ოთხშაბათი, 08.05.2024, 02:27     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » მატჩები: "ლივერპული"-"მანჩესტერ სიტი" 2:2 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
02:49
მატჩები: "ლივერპული"-"მანჩესტერ სიტი" 2:2 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)

რამდენიმე წუთის წინ "ენფილდზე” დასრულდა ინგლისის ლიგის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი "ლივერპულსა” და "მანჩესტერ სიტის” შორის. შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში და საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა.

შეხვედრის 30-ე წუთზე ნაიჯელ დე იონგის შორეული დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. ჰოლანდიელ ფეხბურთელს დარტყმის შემდეგ ფეხი დაუცდა, თუმცა მართლაც ლამაზი გოლი გამოუვიდა.

ამის შემდეგ მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელები მეტად გააქტიურდნენ და ანგარიშის გათანაბრებაზე დაიწყეს ზრუნვა. "წითლების” ძალისხმევას შედეგიც მოჰყვა. მე-40 წუთზე მიკა რიჩარდს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელზე მოხვდა და მთავარმა მსაჯმა ფილ დაუდმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სტივენ ჯერარდმა პენალტი იდეალურად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა 1:1. მატჩის ნახევარი ამავე ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარიც მაღალ ტემპში დაიწყო და ტაიმის დაწყებიდან 20 წუთში ედინ ჯეკომ პეპე რეინას კარის ბადე მეორედ შეარხია. მარცხენა ფლანგიდან კოლაროვის დაბალ ჩაწოდებულს მცველების ყურადღების მიღმა დატოვებული ჯეკო გოლით გამოეხმაურა. "სიტი” კვლავ დაწინაურდა 2:1.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ეტიჰადზე” მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ლიგის თასზე სტუმრად გატანილ გოლს ძირითად დროში უპირატესობა არ ენიჭება, ასე რომ, მოვლენების ამგვარად განვითარება "ქალაქელთა” ინტერესებში შედიოდა, თუმცა "წითლები” დანებებას არ აპირებდნენ და ჯოი ჰარტის კართან შეტევებს სიმწვავე შემატეს, რამაც თავისი შედეგი მოიტანა. კიუიტი, ბელამი, ჯონსონის ლამაზად გათამაშებულ კომბინაციას უელსელის გოლი მოჰყვა. ანგარიში კვლავ გათანაბრდა 2:2.

მერსისაიდელებს მინიმუმ ეს ანგარიში უნდა შეენარჩუნებინათ, "ქალაქელებს” კი კვლავ ერთი გოლის გატანა სჭირდებოდათ და რეინას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა დაწინაურება ვეღარ შეძლეს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, რაც ხელს "ლივერპულს” აძლევდა.

ასე რომ, წელს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში "უემბლიზე” "კარდიფ სიტი” და "ლივერპული” ითამაშებენ. სხვათა შორის, უელსელთა ღირსებას სტივენ ჯერარდის უმცროსი ძმა ენტონი ჯერარდი იცავს, ასე რომ, ფინალში ძმები ჯერარდების დუელი გველის.  ”კარდიფს” აღნიშნული ტურნირი მოგებული არ აქვთ, "ლივერპულს” კი ლიგის თასი შვიდჯერ აქვს დასაკუთრებული (უკანასკნელად 2003 წელს). ფინალური მატჩი "უემბლიზე”  26 თებერვალს გაიმართება.

ნანახია: 920 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
02:27

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2708
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2705
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2014
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.