დღეს, ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება: დონეცკში უკრაინელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, კიევში კი შვედებისა და ინგლისელების მატჩი შედგება.
შვედეთის ნაკრების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰანს ჰულტმენმა განაცხადა, რომ ოთხშაბათის ვარჯიშის გამოტოვების მიუხედავად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს სასატარტო შემადგენლობაში იქნება.სავარაუდოდ, სკანდინავიელთა თავკაცი ერიკ ჰამრენი სასტარტო განაცხადში დააყენებს იოჰან ელმანდერს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიშუშა ტრავმა.ბევრი გაკვირვებული დარჩა, როცა ჰამრენმა უკრაინელების წინააღმდეგ მატჩში გამოცდილ ანდრეს სვენსონს შედარებით ნაკლებად გამოცდილი 24-წლის რასმუს ელმი ამჯობინა.
სპეციალისტთა ვარაუდით, როი ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების განაცხადში ცვლილებას არ შეიტანს. სავარაუდოდ, დენი უელბეკი ეშლი იანგთან ერთად შეუტევს, ფლანგებზე კი ადგილებს ჯეიმს მილნერი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაიკავებენ.ჰოჯსონის თქმით, ნახევარდაცვის ცენტრალურ ხაზს სტივენ ჯერარდი-სკოტ პარკერის დუეტი გაამაგრებს.
ინგლისისა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს 22-ედ ხვდებიან. მათ ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: გუნდებს ერთმანეთი 6-6-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, ცხრა მატჩი კი ფრედ დასრულდა. ინგლისელებს შვედები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე არასდროს დაუმარცხებიათ: მათ შორის გამართული ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორი კი - სკანდინავიელთა გამარჯვებით.
სხვათა შორის, ინგლისელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა 1976 წელს სამწვრთნელო კარიერა შვედურ კლუბ "ჰალმსტადში" დაიწყო. ინგლისელი სპეციალისტი ერთხანს შვედურ "მალმიოსაც" ხელმძღვანელობდა.
მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 35-წლის სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა მოემსახურება.