კვირა, 28.04.2024, 17:17     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ლუკასი - სეზონის "კარგი ბიჭი"
11:42
ლუკასი - სეზონის "კარგი ბიჭი"

შესანიშნავი რამ არის სტატისტიკა - ნათლად ამბობს ვინ ვის რითი სჯობს. აი, მაგალითად, კითხვაზე, ვინ არის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, სტატისტიკა ასე პასუხობს: „არსენალის" ჰოლანდიელ ფორვარდ, 27 წლის რობინ ვან პერსის გასული სეზონის განმავლობაში, ყოველ 98,2 წუთში თითო გოლი გაჰქონდა, რითაც ყველას სჯობდა - ეს OPTA-ს მონაცემები გახლავთ.

OPTA სპორტული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის კომპანია გახლავთ, რომელიც ლონდონში, მიუნხენში, მილანსა და მადრიდში მოღვაწეობს. მისი კლიენტები არიან ფეხბურთის კლუბები, ტოტალიზატორები, გაზეთები, ტელეარხები - ყველა, ვისაც დამუშავებული მონაცემები სჭირდება.

და რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავდამსხმელმა გოლი გაიტანოს? რასაკვირველია, პასი. ამ საქმეში კი 2010-11 წლების სეზონში ყველას „ევერტონის" 26 წლის მარცხენა მცველმა ლეიტონ ბეინესმა აჯობა. მან მეტოქეთა საჯარიმოში 249-ჯერ ჩაჰკიდა თავისი ფრთიდან. ამ კომპონენტში ბეინესმა „ასტონ ვილაში" იმავე პოზიციაზე მოთამაშე, თანატოლ სტიუარტ დაუნინგს აჯობა - დაუნინგმა 243 ჩაწოდება შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბეინესმა პრემიერლიგის 38 შეხვედრის ერთი წუთიც კი არ გამოსტოვა - სულ მოედანზე იყო. ამიტომაც სურს მისი შეძენა „არსენალის" მწვრთნელ არსენ ვენგერს.

24 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი თანაგუნდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. მიზეზი? სტატისტიკა მეტყველებს, რომ მან, სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტი საგოლე პასი შეასრულა. ხაზს ვუსვამთ, აქ არ არის ლაპარაკი მარტო ბურთის ჩაკიდებაზე, გამჭოლ პასზე თუ რბილ დაგორებაზე, ამ შემთხვევაში ყველაფერს ერთად ვგულისხმობთ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ნანის პასით მანჩესტერელებმა 14 გოლი შეაგდეს სხვა გუნდების მოთამაშეებმა კი ამდენი ვერ შეძლეს.

ნანის, მოგეხსენებათ, დრიბლინგიც უვარგა - იხელთებს ხოლმე ბურთს და ჯიქურ მიიწევს მეტოქის მცველებისკენ, მაგრამ ამაში „უიგანში" მოთამაშეს, 24 წლის ფრანგ გარემარბ შარლ ნ’ზოგბიას ვერ სჯობია. ნ’ზოგბიამ სეზონის მანძილზე 301 გარღვევა შეასრულა. მეორე ადგილზე გასულმა, 27 წლის არგენტინელმა ხონას გუტიერესმა, რომელიც „ნიუკასლ იუნაიტედში" გამოდის, მეტოქეთა იმავე ხერხით დაწიოკება მხოლოდ 219-ჯერ შეძლი.

ახლა მცველებსაც გადავხედოთ. ლოგიკურია, რომ ყველაზე დაკავებული მცველი სუსტ გუნდებში უნდა ვეძებოთ, რადგან სუსტ გუნდებს უფრო ხშირად უტევენ ვიდრე ისინი თავად უტევენ. შესაბამისად, თუ სუსტი გუნდის რომელიმე მცველმა თავი გამოიჩინა, უნდა ვივარაუდოდ, რომ საუკეთესოც ის იქნებოდა. ჩავხედოთ სტატისტიკას: საკუთარი კარის მიდამოები ყველაზე ხშირად „ბლექპულის" ფეხბურთელმა, 29 წლის იან ივეტმა „გაწმინდა". მან საჯარიმოდან ბურთი 430-ჯერ გააგდო.

და „ცუდი ბიჭების" ამბავი არ გაინტერესებთ? ზოგს ვინ მიაჩნია უხეშ ფეხბურთელად და ზოგს ვინ, თუმცა, ხშირად, ეს შეიძლება მხოლოდ განწყობისმიერი შეხედულება იყოს, სტატიატიკა კი პირუთვნელია: ბოლო რვა სეზონიდან შვიდში ყველაზე მეტჯერ ბოლტინელი კევინ დევისი დაჯარიმდა. გასულ სეზონში 34 წლის... თავდამსხმელს (!) 123-ჯერ გააჩერებინეს თამაში, რადგან მან წესი დაარღვია. ცნობისათვის: ეს შედეგი სარეკორდოა. ყოველ შემთხვევაში, რაც OPTA კვლევებს ატარებს, ამდენჯერ მსაჯებს არავის წინააღმდეგ დაუსტვენიათ.

და „კარგი ბიჭი" ვინღაა? ის „ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, 24 წლის ლუკას ლეივა გახლავთ. ის 111-ჯერ მივარდა მოწინააღმდეგეს ისე, რომ წესი არ დაურღვევია და ბურთიც მოიპოვა.

კითხვაზე, ვინ წააქციეს გასულ სეზონში ყველაზე ხშირად, სწორი პასუხი ასეთია: „ასტონ ვილას" 25 წლის გარემარბი ეშლი იანგი. მას 96-ჯერ „ერჩოდნენ". აი, მის თანაგუნდელ დარენ ბენტს კი ოფსაიდის შეგრძნება არ აქვს - 27 წლის ფორვარდი 67-ჯერ ჩარჩა თამაშს გარეთ. თან, მისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეორე ადგილზე გასული პიტერ ოდემვინგეს მაჩვენებელს. 29 წლის ტაშკენტელ (დედა რუსი ჰყავს) ნიგერიელს, რომელიც „ვესტ ბრომვიჩში" თამაშობს, 47-ჯერ უმტყუნა სივრცის შეგრძნებამ.

აი, „ფულჰემის" 31 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სტიდ მოლბრანკმა კი სეზონის მანძილზე 44-ჯერ დაარტყა კარში, მაგრამ გოლი ერთხელაც ვერ შეაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 720 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Scouser Kate  
1
სეზონის კაი ბიჭი:d

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
17:17

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2673
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2441
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1916
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.