სამშაბათი, 30.04.2024, 05:44     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივნისი » 4 » მსოფლიო ტალანტი "ლივერპულში"?
14:21
მსოფლიო ტალანტი "ლივერპულში"?

  ავტორიტეტული გამოცემის The Telegraph-ის ცნობით, "ლივერპულმა" "იფსვიჩს" კონორ უიკჰემთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა. 17-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩემპიონშიფის გუნდი მინიმუმ, 10 მლნ. ფუნტს ითხოვს.

  მერსისაიდული გუნდი პირველად არ ცდილობს უიკჰემის ხელში ჩაგდებას. 2010 წლის ზაფხულში, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ ფერნანდო ტორესი "ლივერპულს" დატოვებდა, "წითლები" უიკჰემის გადმობირებას ცდილობდნენ, თუმცა ფეხბურთელის სანაცვლოდ "იფსვიჩის" მოთხოვნილმა 15 მლნ. ფუნტმა ტრანსფერი დაბლოკა.

  კონორ უიკჰემი ამპლუით თავდამსხმელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ფიზიკური მონაცემებით გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, დებიუტი კი ნამდვილად არანორმალურად კარგი ჰქონდა. პირველივე თამაშში დუბლი შეასრულა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. The Sun-მა გამოაქვეყნა იმ ათი ფეხბურთელის სია, ვისიც ექსპერტებს ყველაზე მეტად ეიმედებათ და 2011 წელს სწორედ ამ ბიჭების გაფურჩქვნის წლად სახავენ, სადაც უიკჰემს მე-4 ადგილი უკავია. აქვე დავამატებთ რომ ეს არ არის მხოლოდ "სანსპორტის" ჟურნალისტების მიერ შედგენილი ათეული. იგი შედეგია იმ ნახევარწლიანი კვლევისა, რომელიც დასახელებულმა მედია-ჰოლდინგმა ჩაატარა. მაშ ასე, წლის ტალანტები თქვენს წინაშე.

10 - ალექს ჩემბერლენი, 17 წლის.
"საუთჰემპტონი", ნახევარმცველი.
ეს მოთამაშე ინგლისის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემია. ასაკთან შედარებით აქვს გრანდიოზული ფიზიკური მონაცემები და ჩემბერლენს ყოველთვის ადარებენ ფრენკ ლამპარდს. აქვს მოედნის უზადო ხედვა და გამოირჩევა უძლიერესი დარტყმით. მისი ყიდვა "ჩელსის", "არსენალს" და "ტოტენჰემს" სურთ.

9 - გეორგი შჩენიკოვი, 19 წლის.
"ცსკა", მცველი.
ეს უდავოდ უნიჭიერესი უკანახაზელი ვალერი გაზაევმა აღმოაჩინა. რამდენიმე კლუბში მოგზაურობის შემდეგ შჩენიკოვი ცსკა-ში მოხვდა და ძირითად შემადგენლობაში თავი მარტივად დაიმკვიდრა. მიუხედავად პატარა ასაკისა, ის უკვე შემდგარი მოთამაშეა და ალბათ, ძალიან მალე რომელიმე ევროგრანდში ჩაირიცხება. თამაშის სტილით ნემანია ვიდიჩს და ალესანდრო ნესტას ადარებენ.

8 - მარიო გიოტცე, 18 წლის.
'დორტმუნდი", ნახევარმცველი.
ამ ბიჭზე სრულიად გერმანული საფეხბურთო სამყარო ჭკუას კარგავს. "ბორუსიას" მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 18 წლის გახლავთ, მაგრამ უკვე უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და ისეთი ლეგენდების ფავორიტად ითვლება, როგორებიც არიან იურგენ კლინსმანი და ფრანც ბეკენბაუერი. "კაიზერმა" რამდენიმე ხნის წინ თქვა კიდეც, ფეხბურთის ასაკი ძალზე გაახალგაზრდავდა, ადრე 18 წლის პელეს გამოჩენამ შოკში ჩაგვაგდო, ახლა კი, პირტიტველა ბიჭები ქმნიან ამინდსო. მოკლედ, გიოტცე გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია.

7 - ჯონ მაკექრეინი, 17 წლის.
"ჩელსი", ნახევარმცველი.
ამ ბიჭის წარმატება მთლიანად კარლო ანჩელოტის დამსახურებაა. უკვე მიიღო რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა და მუდმივად მაღალ შეფასებებს იმსახურებდა. მისთვის საუკეთესო იყო 2010 წლის ბოლო ორი თვე, როდესაც იტალიელ მწვრთნელს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცა და სულ უფრო ხშირად ხვდებოდა შემადგენლობაში. რაც შეეხება მის პროფესიულ პლუსებს, მართალია, ფიზიკური სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ აქვს არნახული ტექნიკური შესაძლებლობები და ამის ხარჯზე გადის ფონს. პოლ სქოულზს აქვს ნათქვამი, მაკექრეინი მალე პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო.

6 - ერიკ ლამელა, 18 წლის.
"რივერ პლეიტი", ნახევარმცველი.
როდესაც ახალ ლიონელ მესიზე ალაპარაკდნენ, თავად არგენტინელმა ვუნდერკინდმა თქვა, უხერხულია, ლამელა მგონი ჩემზე ბევრად ნიჭიერი ფეხბურთელია და მოდი, მე ნუ შემადარებთო. ვერ გეტყვით, რამდენად სჯობნის მესის, მაგრამ უდავოა, რომ ლამელა ასევე დიდებული ფეხბურთელი დადგება. მას აქვს არაჩვეულებრივი დრიბლინგი და პასის კულტურა. საერთოდ სამხრეთამერიკელის სათამაშო სტილი ხავი ერნანდესისას წააგავს. აქვე გეტყვით, რომ მისი შეძენა "იუვენტუსის" და "სიტის" ხელმძღვანელებს სურთ.

5 - ტიაგო, 19 წლის.
ბარსელონა, ნახევარმცველი.
"ბარსელონას" ვარსკვლავთსამჭედლოს კიდევ ერთი მარგალიტი - ტიაგო პეპ გვარდიოლამ რამდენიმეჯერ გადაიყვანა ძირითად გუნდში და ამ ახალგაზრდამაც სრულად გაამართლა მთავარი მწვრთნელის იმედები. კატალონიაში თამამად ამბობენ, რომ ის ხავის გზის გამგრძელებელია და ხანდახან უკეთესადაც კი ხედავს მოედანს, ვიდრე ერნანდესი. მოკლედ, ასულგრანას შემადგენლობაში კიდევ ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი გამოიკვეთა.

4 - კონორ უიკჰემი, 17 წლის.
იფსვიჩი, თავდამსხმელი.
"იფსვიჩის" მთავარმა მწვრთნელმა, როი კინმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდის შეფებმა მას თავდამსხმელის შესაძენად 4 მილიონი ფუნტი მისცეს. კინმა ეს თანხა უკან დააბრუნა და ახალგაზრდული გუნდიდან 16 წლის ფორვარდი, კონორ უიკჰემი ძირითად გუნდში გადმოიყვანა.

3 - კოუტინიო, 18 წლის.
"ინტერი", ნახევარმცველი.
რომ არა რაფაელ ბენიტესის სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილებები და ტაქტიკური შეხედულებები, ახლა კოუტინიო კიდევ უფრო განვითარებული და ჩამოყალიბებული მოთამაშე უნდა იყოს. "ნერიაძურიში" ის ჟოზე მაურინიოს მოთხოვნით მიიყვანეს, შემდეგ კი, სამხრეთამერიკელი რაფაელ ბენიტესის სათამაშო სტილს ვერ მოერგო და ჩაიკარგაო, გადაჭარბებული ნათქვამი იქნება, მაგრამ გარკვეული პრობლემები მართლაც შეექმნა. ამის მიუხედავად, კოუტინიო ლეონარდოს ხელში აუცილებლად გაიბრწყინებს.

2 - რომელო ლუკაკუ, 17 წლის.
"ანდერლეხტი", თავდამსხმელი.
ამ უნიჭიერეს სპორტსმენზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ის ნამდვილი მოვლენაა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში. ჯერ მხოლოდ 17 - ისაა, მაგრამ გუნდის ჭეშმარიტი ლიდერია, ძალიან მაგარი პროფესიონალი და რაც მთავარია, შემდგარი პიროვნება. რაც შეეხება მის სპორტულ ღირსებებს, ყველაზე კარგი ახსნა ალბათ, ეს იქნება - ლუკაკუ დიდიე დროგბას ანალოგია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ ასაკში უკვე იპოვნა საკუთარი თავი და თუ პროგრესირებას არ შეწყვეტს, უდიდესი მომავალი ექნება. გეცოდინებათ, რომ მის ყიდვას დიდი ხანია ცდილობს მადრიდის "რეალი", მაგრამ ბელგიელები ჯერჯერობით წამყვან მოთამაშეს ვერ ელევიან. მაინც გეტყვით, რომ რომელო 20 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

1 - ნეიმარი, 18 წლის.
"სანტოსი", თავდამსხმელი.
რა თქმა უნდა, უდიდესი უსამართლობა იქნებოდა, ამ ჩამონათვალის ლიდერი ბრაზილიელი ნეიმარი რომ არ ყოფილიყო. რთული სათქმელია, არის თუ არა ის ახალი პელე და არის თუ არა უფრო დიდი ტალანტის პატრონი, ვიდრე რონალდინიო, მაგრამ ფაქტი ერთია - მისი თამაშის შემხედვარე შეიძლება ყბა ჩამოგივარდეს. ზოგადად, ბრაზილიური ფეხბურთის ხიბლი თავისუფლებასა და ტექნიკურ სანახაობაშია, აი ამ ყველაფერს კი, ნეიმარი თავს დიდებულად ართმევს. რატომღაც, მან გადაწყვიტა, "სანტოსთან" გრძელვადიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა, თუმცა მაინც ნაკლებსავარაუდოა, კარიერა ისე დაასრულოს, ევროპაში რომ არ იბურთაოს.

ნანახია: 950 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:44

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.