ორშაბათი, 29.04.2024, 07:18     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » მარტი » 18 » პრემიერლიგის ყველაზე მომგებიანი კლუბები
16:21
პრემიერლიგის ყველაზე მომგებიანი კლუბები

ინგლისური პრემიერლიგა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი ლიგაა. სწორედ ამიტომაა, უცხოელი ბიზნესმენები ყველაზე მეტად "ნისლიანი ალბიონით” რომ ინტერესდებიან. მილიონერები და მილიარდელები კლუბებში დიდ ინვესტიციებს დებენ იმის იმედით, რომ თანხა გუნდის წარმატების სახით დაბრუნდება, თუმცა ბოლო ათწლეულმა აჩვენა, რომ მხოლოდ ფულის ჩადება საქმის მხოლოდ ნახევარია. ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი წარმოგიდგენთ უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე წარმატებულ ექვს ინგლისურ გუნდს.

საუკეთესო ექვსეულს "მანჩესტერ სიტი” ხსნის. "ქალაქელებმა” 2003 წლიდან 416 395 000 ფუნტი დახარჯეს. ამ ხნის განმავლობაში მანჩესტერულმა კლუბმა მხოლოდ ერთი ტიტულის მოგება შეძლო (ინგლისის ასოციაციის თასი 2011 წელს), რაც ნიშნავს იმას, ერთ თასი კლუბს 416 395 000 ფუნტი დაუჯდა.

მეხუთე ადგილს "ტოტენჰემ ჰოთსბური” იკავებს. ჩრდილოლონდონელებს 2003 წლიდან მოყოლებული 110 150 000 ფუნტი აქვთ დახარჯული და "ქალაქელთა” მსგავსად მათაც ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი თასის დასაკუთრება შეძლეს (ინგლისის ლიგის თასი 2008 წელს), რაც ნიშნავს იმას, რომ "მამლებმა” "სიტიზე” 306 245 000 ფუნტით ნაკლები დახარჯეს.

მეოთხე ადგილი ლონდონის "ჩელსის” უკავია. 2003 წელს "პენსიონერები” რომან აბრამოვიჩმა ჩაიბარა. რუსმა ბიზნესმენმა ევრო-გრანდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და ამის გასაკეთებლად იმ ხნიდან მოყოლებული კლუბისთვის 447 500 000 ფუნტი გაიღო. "ჩელსიმ” 2003 წლიდან რვა ტიტული მოიგო (პრემიერლიგა 2004–05, 2005–06, 2009–10; ინგლისის ასოციაციის თასი 2006–07, 2008–09, 2009–10; ინგლისის ლიგის თასი 2004–05, 2006–07), არითმეტიკულად თითოეულ მათგანში დახარჯული 55 937 000 ფუნტი გამოდის. ვინ თქვა, რომ წარმატებას ვერ იყიდი?

ინგლისის ბოლო ათწლეულის ყველაზე წარმატებულ გუნდთა სამეულს "ლივერპული” ხსნის. 2003 წლიდან მერსისაიდელებს მფლობელი რამდენჯერმე შეეცვალათ, სულ კი გუნდში 136 500 000 ფუნტის ინვესტიცია განხორციელდა. "ენფილდროუდელებმა” ამ პერიოდის განმავლობაში სამი ტიტულის დასაკუთრება მოახერხეს (ჩემპიონთა ლიგა 2005; ინგლისის ლიგის თასი 2006, 2012). გამოდის, რომ თითოეულ ტიტულში "ლივერპულელებმა” 45 500 000 ფუნტი გაიღეს.

ცხრილის მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედია”. "წითელ ეშმაკებს” 2003 წლიდან 87 300 000 ფუნტი აქვთ დახარჯული, ამ დროში მათ ცხრა თასის მოგება შეძლეს (პრემიერლიგა 2006–07, 2007–08, 2008–09, 2010–11; ინგლისის ასოციაციის თასი 2003–04; ინგლისის ლიგის თასი 2005–06, 2008–09, 2009–10; ჩემპიონთა ლიგა 2008). აღნიშნულიდან გამომდინარე, არითმეტიკულად "მანჩესტერმა” თითოეული ტიტულის დასაკუთრებისთვის 9 700 000 ფუნტი დახარჯა.

მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე წარმატებული ინგლისური გუნდი ლონდონის "არსენალია”. "მეთოფეებს” 2003 წლიდან უფრო მეტი აქვთ გამომუშავებული, ვიდრე დახარჯული. "არსენალმა” ამ ხნის განმავლობაში 23 870 000 ფუნტის მოგება ნახა. ყველაფერთან ერთად, "მეთოფეებმა” ორი ტიტულის მოგებაც მოახერხეს (პრემიერლიგა 2003–2004; ინგლისის ასოციაციის თასი 2005). ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი კლუბი "არსენალია”, რაშიც ლომის წილი დაიდო ლონდონელთა დამრიგებელმა არსენ ვენგრემა, ვინც კლუბს 1996 წლიდან თავკაცობს.

ავტორი:  ბექა დოგრაშვილი
ნანახია: 791 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:18

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.