კვირა, 28.04.2024, 21:19     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 17 » მცირე შანსები და ფერადი ოცნებები
12:50
მცირე შანსები და ფერადი ოცნებები



  "ტოტენჰემთან" ანგარიშით 0:2 დამარცხებამ "ლივერპულს" გაურთულა შესაძლებლობა გახდეს მესამე ინგლისური წარმომადგენელი ევროპის ლიგაში. ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში "წითლები" ჟერარ ულიეს "ასტონ ვილას" ესტუმრებიან მაშინ, როცა "ტოტენჰემი" სახლში მიიღებს "ბირმინგემს", რომელმაც წაგების შემთხვევაში შესაძლოა ჩემპიონშიფში გადაინაცვლოს.

  "ლივერპულს" მიზერული შანსები აქვს. მერსისაიდელებმა სტუმრად "ასტონ ვილა" უნდა დაამარცხონ და ამასთან ერთად, "ტოტენჰემი" "ბირმინგემთან" თუ არ წააგებს, ფრე მაინც უნდა ითამაშოს. მხოლო ამ შემთხვევაში მოიპოვებს "ლივერპული" ევროპის ლიგის საგზურს.

  "მატჩის შედეგმა იმედები გაგვიცრუა, - დირკ კიუიტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი ციტირებს. - ყველანი პოზიტიური განწყობით ველოდით შეხვედრას და გამარჯვების იმედი გვქონდა, თუმცა ასე არ მოხდა".

  "დარჩა მხოლოდ ერთი ტური და ვიმედოვნებთ, რომ "ტოტენჰემს" "ბირმინგემთან" ფეხი დაუცდება, ჩვენ დავამარცხებთ "ასტონ ვილას" და მოვიპოვებთ ევროპის ლიგის საგზურს".

  "ეს დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ ვცდილობდით გაგვეკეთა ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის, მაგრამ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც უკანასკნელი კვირეების მანძილზე ვთამაშობდით".


  "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ენდრიუ კეროლის გამოჩენამ კიუიტი იძულებული გახადა ჩვეულ, მარჯვენა ფლანგზე გადაწეულიყო, რაზეც ჰოლანდიელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვიქნები. მე ყოველთვის მინდა ვითამაშო გადამწყვეტი როლი, დავეხმარო გუნდს, გავიტანო გოლები და მივაღწიოთ რეზულტატს".

  ასე რომ, "ლივერპულმა" ევროპის ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა ხელიდან მაშინ გაუშვა, როცა ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, მერსისაიდულმა გუნდმა სტუმრად "ასტონ ვილას" უნდა სძლიოს და ლონდონში "ბირმინგემის" იმედზე იყოს. ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების ეს მცირე შანსი და იმედი დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ ფერად ოცნებად გადაიქცეს.



ნანახია: 852 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 GeoScouser  
0
ფერადი ოცნებებია... sad sad sad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
21:19



  "ტოტენჰემთან" ანგარიშით 0:2 დამარცხებამ "ლივერპულს" გაურთულა შესაძლებლობა გახდეს მესამე ინგლისური წარმომადგენელი ევროპის ლიგაში. ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში "წითლები" ჟერარ ულიეს "ასტონ ვილას" ესტუმრებიან მაშინ, როცა "ტოტენჰემი" სახლში მიიღებს "ბირმინგემს", რომელმაც წაგების შემთხვევაში შესაძლოა ჩემპიონშიფში გადაინაცვლოს.

  "ლივერპულს" მიზერული შანსები აქვს. მერსისაიდელებმა სტუმრად "ასტონ ვილა" უნდა დაამარცხონ და ამასთან ერთად, "ტოტენჰემი" "ბირმინგემთან" თუ არ წააგებს, ფრე მაინც უნდა ითამაშოს. მხოლო ამ შემთხვევაში მოიპოვებს "ლივერპული" ევროპის ლიგის საგზურს.

  "მატჩის შედეგმა იმედები გაგვიცრუა, - დირკ კიუიტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი ციტირებს. - ყველანი პოზიტიური განწყობით ველოდით შეხვედრას და გამარჯვების იმედი გვქონდა, თუმცა ასე არ მოხდა".

  "დარჩა მხოლოდ ერთი ტური და ვიმედოვნებთ, რომ "ტოტენჰემს" "ბირმინგემთან" ფეხი დაუცდება, ჩვენ დავამარცხებთ "ასტონ ვილას" და მოვიპოვებთ ევროპის ლიგის საგზურს".

  "ეს დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ ვცდილობდით გაგვეკეთა ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის, მაგრამ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც უკანასკნელი კვირეების მანძილზე ვთამაშობდით".


  "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ენდრიუ კეროლის გამოჩენამ კიუიტი იძულებული გახადა ჩვეულ, მარჯვენა ფლანგზე გადაწეულიყო, რაზეც ჰოლანდიელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვიქნები. მე ყოველთვის მინდა ვითამაშო გადამწყვეტი როლი, დავეხმარო გუნდს, გავიტანო გოლები და მივაღწიოთ რეზულტატს".

  ასე რომ, "ლივერპულმა" ევროპის ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა ხელიდან მაშინ გაუშვა, როცა ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, მერსისაიდულმა გუნდმა სტუმრად "ასტონ ვილას" უნდა სძლიოს და ლონდონში "ბირმინგემის" იმედზე იყოს. ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების ეს მცირე შანსი და იმედი დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ ფერად ოცნებად გადაიქცეს.



მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.