სამშაბათი, 07.05.2024, 09:59     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » "ლივერპულმა" "მანჩესტერი" დასცა (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
18:46
"ლივერპულმა" "მანჩესტერი" დასცა (ვიდეომასალა, ფოტომასალა)

რამდენიმე წუთის წინ ინგლისის ასოცაციის თასზე დასრულდა მატჩი "ენფილდზე" "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. შეხვედრა თავიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო. ბუნებრივია, ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეტოქეები ერთმანეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. მერსისაიდელებს დისკვალიფიცირებული ლუის სუარესი აკლდათ. შეგახსენებთ, აღნიშნულ გუნდებს შორის წინა მატჩში ურუგვაელი ფორვარდი "იუნაიტედის" მცველის პატრის ევრას მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაში ამხილეს და რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სამაგიეროდ, მოედანზე იყო ევრა, რომელსაც "ლივერპულის" ფანები სტვენით ხვდებოდნენ, თუმცა ფრანგი ამას არ იმჩნევდა და მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყო. სტუმართა მთავარი დანაკლისი კი უეინ რუნი იყო, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.

პირველი სახიფათო მომენტი დავიდ დე ხეას კართან შეიქმნა. მაქსი როდრიგესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, ძლიერადაც დაარტყა, თუმცა ესპანელმა კიპერმა ბურთის მოგერიება კუთხურზე შეძლო. სტუმრებმა რამდენიმე წუთში უპასუხეს, როცა ანტონიო ვალენსიამ რეიდის შემდეგ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი პეპე რეინას კარის ძელს გაარტყა.

21-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის კუთხურიდან ჩაწოდებულის შემდეგ ყველაზე მაღლა დანიელ აგერი ახტა და თავური დარტყმით მერსისაიდელები დააწინაურა 1:0.

გოლის შემდეგ მატჩის ტემპი ოდნავ დავარდა, იპირატესობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ, თუმცა "ლივერპულის" მცველები თავს კარგად იცავდნენ 39-ე წუთამდე.

ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მარჯვენა ფლანგზე რაფაელი ხოსე ენრიკეს გასცდა და საჯარიმოში ბურთი მასპინძელთა ყურადღების მიღმა დარჩენილ პარკ ჯი-სუნს გადასცა, რომელსაც რეინას კარის აღება არ გასჭირვებია 1:1.

 გუნდები შესვენებაზე საყაიმო შედეგით გავიდნენ.

მატჩის მეორე ტაიმიც საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და სახიფათო მომენტები ერთმანეთის მიყოლებით ხან ერთი გუნდის კართან იქმნებოდა, ხან მეორესთან. დე ხეამ რამდენიმე ეპიზოდში ჩვეული არადამაჯერებლობაც აჩვენა.

მატჩის 88-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა ჩავარდა. კარიდან რეინას ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი კიუიტს მიუვიდა, რომელიც ევრას გაეპარა, ჰოლანდიელი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და მერსისაიდელებს ნანატრი გოლი მოუტანა 2:1. ფეხბურთელებმა გატანილი გოლი ფანებთან ერთად აღნიშნეს.

ამის შემდეგ სტუმრებს შეხვედრის გადასარჩენად აღარც დრო და აღარც ძალა ეყოთ. "ლივერპულმა" "წითელი ეშმაკები" ტურნირს გამოთიშა და მომდევნო ეტაპის საგზური დაისაკუთრა.
 
"ლივერპული": რეინა, ენრიკე, შკრტელი, აგერი, კელი, დაუნინგი, კარაგერი (კიუიტი 63'), ჯერარდი (ბელამი 72'), მაქსი (ადამი 63'), ჰენდერსონი, ქეროლი.
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ევრა, სმოლინგი, ევანსი, რაფაელი, კერიკი, პარკი, სქოულზი (ერნანდესი 76'), გიგზი (ბერბატოვი 90'), ვალენსია, უელბეკი.
მთავარი მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.

გოლები: აგერი 21' - პარკი 39'.
გაფრთხილებები: რაფაელი 66'
მსაჯი: მარკ ჰალსი.

ნანახია: 848 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:59

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2707
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2705
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2452
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2053
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 2014
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.