სამშაბათი, 30.04.2024, 10:42     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 27 » ლუკასი მიდისო?
12:05
ლუკასი მიდისო?

24 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლუკასი შესაძლოა „ლივერპულიდან" წავიდეს. ეს ამბავი ინგლისურმა ტაბლოიდებმა მერსისაიდული კლუბის მავანი თანამშრომლებისგან შეიტყვეს. არადა, საოცარია, ლუკასი ხომ გასულ სეზონში „წითლების" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით „ენფილდ როუდზე" თავს შესანიშნავად უნდა გრძნობდეს.

დღეისათვის „ლივერპულის" ნახევარდაცვაში დიდი ხალხმრავლობაა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს კენი დალგლიშმა სწორედ მოედნის შუაში გამოსადეგი ფეხბურთელები იყიდა. სტიუარტ დაუნინგი „ასტონ ვილასგან" შეიძინა, ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდისგან", ხოლო ჩარლი ადამი „ბლექპულისგან". ამ სამეულს „ენფილდზე" დახვდებიან სტივენ ჯერარდი, ჯო კოული, რაულ მეირელეში, ალბერტო აკვილანი, კრისტიან პოულსენი, მაქსი როდრიგესი, ჯონჯო შილვი, ჯეი სპირინგი და მილან იოვანოვიჩი. ასეთ ვითარებაში ლუკასმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საშიშროება დაინახა და გაცლა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ლუკასი „ლივერპულში" 2007 წელს რაფა ბენიტესმა მიიყვანა.

მერსისაიდელთა მავანმა თანამშრომელმა გაზეთებს უთხრა: „ლუკასმა ხომ ახალ კონტრაქტს სულ ახლახან, მარტში მოაწერა ხელი და ფანებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ხმამ, თითქოს ის გუნდიდან წასვლას აპირებს, შესაძლოა დიდი შოკი გამოიწვიოს, მითუფრო რომ ლაპარაკია კაცზე, რომელიც „ლივერპულის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ნანახია: 753 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
10:42

24 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლუკასი შესაძლოა „ლივერპულიდან" წავიდეს. ეს ამბავი ინგლისურმა ტაბლოიდებმა მერსისაიდული კლუბის მავანი თანამშრომლებისგან შეიტყვეს. არადა, საოცარია, ლუკასი ხომ გასულ სეზონში „წითლების" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით „ენფილდ როუდზე" თავს შესანიშნავად უნდა გრძნობდეს.

დღეისათვის „ლივერპულის" ნახევარდაცვაში დიდი ხალხმრავლობაა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს კენი დალგლიშმა სწორედ მოედნის შუაში გამოსადეგი ფეხბურთელები იყიდა. სტიუარტ დაუნინგი „ასტონ ვილასგან" შეიძინა, ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდისგან", ხოლო ჩარლი ადამი „ბლექპულისგან". ამ სამეულს „ენფილდზე" დახვდებიან სტივენ ჯერარდი, ჯო კოული, რაულ მეირელეში, ალბერტო აკვილანი, კრისტიან პოულსენი, მაქსი როდრიგესი, ჯონჯო შილვი, ჯეი სპირინგი და მილან იოვანოვიჩი. ასეთ ვითარებაში ლუკასმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საშიშროება დაინახა და გაცლა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ლუკასი „ლივერპულში" 2007 წელს რაფა ბენიტესმა მიიყვანა.

მერსისაიდელთა მავანმა თანამშრომელმა გაზეთებს უთხრა: „ლუკასმა ხომ ახალ კონტრაქტს სულ ახლახან, მარტში მოაწერა ხელი და ფანებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ხმამ, თითქოს ის გუნდიდან წასვლას აპირებს, შესაძლოა დიდი შოკი გამოიწვიოს, მითუფრო რომ ლაპარაკია კაცზე, რომელიც „ლივერპულის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.