რამდენიმე წუთის წინ მანჩესტერში, "ეტიჰად სთედიუმზე" დასრულდა ინგლისის
ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და
"ლივერპულს" შორის.
შეხვედრის პირველი ტაიმი მერსისაიდული გუნდის უპირატესობით დაიწყო და
აქტიურობამ შედეგიც გამოიღო. შეტევაში ჩართული დანიელ აგერის წინააღმდეგ
საჯარიმო მოედანზე სტეფან სავიჩმა იუხეშა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი
სტივენ ჯერარდმა უნაკლოდ შეასრულა და მატჩის მე-13 წუთზე "ლივერპული
დააწინაურა 1:0.
ამის შემდეგ მასპინძლები გამოცოცხლდნენ და ანგარიშის გათანაბრებაზე დაიწყეს
ფიქრი, თუმცა ტაიმის დანარჩენი დრო მაინც გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა. პირველი ნახევარი მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმში "ქალაქელთა" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და რამდენიმე
რეალურად სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მერსისაიდელთა მცველებისა და
კიპერის წყალობით "წითლებმა" ანგარიში შეინარჩუნეს, რითაც განმეორებითი
მატჩის წინ სერიოზული უპირატესობაც მიიღეს. "ლივერპულმა" ფინალისკენ დიდი
ნაბიჯი გადადგა.
განმეორებითი შეხვედრა "ენფილდზე" 25 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური მატჩი "კრისტალ პალასსა" და
"კარდიფს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.