სამშაბათი, 07.05.2024, 08:31     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » იანვარი » 25 » ლუკას ლეივა ბედნიერია (ვიდეო)
15:08
ლუკას ლეივა ბედნიერია (ვიდეო)


"ლივერპულის" ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ლუკას ლეივამ ნოემბერში მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამშობლოში 6 კვირა გაატარა და ლივერპულში ორიოდე დღის წინ დაბრუნდა, სადაც მას თანაგუნდელები გულთბილად დახვდნენ. 

პირველი კომენტარი ფეხბურთელმა კლუბის ოფიალიალურ ვებგვერდს მისცა. აი, რას აცხადებს ის: "ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ჩემი თანაგუნდელები ძალიან მომენატრა. მომენატრა ის ატმოსფეროც, რაც ამ კლუბში სუფევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სარეაბილიტაციო პროცედურები აქ გამეგრძელებინა. მართალია, ბოლომდე გამოჯანმრთელებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო მჭირდება, მაგრამ მუხლი მაინც უკეთ მაქვს.

კასტილების გარეშე ჯერ ვერ დავდივარ, ვარჯიშზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ფიზიოთერაპევტები მამშვიდებენ, რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. 

2 თვეში ალბათ ინდივიდუალური პროგრამით დავიწყებ მზადებას. მაგალითად, აუზში სიარულის ნებას მომცემენ. იქამდე, ვიდრე თამაშს შევძლებ, ყველაზე დიდი გასართობი ჩემთვის გულშემატკივრებთან ტვიტერში მიმოწერაა".

"ლივერპულმა" 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ესტებან გრანეროს თაობაზე "რეალთან" მოლაპარაკებები წამოიწყო. კენი დალგლიშს ფეხბურთელთან სეზონის დასრულებამდე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურს. 

მართალია, მერსისაიდელებს ცენტრალური ნახევარმცველები აქამდეც არ აკლდა, მაგრამ ესტებანი უნივერსალია და ცენტრის გარდა თამაში ორივე ფლანგზე თანაბრად შეუძლია. ჟოზე მოურინიო გრანეროს პრაქტიკულად არ ათამაშებს - ლა ლიგის 19 ტურში ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ დააყენა და სამჯერაც შეცვლაზე ათამაშა, რის გამოც ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა. მისი გადაბირება "არსენალსაც" სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტოკოლაჟის სანახავად დააჭირეთ აქ - ლუკასი დაბრუნდა (ფოტოები)




ნანახია: 727 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
08:31


"ლივერპულის" ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ლუკას ლეივამ ნოემბერში მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამშობლოში 6 კვირა გაატარა და ლივერპულში ორიოდე დღის წინ დაბრუნდა, სადაც მას თანაგუნდელები გულთბილად დახვდნენ. 

პირველი კომენტარი ფეხბურთელმა კლუბის ოფიალიალურ ვებგვერდს მისცა. აი, რას აცხადებს ის: "ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ჩემი თანაგუნდელები ძალიან მომენატრა. მომენატრა ის ატმოსფეროც, რაც ამ კლუბში სუფევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სარეაბილიტაციო პროცედურები აქ გამეგრძელებინა. მართალია, ბოლომდე გამოჯანმრთელებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო მჭირდება, მაგრამ მუხლი მაინც უკეთ მაქვს.

კასტილების გარეშე ჯერ ვერ დავდივარ, ვარჯიშზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ფიზიოთერაპევტები მამშვიდებენ, რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. 

2 თვეში ალბათ ინდივიდუალური პროგრამით დავიწყებ მზადებას. მაგალითად, აუზში სიარულის ნებას მომცემენ. იქამდე, ვიდრე თამაშს შევძლებ, ყველაზე დიდი გასართობი ჩემთვის გულშემატკივრებთან ტვიტერში მიმოწერაა".

"ლივერპულმა" 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ესტებან გრანეროს თაობაზე "რეალთან" მოლაპარაკებები წამოიწყო. კენი დალგლიშს ფეხბურთელთან სეზონის დასრულებამდე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურს. 

მართალია, მერსისაიდელებს ცენტრალური ნახევარმცველები აქამდეც არ აკლდა, მაგრამ ესტებანი უნივერსალია და ცენტრის გარდა თამაში ორივე ფლანგზე თანაბრად შეუძლია. ჟოზე მოურინიო გრანეროს პრაქტიკულად არ ათამაშებს - ლა ლიგის 19 ტურში ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ დააყენა და სამჯერაც შეცვლაზე ათამაშა, რის გამოც ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა. მისი გადაბირება "არსენალსაც" სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტოკოლაჟის სანახავად დააჭირეთ აქ - ლუკასი დაბრუნდა (ფოტოები)




მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2707
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2705
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2014
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.