კვირა, 05.05.2024, 15:22     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აპრილი » 29 » მეფის პრესკონფერენციის დეტალები (ვიდეომასალა)
12:15
მეფის პრესკონფერენციის დეტალები (ვიდეომასალა)

  "ლივერპულის" თავკაცმა კენი დალგლიშმა მოიწონა სარეზერვო ფეხბურთელების პროგრესი და გუნდს მომდევნო თამაშებისთვის კონცენტრაციის გაკეთებისკენ მოუწოდა. ძირითადი მოთამაშეების ტრავმების გამო, შოტლანდიელი სპეციალისტი სეზონის მიწურულს საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მეფე კენის დაცვის ხაზში თინეიჯერი ჯონ ფლანაგანისა და ჯეკ რობინსონის დაყენება მოუხდა. გარდა ამისა, თამაშის საშუალება მიეცათ მაქსი როდრიგესსა და ჯო კოულს. "ბირმინგემის" წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მაქსიმ ტრავმირებული ენდი ქეროლი შეცვალა და პირველად უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე მოედანზე ძირითად ფეხბურთელებთან ერთად გამოსულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჯო კოული კი შეხვედრის მიწურულს გამოვიდა, თუმცა მანაც შეძლო მეტოქე გუნდის გოლკიპერის დამწუხრება.

  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია 29 წლის კოულით და დღე-დღეზე "წითლებს" წინადადებითაც მიმართავენ. კენი დალგლიში სავსებით კმაყოფილია იმით, რომ სარეზერვო ფეხბურთელებმა შანსი გამოიყენეს და შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს. "ვერასდროს მიაღწევ სასურველ რეზულტატს რეზერვის გარეშე", - მეფის სიტყვებს Sky Sports ციტირებს. "ჯო ვარჯიშებზე შესაშურ ნებისყოფასა და მონდომებას იჩენს. ამ კვირაში მას დასვენების დღე ჰქონდა, ამის მიუხედავად, ის მაინც მოვიდა მელვუდში. ამ დროისთვის ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, თუმცა თამაშის საშუალება ყველას არ ეძლევა. ჯო ამპლუით მცველი რომ ყოფილიყო, ახლა უფრო მეტს ითამაშებდა. ვფიქრობ, შეურაცხმყოფელიც კი იქნება, ჯოს გუნდში დარჩენის სურვილზე რომ ვკითხოთ. ბოლო მატჩში გამოვიდა მოედანზე და გაიტანა გოლი, მეტს ვერც მოვთხოვთ. როდესეაც გუნდში ტრავმების ეპიდემია იყო, სარეზერვო ფეხბურთელები უშიშრად გამოდიოდნენ, საკუთარ მხრებზე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათაც შეუძლიათ. რაც უფრო მეტი ასეთი ფეხბურთელი გვეყოლება, გუნდი მით უფრო წარმატებული იქნება. თუ მოთამაშე ვარჯიშზე თავს გამოიჩენს, ის შანსს მიიღებს და ვფიქრობ, ბიჭებს ეს ყველაფერი კარგად ესმით. არ მომეძებნება თუნდაც ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მოტივაციის მხრივ რაიმე პრობლემა ჰქონდეს".

  მეფე კენის თქმით, თანამედროვე ფეხბურთში სატრანსფერო ჭორები გარდაუვალი მოვლენაა და ირწმუნება, რომ პრესაში ყოველდღიურად ისეთი ჭორები ჩნდება, რომელზეც ჯერ ფიქრიც კი არ დაწყებულა. "არ ვგეგმავ ჩვენი საზაფხულო გეგმების გამჟღავნებას. ვიღაც წავა, ვიღაც მოვა - ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი მოვლენაა. არ ღირს გაზეთებში დაბეჭდილი სათაურები ყურადღების ღირსად დავტოვოთ", - აღნიშნა კენიმ.

  ჟურნალისტებმა დალგლიშს კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც ჩამოუგდეს სიტყვა, რაზეც მეფემ შემდეგი განაცხადა: "არ ექვემდებარება განხილვას".  

  აქვე გთავაზობთ პრესკონფერენციის მცირე მონაკვეთს, სადაც კენი დალგლიში ენდი ქეროლზე საუბრობს.

ნანახია: 810 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
15:22

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.