მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ნამდვილი რომანტიკა
|
თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს
საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები ვართ... მაგრამ! გარდა
ამისა... მე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. 1985 წლის
28 აგვისტო იყო, 8 წლის ვიყავი, დედაჩემთან ერთად გაგრაში
ვისვენებდი და სასტუმრო "სკალა”-ს ფოიეში გფრ-სსრკ-ს ამხანაგურ
მატჩს ვუყურებდი, ტელევიზორის წინ ნოხზე ვიჯექი და როგორც
ჩანს, ისე მხურვალედ გამოვხატავდი ემოციებს, რომ ვიღაც უცნობი
ბიძიის ყურადღება მივიქციე, რომელიც უცებ მომიახლოვდა,
ცხვირთან მუშტი მომიტანა და მკითხა: ты знаешь силу русского кулака?
ამის მერე 5 წელი გავიდა და 1990 წლის 8 ივლისს ფეხბურთში ჩემი
ყველაზე ბედნიერი დღეც მახსოვს: გერმანია მსოფლიო ჩემპიონი
გახდა, იმ ღამეს პირველად დავლიე შამპანური, მარადონა კი
ტიროდა... გავიდა კიდევ 6 წელი და მახსოვს ბირჰოფის ოქროს გოლი,
1996 წელს გერმანიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და Wembley-ზე
ბუნდეს ნაკრებისათვის Mercury-ს We Are the Champions გუგუნებდა...
საკმაოდ ბევრი მეგობარი კი იტალიის ნაკრების
გულშემატკივარი მყავს. მათ ახსოვთ 2006-ში ზიდანის თავი
მატერაცის მკერდში... იმ წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე
გაიმარჯვა... არგენტინის ფანებიც მყავს მეგობრები. იმათაც
ახსოვთ მარადონა, მაგრამ ცრემლების გარდა, მისი ღმერთის ხელი და
ეშმაკის ფეხებიც ახსენდებათ... 1986-ში არგენტინამ პლანეტაზე
უძლიერესის წოდება მოიპოვა... ბრაზილიის ნაკრების
გულშემატკივრებსაც ვიცნობ, რომლებსაც ახსოვთ 1994-ში
რომარიო-ბებეტოს დუეტი და 2002-ში
რივალდო-რონალდო-რონალდინიოს ტრიო... ამ წლებში ბრაზილიამ
მოიგო მსოფლიო თასი... ჰოლანდიის ფანებიც არიან ჩემი
მეგობრები, რომლებსაც არასოდეს დაავიწყდებათ 1988 წელს, ვან
ბასტენის ფინალში გატანილი ზღაპრული გოლი, როდესაც
ნარინჯისფრები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ჩემს მეგობარ
საფრანგეთის ფანებს კი არ დაავიწყდებათ ზიდანის თავური
დარტყმები 1998 წლის მსოფლიოს ფინალში და ტრეზეგეს შესანიშნავი
გოლი 2000 წლის ევროს გადამწყვეტ მატჩში. იმ წლებში ფრანგებმა
მოიგეს ტიტულები. რამოდენიმე ესპანეთის ნაკრების ქომაგსაც
ვიცნობ და მათ 2008 წლის ევროს ფინალში ტორესის და 2010-ის
მსოფლიოს ფინალში ინიესტას გატანილი გოლები ახსენდებათ
ტკბილად... მაგრამ ჩემს ახლობლებში ყველაზე მეტი ინგლისის
ფანია... და რა ახსოვთ მთელი ამ დროის განმავლობაში ინგლისის
ფანებს? მარადონას ხელი, პირსის და საუთგეიტის ვერ-გატანილი
პენალტები, სიმეონეს გაძევებული ბექჰემი, სიმენის შეცდომა,
გრინის სირცხვილი და ლამპარდის არ ჩათვლილი გოლი... და
მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ისინი მაინც ამაყად
აგრძელებენ თავიანთი გუნდის გულშემატკივრობას, უყვართ
დედოფალი, უსმენენ ბითლზებს და გულის სიღრმეში წამთ, რომ
ინგლისის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა... ისინი ფეხბურთის
ნამდვილი რომანტიკოსები არიან.
ჟურნალი "ტაბულა"
|
ნანახია: 1027 |
დაამატა: GeoScouser
| რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 5 | |
0
|
3
truered
(03.12.2011 21:04)
0
zaan magaria me inglisis fani var miyvars dedofali da vusmen beatless pink floyds deep purples da led zepelins :D
|
0
|
|
|
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
ჩათი |
---|
22:41
თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს
საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები ვართ... მაგრამ! გარდა
ამისა... მე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. 1985 წლის
28 აგვისტო იყო, 8 წლის ვიყავი, დედაჩემთან ერთად გაგრაში
ვისვენებდი და სასტუმრო "სკალა”-ს ფოიეში გფრ-სსრკ-ს ამხანაგურ
მატჩს ვუყურებდი, ტელევიზორის წინ ნოხზე ვიჯექი და როგორც
ჩანს, ისე მხურვალედ გამოვხატავდი ემოციებს, რომ ვიღაც უცნობი
ბიძიის ყურადღება მივიქციე, რომელიც უცებ მომიახლოვდა,
ცხვირთან მუშტი მომიტანა და მკითხა: ты знаешь силу русского кулака?
ამის მერე 5 წელი გავიდა და 1990 წლის 8 ივლისს ფეხბურთში ჩემი
ყველაზე ბედნიერი დღეც მახსოვს: გერმანია მსოფლიო ჩემპიონი
გახდა, იმ ღამეს პირველად დავლიე შამპანური, მარადონა კი
ტიროდა... გავიდა კიდევ 6 წელი და მახსოვს ბირჰოფის ოქროს გოლი,
1996 წელს გერმანიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და Wembley-ზე
ბუნდეს ნაკრებისათვის Mercury-ს We Are the Champions გუგუნებდა...
საკმაოდ ბევრი მეგობარი კი იტალიის ნაკრების
გულშემატკივარი მყავს. მათ ახსოვთ 2006-ში ზიდანის თავი
მატერაცის მკერდში... იმ წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე
გაიმარჯვა... არგენტინის ფანებიც მყავს მეგობრები. იმათაც
ახსოვთ მარადონა, მაგრამ ცრემლების გარდა, მისი ღმერთის ხელი და
ეშმაკის ფეხებიც ახსენდებათ... 1986-ში არგენტინამ პლანეტაზე
უძლიერესის წოდება მოიპოვა... ბრაზილიის ნაკრების
გულშემატკივრებსაც ვიცნობ, რომლებსაც ახსოვთ 1994-ში
რომარიო-ბებეტოს დუეტი და 2002-ში
რივალდო-რონალდო-რონალდინიოს ტრიო... ამ წლებში ბრაზილიამ
მოიგო მსოფლიო თასი... ჰოლანდიის ფანებიც არიან ჩემი
მეგობრები, რომლებსაც არასოდეს დაავიწყდებათ 1988 წელს, ვან
ბასტენის ფინალში გატანილი ზღაპრული გოლი, როდესაც
ნარინჯისფრები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ჩემს მეგობარ
საფრანგეთის ფანებს კი არ დაავიწყდებათ ზიდანის თავური
დარტყმები 1998 წლის მსოფლიოს ფინალში და ტრეზეგეს შესანიშნავი
გოლი 2000 წლის ევროს გადამწყვეტ მატჩში. იმ წლებში ფრანგებმა
მოიგეს ტიტულები. რამოდენიმე ესპანეთის ნაკრების ქომაგსაც
ვიცნობ და მათ 2008 წლის ევროს ფინალში ტორესის და 2010-ის
მსოფლიოს ფინალში ინიესტას გატანილი გოლები ახსენდებათ
ტკბილად... მაგრამ ჩემს ახლობლებში ყველაზე მეტი ინგლისის
ფანია... და რა ახსოვთ მთელი ამ დროის განმავლობაში ინგლისის
ფანებს? მარადონას ხელი, პირსის და საუთგეიტის ვერ-გატანილი
პენალტები, სიმეონეს გაძევებული ბექჰემი, სიმენის შეცდომა,
გრინის სირცხვილი და ლამპარდის არ ჩათვლილი გოლი... და
მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ისინი მაინც ამაყად
აგრძელებენ თავიანთი გუნდის გულშემატკივრობას, უყვართ
დედოფალი, უსმენენ ბითლზებს და გულის სიღრმეში წამთ, რომ
ინგლისის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა... ისინი ფეხბურთის
ნამდვილი რომანტიკოსები არიან.
ჟურნალი "ტაბულა"
|
Online |
---|
|
სტატისტიკა |
---|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
LFC 2011-2012 |
---|
პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990. ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.
ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.
ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006. ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.
ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012. ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.
ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006. ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.
ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005. ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.
ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.
ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.
ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005. ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.
კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.
საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.
სუპერთასის გამარჯვებული:1986.
|
|