დამდეგ შაბათს
ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში ლონდონის "არსენალი" "ლივერპულს"
მასპინძლობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ ტურში ორივე გუნდმა
დაკარგა ქულა, მატჩი მეტად მნიშვნელოვანია.
"ემირეითსზე" იოლ
გასეირნებას არავინ ვარაუდობს, თუმცა არსენ ვენგერს საკადრო პრობლემები
აქვს. სონგი და ჟერვინიო დისკვალიფიცირებულნი არიან, ჩესკ ფაბრეგასმა,
სამირ ნასრიმ, ემანუელ ებუემ, ნიკლას ბენდტნერმა და კარლოს ველამ ან უკვე
დატოვეს კლუბი ამ წასვლის პირას არიან, გიბსი, ჯორუ, უილშერი და დიაბი კი
ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ.
ეს ყველაფერი "არსენალს" მეტად
ასუსტებს, თუმცა არ დავივიწყოთ ის, რომ "მეთოფეებს" მე-12 მოთამაშის სახით
გულშემატკივრები ჰყავს და ამაზე სტატისკიკაც ნათლად მეტყველებს.
თავის
მხრივ პრობლემები კენი დალგლიშსაც აქვს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ
დანიელ აგერმა ტრავმა მიიღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ საშიში არაფერია. სტივენ
ჯერარდი და მარტინ შკრტელი კვლავ ლაზარეთში არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა
გლენ ჯონსონის თამაში, რომელსაც ტრავმა ჯერ არ მოურჩენია. "სანდერლენდთან"
თამაშმა გამოაცინა, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგი ჯონსონის გარეშე არც თუ ისე
ძლიერია. არაა გამორიცხული, ჯონ ფლანაგანის ნაცვლად სასტარტო
შემადგენლობაში შედარებით გამოცდილი მარტინ კელი გამოჩნდეს. საკითხავია
ისიც, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში ლუის სუარესი, რომელსაც ამ
ზაფხულს თითქმის არ მიეცა დასვენების საშუალება.
დასუსტებული "არსენალი" გარეული ცხენივითაა, რომლისგანაც ყველაფერს უნდა
მოელოდე. ორივე გუნდს ძლიერი შეტევითი პოტენციალი აქვს, ასე რომ, მატჩი იმ
გუნდის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, რომლის დაცვაც უფრო იყოჩაღებს.
მატჩი თბილისის დროით 15:45-ზე დაიწყება.