კვირა, 28.04.2024, 22:59     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » მატჩები: "ბრაიტონი"-"ლივერპული" 1:2 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
02:53
მატჩები: "ბრაიტონი"-"ლივერპული" 1:2 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)

ლიგის თასის მესამე რაუნდი:

21.09.2011
"ბრაიტონი-"ლივერპული" 1:2 (0:1)
22 374 მაყურებელი

გოლები: ბარნსი 90+1' პენ. - ბელამი 7'

                                            კიუიტი 81'

"ლივერპული": რეინა, კელი (ფლანაგანი 86'), კარაგერი, კოატესი, რობინსონი, სპირინგი, ლუკასი, მაქსი, კიუიტი, ბელამი, სუარესი (ჯერარდი 75').

მატის შესახებ ბევრ საუბარს არ ვაპირებთ, უბრალოდ ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ "ლივერპულმა" კლასის ხარჯზე აჯობა მეტოქეს, რაზეც "ბრაიტონის" მე-11 ნომრის, კრეიგ ნუნის სიტყვებიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც "წითლებს" უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ და სამართლიანადაც გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. სხვათა შორის, ეს ფეხბურთელი წარმოშობით ლივერპულიდანაა და უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ "ბრაიტონის" ლიდერია, რაც დღევანდელმა შეხვედრამაც წარმოაჩინა. დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდნენ ურუგვაელი მცველი, სებასტიან კოატესი და გუნდში დაბრუნებული კრეიგ ბელამი, რომლის თამაშმაც
მოწონება დაიმსახურა. უელსელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ 6-თვიანი უქმობის შემდეგ სტივენ ჯერარდი მინდორს დაუბრუნდა. მართალია გუნდის კაპიტანი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სტივი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. რაც შეეხება დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, ჯეი სპირინგის გადამეტებულმა "ჟილკიანობამ" გამოიწვია ის, რომ ჯეიმი კარაგერმა საჯარიმო მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოცელა, თუმცა ამის აუცილებლობა იმ მომენტში არ იყო. პენალტის გოლად რეალიზაცია ეშლი ბარნს არ გასჭირვებია. ბარნსის გვარის მქონე ფეხბურთელი "ლივერპულის" ღირსებასაც დიდი ხნის განმავლობაში იცავდა. ჯონ ბარნსი "წითლებში" 1987–1997 წლებში იყო და ამ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაცაა. ბარნსი ახლაც "ლივერპულის" ფანად ითვლება. მოკლედ, დღეს მერსისაიდულმა გუნდმა "ბრაიტონის" ბარიერი დაძლია, თუმცა ბევრი თამაშში ხარვეზი შეინიშნებოდა, რის გამოსწორებაზეც სამწვრთნელო შტაბმა უნდა იმუშავოს. გამარჯვება სასიამოვნოა, თუმცა დიდების დასაბრუნებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ნანახია: 821 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
22:59

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.