ორშაბათი, 06.05.2024, 02:21     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აგვისტო » 13 » პრევიუ: "ლივერპული" vs "სანდერლენდი"
01:08
პრევიუ: "ლივერპული" vs "სანდერლენდი"

დღეს სტარტს აიღებს ინგლისის პრემიერლიგის 2011-12 წლების სეზონის გათამაშება. "ლივერპული" პირველ ტურში "სანდერლენდს" უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.

ჩარლი ადამს, სტიუარტ დაუნინგსა და ჯორდან ჰენდერსონს "ლივერპულის" ფორმით ოფიციალური დებიუტი დიდი ალბათობით შესაძლოა "სანდერლენდთან" ჰქონდეთ. ჰენდერსონისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება, ის ხომ თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება?! "ვალენსიასთან" უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ, ლივერპულელები პრემიერლიგის დაწყებას დიდი იმედებით ხვდებიან. თავის მხრივ არც "სანდერლენდი" აპირებს უბრძოლველად თამაშს, სტივ ბრიუსმა ფაქტიურად ახალი გუნდი შეკრიბა და "შავი კატები" საბრძოლველად მზად არიან, ასე რომ, უბრალო მატჩი არ გველის.

მერსისიადელთა დღევანდელმა მეტოქემ უმეტესწილად ახალწვეულები დაიმატა, თუმცა გუნდში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებიც ჩაირიცხნენ, როგორებიც არიან: ყოფილი "წითელი ეშმაკები" - ჯონ ოში და უესლი ბრაუნი, "ბირმინგემის" ყოფილი წამყვანი ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი, "იფსვიჩის" ვუნდერკინდი კონორ უიკჰემი, რომლის ხელში ჩაგდებასაც "ლივერპულიც" ცდილობდა, "ასტონ ვილას" ექს-მცველი კრეიგ გარდნერი.

გასულ სეზონში როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" სახლში "სანდერლენდთან ფრედ 2:2 ითამაშა, სეზონის მეორე ნახევარში კი მაშინ, როდესაც მერსისაიდელებს სათავეში უკვე კენი დალგლიში ედგა, "წითლებმა" სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხეს "შავი კატები".

"სანდერლენდმა" თავის უკანასკნელ ამხანაგურ მატჩში ფრედ 0:0 ითამაშა შოტლანდიურ "ჰიბერნიანთან".

"ლივერპული" ტრავმის გამო სტივენ ჯერარდს, მარტინ შკრტელსა და გლენ ჯონსონს მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": (4-1-3-2)

პეპე რეინა
მარტინ კელი, ჯეიმი კარაგერი, დანიელ აგერი, ფაბიო აურელიო
 ლუკას ლეივა
დირკ კიუიტი, ჩარლი ადამი, სტიუარტ დაუნინგი
ლუის სუარესი, ენდი კეროლი

"სანდერლენდი" (4-2-3-1)

კრეიგ გორდონი
მარკოს ანგელერი, ჯონ ოში, მაიკლ ტერნერი, ანტონ ფერდინანდი
კირან რიჩარდსონი,კრეიგ გარდნერი, ლი კეტერმოული, სებასტიან ლარსონი
ასამოა გიანი, კონორ უიკჰემი

ნანახია: 786 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:21

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2706
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2704
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2013
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.