შაბათი, 04.05.2024, 06:34     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » მატჩები: "ლივერპული" ასოციაციის თასის ფინალშია (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
18:18
მატჩები: "ლივერპული" ასოციაციის თასის ფინალშია (ვიდეომასალა, ფოტომასალა)


ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "უემბლიზე" "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის შედგა. შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლები" ფავორიტის სტატუსით სარგებლობდნენ, პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. 24-ე წუთზე ჯეიმი კარაგერისა და დანიელ აგერის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად ნიკიცა იელავიჩმა ისარგებლა და "ევერტონი" დააწინაურა. ტაიმის დანარჩენი ნაწილი "ლივერპულის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა "კანფეტებმა" ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "წითლებმა" წნეხი გააძლიერეს, რამაც შედეგი გამოიღო. მატჩის 62-ე წუთზე სილვერ დისტენი ბურთს მეკარეს აწვდიდა, თუმცა ეს უხეიროდ გააკეთა, კიპერთან ერთი-ერთზე გასულმა ლუის სუარესმა კი ანგარიშის გათანაბრება შეძლო 1:1.

ტაიმის დანარჩენი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. "ლივერპულის" კარს გუნდის მესამე მეკარე ბრედ ჯონსი იცავდა (პეპე რეინა და ალეშანდრ დონი დისკვალიფიცირებულები არიან). ავსტრალიელ კიპერს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს მოქმედებებში აშკარად ეტყობოდა.

შეხვედრის ძირითადი დრო დასასრულს უახლოვდებოდა, სტადიონზე შეკრებილი მერსისაიდელი ფანები უკვე დამატებითი დროისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ფინალში გამსვლელი გუნდის ბედი 90 წუთში გადაწყდა. 87-ე წუთზე "ევერტონის" კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. კრეიგ ბელამმა ბურთი საჯარიმოში მყოფ ენდი ქეროლს ჩაუწოდა, ტანმაღალმა ფორვარდმაც არ დაახანა და თავური დარტყმით ტიმ ჰოვარდის კარის ბადე მეორედ შეარხია 2:1.

"ევერტონს" მატჩის გადასარჩენად არც დრო და არც ენერგია ეყო, "ლივერპულმა" ასოციაციის თასის ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩს "უემბლი" ხვალ უმასპინძლებს. "ტოტენჰემ ჰოთსბურისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირება ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"ლივერპული"-"ევერტონი" 2:1
ლონდონი, "უემბლი" 87231‎

"ლივერპული": ჯონსი, ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, აგერი, ჰენდერსონი (მაქსი 75'), ჯერარდი, სპირინგი, დაუნინგი (ბელამი 84'), სუარესი, ქეროლი.
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

"ევერტონი": ჰოვარდი, ნევილი, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი (ანიჩებე 88'), ოსმანი, გიბსონი, ფელაინი, გუიე (კოულმენი 68'), კეჰილი, იელავიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: სუარესი 62', ქეროლი 87' - იელავიჩი 24'.
გაფრთხილებები: შკრტელი 59', ჰენდერსონი 74' - დისტენი 37', იელავიჩი 59', კოულმენი 79'.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.





ნანახია: 907 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 saba_saba  
0
yvelas gilocavt am warmatebas smile smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:34


ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "უემბლიზე" "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის შედგა. შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლები" ფავორიტის სტატუსით სარგებლობდნენ, პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. 24-ე წუთზე ჯეიმი კარაგერისა და დანიელ აგერის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად ნიკიცა იელავიჩმა ისარგებლა და "ევერტონი" დააწინაურა. ტაიმის დანარჩენი ნაწილი "ლივერპულის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა "კანფეტებმა" ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "წითლებმა" წნეხი გააძლიერეს, რამაც შედეგი გამოიღო. მატჩის 62-ე წუთზე სილვერ დისტენი ბურთს მეკარეს აწვდიდა, თუმცა ეს უხეიროდ გააკეთა, კიპერთან ერთი-ერთზე გასულმა ლუის სუარესმა კი ანგარიშის გათანაბრება შეძლო 1:1.

ტაიმის დანარჩენი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. "ლივერპულის" კარს გუნდის მესამე მეკარე ბრედ ჯონსი იცავდა (პეპე რეინა და ალეშანდრ დონი დისკვალიფიცირებულები არიან). ავსტრალიელ კიპერს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს მოქმედებებში აშკარად ეტყობოდა.

შეხვედრის ძირითადი დრო დასასრულს უახლოვდებოდა, სტადიონზე შეკრებილი მერსისაიდელი ფანები უკვე დამატებითი დროისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ფინალში გამსვლელი გუნდის ბედი 90 წუთში გადაწყდა. 87-ე წუთზე "ევერტონის" კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. კრეიგ ბელამმა ბურთი საჯარიმოში მყოფ ენდი ქეროლს ჩაუწოდა, ტანმაღალმა ფორვარდმაც არ დაახანა და თავური დარტყმით ტიმ ჰოვარდის კარის ბადე მეორედ შეარხია 2:1.

"ევერტონს" მატჩის გადასარჩენად არც დრო და არც ენერგია ეყო, "ლივერპულმა" ასოციაციის თასის ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩს "უემბლი" ხვალ უმასპინძლებს. "ტოტენჰემ ჰოთსბურისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირება ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"ლივერპული"-"ევერტონი" 2:1
ლონდონი, "უემბლი" 87231‎

"ლივერპული": ჯონსი, ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, აგერი, ჰენდერსონი (მაქსი 75'), ჯერარდი, სპირინგი, დაუნინგი (ბელამი 84'), სუარესი, ქეროლი.
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

"ევერტონი": ჰოვარდი, ნევილი, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი (ანიჩებე 88'), ოსმანი, გიბსონი, ფელაინი, გუიე (კოულმენი 68'), კეჰილი, იელავიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: სუარესი 62', ქეროლი 87' - იელავიჩი 24'.
გაფრთხილებები: შკრტელი 59', ჰენდერსონი 74' - დისტენი 37', იელავიჩი 59', კოულმენი 79'.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.





მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.