო-კოკერი, დელფი, პეტროვი, ა. იანგი, ბენტი, ჰესკი, აგბონლაჰორი, პირესი, ოლბრაიტონი, კუელარი, მარშალი, ბანანი, დელფონესო, მაკუნი.

ფაქტები:

  ამ გუნდებს შორის უკანასკნელი 18 მატჩიდან "ასტონ ვილამ" მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო - გასულ სეზონში "ენფილდზე".

  "ასტონ ვილამ" წააგო 1 მატჩი უკანასკნელი 7 თამაშიდან.

  დარენ ბენტმა უკანასკნელ 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

  დღევანდელი მატჩი სტილიან პეტროვისთვის 500-ე, ხოლო ეშლი იანგისთვის 300-ე იქნება.

  "ლივერპულს" "ვილა პარკზე" ზედიზედ12 შეხვედრაა წაგება არ აქვს (7 მოგება, 5 ფრე). ამ მატჩებიდან" ასტონ ვილამ" მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა მერსისაიდული გუნდის კარის დალაშქვრა.

  "ტოტენჰემთან" გასულ ტურში 0:2 წაგება "ლივერპულისთვის" ორი მატჩის ჯამში უკანასკნელ 10 წელიწადში საკუთარ კედლებში მეხუთე დამარცხებაა.

  კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" ჩემპიონატის უკანასკნელი 15 მატჩიდან 32 ქულა გამოიმუშავა.

  მიუხედავად ამისა, მერსისაიდულ გუნდს 11 მატჩიდან 10 წაგებული აქვს.

  "ლივერპულს" დასკვნით ტურში 2003 წლიდან მოყოლებული არ წაუგია. მაშინ "ჩელსისთან" 2:1 დამარცხდა.

  თუკი მარტინ შკრტელმა დღევანდელი შეხვედრა სრულად ჩაატარა, ის გახდება გუნდის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგის ყველა მატჩი ჩატარებული ექნება სასტარტო სასტვენიდან საფინალო სასტვენამდე.

  დირკ კიუიტმა გაიტანა 9 გოლი უკანასკნელი 9 მატჩიდან.

  "ასტონ ვილა" – ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს.
  "ლივერპული" – ტრავმირებულნი: აგერი, იოვანოვიჩი, ჯერარდი, აურელიო, მეირელეში.

  მსაჯი: ლი პრობერტი.

  მატჩი თბილისის დროით დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

ნანახია: 784 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:46

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2693
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2042
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1914
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.