კვირა, 28.04.2024, 09:43     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 9 » პრევიუ: "ფულემი" vs "ლივერპული"
20:53
პრევიუ: "ფულემი" vs "ლივერპული"
 
  დღეს ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის ბოლოსწინა მატჩში "ლივერპული" "ფულემს" ესტუმრება და შეეცდება სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილი დაიბრუნოს. გამარჯვების შემთხვევაში 2 ქულით გაუსწრებს "ტოტენჰემს", რომელიც შაბათს "ბლექპულს" ფრედ, ანგარიშით 1:1 ეთამაშა. "წითლების" კიდევ ერთი უშუალო მეტოქე - "მანჩესტერ სიტი" კი "ევერტონთან" 2:1 დამარცხდა. "წითლებს" ტრავმირებული ჰყავს: კელი, ჯერარდი და აგერი.

  "ლივერპულისა და "ფულემის" მონაწილეობით წინა მატჩი 2011 წლის 26 იანვარს "ენფილდზე" გაიმართა და "წითლებმა" ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. მერსისაიდულ გუნდს 2007 წლიდან მოყოლებული "ფულემისგან" გოლი არ ჰქონდა გაშვებული, ერთი შეხვედრის გარდა - 2010 წლის 30 ოქტომბერს "ფულემმა" არა მხოლოდ გახსნა ანგარიში, არამედ ფერნანდო ტორესის გამთანაბრებელ დარტყმას კიდევ ორი გოლით უპასუხა. ყველაფერთან ერთად მოედნიდან გააძევეს ფილიპ დეგენი და ჯეიმი კარაგერიც. ალბათ ამის შემდეგ მიხვდა ჰიკსი-ჯილეტის დუეტი, რომ საუკეთესო მწვრთთნელი არის როი ჰოჯსონი, საუკეთესო მცველი - პოლ კონჩესკი და ამიტომ გადმოიბირა ისინი "წითლებში".

  მიმდინარე სეზონში "ფულემმა" 10-ჯერ გაიმარჯვა, 15-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო დამარცხდა 10 შეხვედრაში. ამ დროისთვის 45 ქულით მე-10 ადგილზეა და "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩება.

"ფულემის" უკანასკნელი მატჩების შედეგები:

19.03.2011 წ. - "ევერტონი" - "ფულემი" 2:1
03.04.2011 წ. - "ფულემი" - "ბლექპული" 3:0
09.04.2011 წ. - "მანჩესტერ იუნაიტედი" - ""ფულემი" 2:0
23.04.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "ფულემი" 1:1
27.04.2011 წ. - "ფულემი" - "ბოლტონი" 3:0
30.04.2011 წ. - "სანდერლენდი" - "ფულემი"0:3

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": (4-2-3-1)

პეპე რეინა
ჯონ ფლანაგანი, ჯეიმი კარაგერი, მარტინ შკრტელი, გლენ ჯონსონი
ლუკას ლეივა, ჯეი სპირინგი
დირკ კიუიტი, რაულ მეირელეში, მაქსი როდრიგესი
ლუის სუარესი

"ფულემი" (4-3-3)

მარკ შვარცერი
კარლოს სალსიდო, აარონ ჰიუზი, კრის ბეირდი, ფილიპ სენდეროსი
დენი მერფი, სტივ სიდუელი, სეიმონ დევისი
გაელ კაკუტა, ბობი ზამორა, ეიდურ გუდიონსენი

  შეხვედრას განსჯის ლი მეისონი - არბიტრი ბოლტონიდან. ამ სეზონში 21 მატჩი იმსაჯა, აჩვენა 89 ყვითელი ბარათი და ერთხელაც მეორე ყვითელი ბარათი წითლად აქცია. მოედნიდან "ვესტ ბრომვიჩელი" იუსუფ მულუმბუ გააძევა. ამავე შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანი "ევერტონელ" მიკაელ არტეტას დაატოვებნა. ორი მატჩით ადრე კი "ვულვერჰემპტონის" მოთამაშე კარლ ჰენრი მე-11 წუთიდანვე გაუშვა "დასასვენებლად".

  "ლივერპულთან" მეისონს 1-ხელ აქვს ნამსაჯი:

  11.12.2010 წ. - "ნიუკასლ იუნაიტედი" - "ლივერპული" 3:
1

  მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

ნანახია: 765 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:43
 
მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2440
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2043
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1915
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.