სამშაბათი, 30.04.2024, 09:06     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » ივლისი » 3 » "ლივერპულელებმა" საუკეთესოები დაასახელეს
19:09
"ლივერპულელებმა" საუკეთესოები დაასახელეს

LFC Weekly-მ "ლივერპულის" ფეხბურთელებს სხვადასხვა ამპლუის საუკეთესო მოთამაშეების დასახელება სთხოვა.

გამოკითხვის მთავარი პირობა იყო ის, რომ ფეხბურთელებს უნდა დაესახელებინათ მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც კარიერის გარკვეულ მანძილზე მსოფლიოს რომელიმე გუნდში ერთად უთამაშიათ. ზოგიერთი "წითელისთვის" ეს შეკითხვა ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანს. ვნახოთ ვინ ვინ დაასახელა.

რაულ მეირელეში:
"არ არის მარტივი შეკითხვა. მეკარედ, ალბათ, პეპეს დავასახელებ. მცველად - ჟოზე ბოსინგვა. ნახევარმცველად ლუჩო გონსალესსა და სტივენ ჯერარდს ავირჩევდი, ხოლო თავდამსხმელად - ლისანდრო ლოპესი".

მეირელეშის გუნდი: რეინა, ბოსინგვა, გონსალესი, ჯერარდი, ლოპესი.

პეპე რეინა:
"რთული კითხვაა. კარში დავაყენებ კასილასს. დაცვაში - კარლეს პუიოლს. ნახევარმცველებად ხავის "ბარსელონადან" და სტივის დავასახელებ, ხოლო ფორვარდად - დავიდ ვილია. ცუდი გუნდი არ არის, ხომ?"

რეინას გუნდი: კასილასი, პუიოლი, ხავი, ჯერარდი, ვილია.

მილან იოვანოვიჩი:
"ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ამ გუნდში ადგილს იმსახურებს. მაგალითად, ბრანისლავ ივანოვიჩი "ჩელსიდან" და ალექსანდრ კოლაროვი "მანჩესტერ სიტიდან". რაც შეეხება ჩემს საუკეთესო ხუთეულს, ის ასე გამოიყურება სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი, ნემანია ვიდიჩი და მილოშ კრასიჩი. კარში, რა თქმა უნდა, რეინას დავაყენებ".

იოვანოვიჩის გუნდი: რეინა, ვიდიჩი, კრასიჩი, ჯერარდი, ტორესი.

ჯო კოული:
"ლივერპულის" ფეხბურთლებს არ დავასახელებ, რადგან სამართლიანად არ გამომივა. კარში დიდ პიოტრს (ჩხი) დავაყენებ, მცველად - ჯეი ტი (ტერი). ნახევარმცველებად მაიკლ კერიკსა და ფრენკ ლამპარდს ავირჩევ, ხოლო წინ - პაოლო დი კანიო. ჩემი აზრით, კარგი გუნდია".

კოულის გუნდი:
ჩეხი, ტერი, კერიკი, ლამპარდი, დი კანიო.

სოტირიოს კირიაკოსი:

"ჩემი გუნდი ასე გამოიყურება: გიორგიოს კარაგუნისი, გიურკას სეიტარიდისი, სტივენ ჯერარდი, მარტინ შკრტელი და პეპე რეინა".

კირიაკოსის გუნდი:
რეინა, შკრტელი, სეიტარიდისი, კარაგუნისი, ჯერარდი.

ჯეიმი კარაგერმა აირჩია ის ფეხბურთელები, ვისთან ერთადაც ახალგაზრდობაში მოუწია თამაში:
"ჩემს გუნდს "ლივერპულისა" და "ევერტონის" ფეხბურთელებისგან გავაკეთებ, რადგან მაშინ ეს იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. მაშ ასე: ნევილ საუტჰოლი კარში. კევინ რეტკლიფი მეტად სწრაფი იყო და მას დავაყენებდი დაცვაში, თან მეტოქის სწრაფ კონტრშეტევებს ის განმუხტავდა. გრემ სუნესი ნახევარდაცვის ცენტრს ამოკეტავდა. კევინ შიდი - მარჯვნივ, ხოლო წინ, რაღა თქმა უნდა, - კენი".

კარაგერის გუნდი: საუტჰოლი, რეტკლიფი, სუნესი, შიდი, დალგლიში.

დანიელ აგერი:
"პეპე კარში. იოჰან ელმანდერი "ბოლტონიდან", ორი წლის მანძილზე "ბრონდბიუში" ერთად ვთამაშობდით. ნიკლას ბენდტნერი - ის ჩემი მეგობარია. სიმონ კიაერი - ჩემი პარტნიორი დანიის ნაკრების დაცვის ხაზში. და, რა თქმა უნდა, სტივი".

აგერის გუნდი: რეინა, კიაერი, ჯერარდი, ელმანდერი, ბენდტნერი.

კრისტიან პოულსენი:
"თუ არ ავირჩევ მეგობრებს, ჩემს გუნდში შევლენ: ჯანლუიჯი ბუფონი, ვისთან ერთადაც "იუვენტუსში" გამოვდიოდი. მცველად სანალკრებო თანაგუნდელს - დანი ალვეშს დავასახელებ, რადგან ის გამაოგნებლად ენერგიულია. ნახევარდაცვაში - მე და სტივი, ხოლო თავდამსხმაში - ებე სანდი, რადგან ის მუდმივად თამაშობს გუნდისთვის".

პოულსენის გუნდი: ბუფონი, ალვეში, პოულსენი, ჯერარდი, სანდი.

ლუკას ლეივა:
"ოჰ, ღმერთო, რა რთული შეკითხვაა. რამდენი კარგი ფეხბურთელი ვერ მოხვდება ამ გუნდში?! დავასახელებ რონალდინიოს, სტივის, ფერნანდო ტორესს, კაკას და საკუთარ თავს. მინდა ასეთ გუნდში ვთამაშობდე და მით უფრო, ასეთი გუნდის კაპიტანი ვიყო. თუმცა ჩემი აზრით, დაცვაში თამაში მომიწევდა, რადგან სხვები მხოლოდ სეტევაზე არიან აქცენტირებულნი. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი გუნდი იქნებოდა".

ლუკასის გუნდი: ლუკასი, ჯერარდი, კაკა, რონალდინიო, ტორესი.

დენი უილსონი:
"ჯერარდი, ტორესი, სტივი დევისი "რეინჯერსიდან". ამ გუნდში მეც ვითამაშებდი. კარში რეინას დავაყენებდი. ბევრს ვიფიქრებდი რეინასა და ალან მაკგრეგორს შორის არჩევანის გაკეთებაზე, რადგან ორივე ღირსეული მეკარეა, თუმცა მაინც პეპეს ავირჩევდი".

უილსონის გუნდი: რეინა, უილსონი, დევისი, ჯერარდი, ტორესი.

წყარო: www.liverpoolfc.ru

ნანახია: 961 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:06

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.