ორშაბათი, 29.04.2024, 07:25     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 8 » მწვანე ფერი "ლივერპულში"
02:12
მწვანე ფერი "ლივერპულში"

კელტური ნაციები ოდითგანვე მრავლად იყვნენ წარმოდგენილი "ლივერპულში", მათ შორის განსაკუთრებით დიდი ადგილი ეკავა ირლანდიურ მხარეს. საერთოდ ლივერპულში პროცენტულად ყველაზე მეტი ირლანდიელი ცხოვრობს ვიდრე ინგლისის სხვა ნებისმიერ ქალაქში. ირლანდიურ მოსახლეობას დიდი წვლილი მიუძღვის ლივერპულის განვითარებაში, ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საუბრობს სკაუსა დიალექტზე, რომელიც ირლანდიური ინგლისურის და ადგილობრივის შერწყმის შედეგად არის მიღებული. ასევე ლივერპული ერთადერთი ბრიტანული ქალაქია რომელიც დუბლინთან არის დამეგობრებული.

ქალაქის მეორე გუნდი ევერტონი ცნობილია, როგორც Irish Catholic team და ბევრ ირლანდიელს უთამაშია ევერტონის რიგებშიც, მათ შორის ბოლო რომელიც ევერტონმა აღზარდა არის წარმოშობით ირლანდიელი, ლივერპულში დაბადებული და გაზრდილი, უეინ რუნი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო მუსიკოსი ჯონ ლენონიც ლივერპულში დაბადებული ირლანდიელია (წარმოშობით). მოკლედ ქვევით გავიხსენოთ ის აირიშები რომლებსაც ლივერპულის მაისური აქვთ მორგებული სხვადასხვა ეპოქაში, გუნდის ირლანდიურ დრიმ ტიმსაც ქვევით იხილავთ.

ელაიშა სკოტი:

"ლივერპულის" ყველა დროის, ყველაზე ძლიერი მეკარე. 20 გასაოცარი სეზონი ჩაატარა ამ ადამიანმა "ლივერპულის" მაისურით.

სტივ ფინანი:

ირლანდიის ნაკრების წევრი, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. "ლივერპულში" ღირსებას იცავდა ხუთი წლის მანძილზე.

რობი კინი:

"ლივერპულის" ღირსებას 2008–2009 წლებში იცავდა. ამ პერიოდში მერსისაიდულ გუნდში 19 მატჩი ჩაატარა და  მეტოქე გუნდთა კარი 5-ჯერ აიღო.

სტივ სტონტონი:

"ლივერპულის" აღზრდილი ფეხბურთელი, ირლანდიის ნაკრების უცვლელი წევრი, კაპიტანი და შემდეგ უკვე მწვრთნელი. "ლივერპულში" ყოფნისას თამაშობდა მარცხენა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

ფილ ბაბი:

პირველი ფერადკანიანი ირლანდიელი "ლივერპულში", ცენტრალური მცველი. 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის გამო, "ლივერპულის" მწვრთნელმა როი ევანსმა მასში გუნდისთვის სარეკორდო თანხა £3.6 მილიონი გადაიხადა.

მარკ ლოურენსონი:

ლოურო, ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომელსაც უთამაშია "ლივერპულსა" და ირლანდიის ნკარებში, მაგრამ, ტრავმებმა საშუალება არ მისცა "ლივერპულში" ბოლომდე ეთამაშა, 4 წელი დაბალი დონის გუნდებში გამოდიოდა, 1992 წელს კი კარიერა დაასრულა.

სტივ ჰაივეი:

დუბლინელი სტივი კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მარცხენა ფლანგელია. ის ელაიშა სკოტის შემდეგ პირველი ირლანდიელია, რომელმაც ნაკრებშიც ითამაშა.

რეი ჰაფტონი:

"ლივერპულის" და ირლანდიის ნაკრების უცვლელი წევრი, მარჯვენა ნახევარმცველი. პირველი გოლი ნაკრებში ინგლისელების წინააღმდეგ გაიტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მეორე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გოლი კი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელების კარში აქვს გატანილი. ასევე ის გახლავთ ბოლო შოტლანდიაში დაბადებული ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის წინააღმდეგ გაიტანა გოლი.

რონი უელანი:

უელანს ირლანდიელებიდან ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "ლივერპულში". პერიოდულად იყო გუნდის კაპიტანიც, ცენტრალური ნახევარმცველი. დასამახსოვრებელია მისი გოლი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჰანოვერში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ჯეისონ მაკატირი:

მაკატირი "ლივერპულში" დაბადებული ირლანდიელია. თამაშობდა ბევრ პოზიციაზე ცენტრში, ფლანგებზე, ქონდა როგორც შემტევი ასევე დაცვითი ფუნქიცები.

ჯონ ოლდრიჯი:

დაიბადა და გაიზარდა სკაუზერად. ორი სეზონი ითამაშა "ლივერპულში" გაიტანა 63 გოლი. "ლივერპულის" შემდეგ გადავიდა "რეალ სოსიედადში". 11 წელი იცავდა ირლანდიის ნაკრების ღირსებას.

მაიკლ რობინსონი

"ლივერპულამდე" თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში" და "ბრაიტონში", კარიერა 1989 წელს "ოსასუნაში" დაასრულა. კარიერის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ესპანეთში, კომენტატორად.

ნაკლებად ცნობილი ირლანდიელები გუნდში: ჯიმ ბეგლინი, ბილ ლესი, კენ დიმენჯი, მარკ კენედი და დარენ პოტერი.

ბოლო ირლანდიელი რომელიც "ლივერპულმა" აღზარდა ეს იყო დარენ პოტერი, ბოლო ირლანდიელი კი რომელიც ლივერპულში თამაშობდა ეს იყო რობი კინი.

ავტორები: გიორგი ფირცხელანი

                   ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 812 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 torres-liverpool  
1
ავტორები: გიორგი ფირცხელანი

ბექა დოგრაშვილი

sg bicjebi martla kargi statiaa...bevri gishromiat... applause applause applause good good good

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:25

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.