ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში "ლივერპულმა" ლონდონის "ჩელსი" დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
"არისტოკრატებს" აქცენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩისკენ აქვთ მიმართული და წუხანდელ შეხვედრაში ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს. სამაგიეროდ, "ლივერპული" გამოიყურებოდა მეტად მოტივირებულად. როგორც მოგეხსენებათ, სამი დღის წინ მერსისაიდული გუნდი ასოციაციის თასის ფინალში სწორედ "ჩელსისთან" დამარცხდა. ასე რომ, "წითლებს" რევანშის სურვილი ამოძრავებდათ. კენი დალგლიშმა სასტარტო განაცხადში ჯეი სპირინგის ნაცვლად ჯონჯო შელვი დააყენა, ძირითად შემადგენლობაში იყო ენდრიუ ქეროლიც.
"ლივერპული" მეტოქეზე ერთი-ორად უკეთ გამოიყურებოდა. მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებით პირველ ტაიმში მოქმედებდნენ პროდუქტიულად. როგორც ყოველთვის, ლუის სუარესი მარტო ცდილობდა საგოლე მომენტის შექმნას და მე-18 წუთზე მისმა მცდელობამ შედეგიც გამოიღო. ურუგვაელი ფორვარდი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ დაიძრა, ჯონ ტერის ბურთი ფეხებს შუა გაუტარა და გადაცემის გაკეთება დააპირა, თუმცა ბურთი მაიკლ ესიენს მოხვდა და კარში შეგორდა 1:0.
უნდა აღინიშნოს, რომ ტერი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. ლონდონური კლუბის კაპიტანმა რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. მეორე გოლიც ტერის კისერზეა. მაქსი როდრიგესმა გადაცემა ჯორდან ჰენდერსონის მიმართულებით გაგზავნა, თითქოს ბურთზე "არისტოკრატების" კაპიტანს უნდა ეთამაშა, თუმცა ტერის ფეხი დაუცდა, "წითლების" მე-14 ნომერი კი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და 25-ე წუთზე მერსისაიდული გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
სამ წუთში გოლით დანიელ აგერი გამოირჩა. დანიელმა მცველმა კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ლონდონელტა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ტერნბულის კარის ბადე მესამედ შეარხია.
ტაიმის ბოლოს ბრანისლავ ივანოვიჩმა საჯარიმოში ქეროლი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დარტყმით "ლივერპულს" მეოთხე გოლის გატანის შანსი მისცა, თუმცა სტიუარტ დაუნინგის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე ვერც "წითლების" ცხრიანმა ივარგა.
მეორე ნახევრის დებიუტში "ჩელსის" ფეხბურთელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მერსისაიდელებმა სიტუაციის განეიტრალება ვერ მოახერხეს, რითაც რამირესმა ისარგებლა და 50-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა.
ლონდონელებს თამაშის გადარჩენის იმედი მიეცათ, თუმცა სქაუზერებმა "არისტოკრატებს" შანსი მალევე მოუსპეს, როცა ტერნბულის შეცდომით შელვიმ იხეირა და შორი მანძილიდან თითქმის ცარიელ კარში "ლივერპულის" უპირატესობა სამ ბურთამდე აღადგინა.
ამრიგად, "ჩელსიმ" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ამავე ტურნირის ფინალურ მატჩში 19 მაისს მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხება მოუწევს. რაც შეეხება "ლივერპულს", მერსისაიდელები 52 ქულით მერვე ადგილზე არიან და უკვე დიდი ხანია გარკვეულია, რომ ისინი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, "წითლებმ" ინგლისის ლიგის თასის მოგებით ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს.