დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის დასვნითი მატჩი, სადაც "ფულემი" "ლივერპულს" მასპინძლობდა. შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული რომ იყო, ამაზე სატურნირო ცხრილში მათი დაკავებული პოზიციებიც მეტყველებდა. "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, "ფულემს" კი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში დასარჩენად გაუხდა საქმე საბრძოლველად.
მატჩის პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა და სულ რამდენიმე სახიფათო მომენტი თუ შეიქმნა ორივე გუნდის კართან. ტაიმის შუაწელს ჯორდან ჰენდერსონონის ლამაზი დარტყმულის შემდეგ მასპინძელთა გუნდი გოლისგან ძელმა იხსნა. ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ნულები ანათებდა.
მეორე ტაიმი მერსისაიდელთა უპირატესობით დაიწყო და გოლის გატანის ხელსაყრელი მომენტებიც შექმნეს, თუმცა "ფულემის" 38-წლის კიპერი მარკ შვარცერი საიმედოდ იდგა, მეკარეს მხარს მცველებიც უბამდნენ. შიგადაშიგ "ფულემიც" იჩხვლიტებოდა მწარედ.
66-ე წუთზე ლუის სუარესმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა - კევინ ფრენდმა მეტად საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მატჩის 73-ე წუთზე მსაჯმა ჯეი სპირინგს მუსე დემბელეს წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. უნდა ითქვას ის, რომ სპირინგმა ჯერ ბურთზე ითამაშა და ფეხბურთელის დანდობა შეიძლებოდა, თუმცა ფრენდმა მკაცრი განაჩენი გამოიტანა და "ლივერპული" 10-კაცის შემადგენლობით დატოვა, რასაც "ფულემის" გააქტიურება მოჰყვა. აღსანიშნავია ის, რომ "ენფილდროუდელებს" ლუკას ლეივა ტრავმირებული ჰყავთ და მომდევნო მატჩს "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო სპირინგიც გამოაკლდებათ.
მეტოქის უმცირესობაში დარჩენის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და კლინტ დემპსიმ ბურთი ხარიხასაც გაარტყა.
ამერიკელმა ნახევარმცველმა გოლის გატანა მაინც მოახერხა. 85-ე წუთზე დენი მერფის დარტყმული ბურთი პეპე რეინამ ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე დემპსიმ ყველას აჯობა 1-0.
"ენფილდროუდელები" გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში რიგით მესამე მარცხი იწვნიეს. "ფულემმა" კი ჰაერივით საჭირო 3 ქულის მოპოვება მოახერხა.
"გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა..."
"ლივერპულს" დარჩა 23 ქულა და ამ დროისთვის გუნდი მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო "ფულემი" 15-ქულით მე-13 პოზიციაზეა.