"ლივერპულმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრე საშინაო თამაშით დაიწყო და დაიწყო გამარჯვებით. მერსისაიდულის გუნდის მეტოქე "ნიუკასლ იუნაიტედი" გახლდათ. მხარეები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები რომ არიან, ამაზე სატურნირო ცხრილიც მოწმობს. გარდა ამისა, მერსისაიდელთა შემადგენლობაში "ნიუკასლის" სამი ყოფილი მოთამაშე გამოდიოდა: კრეიგ ბელამი, ხოსე ენრიკე და ენდრიუ ქეროლი.
შეხვედრის პირველი ტაიმის შუა ნაწილამდე გუნდები ერთმანეთის დაზვერვით იყვნენ დაკავებულნი. მატჩის 25-ე წუთზე კი რაიან ტეილორმა საგოლე შეტევა წამოიწყო: მარცხენა ფლანგიდან მცველის ჩაწოდებულ ბურთზე თავით კაბაიემ ითამაშა, შემდეგ ბასთან მებრძოლ დანიელ აგერს მოხვდა და რეინას კარში აღმოჩნდა. ანგარიში გაიხსნა 0-1.
"ჯორდებს" დიდ ხანს სიხარული არ დასცალდათ. 29-ე წუთზე ჩარლი ადამის კარის გასწვრივ გაგზავნილი ბურთი ტიოტემ უხეიროდ მოიგერია, კარის წინ მარტოდ დარჩენილ ბელამის კი გოლის გატანა არ გასჭირვებია 1-1. პირველი ნახევრის დარჩენილი წუთები თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, "ლივერპული" უფრო აქტიურობდა, თუმცა გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში მხარეები უფრო მეტს იბრძოდნენ, ვიდრე სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ. ადამის ნაცვლად მოედანზე სტივენ ჯერარდი გამოჩნდა. შეხვედრის 67-ე წუთზე დანიშნული ჯარიმა ბელამიმ გოლად გარდასახა. ქეროლი სტუმართა კიპერს აბნევდა, კრულისა და სიმპსონის დუეტმა მეტად არადამაჯერებლად იმოქმედა და 2-1. მალევე "კაჭკაჭებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ: ბამ რეინას ბურთი თავზე გადაუგო, თუმცა მარტინ შკრტელმა თავგანწირულად ითამაშა და კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
ალან პარდიუს შეგირდები 78-ე წუთზე საბოლოოდ გატყდნენ. ჯორდან ჰენდერსონმა სტივენ ჯერარდი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, "ენფილდროუდელთა" კაპიტანს კი შანსი ხელიდან არ გაუშვია და კრულს ფეხებშუა გაუტანა 3-1. "ნიუკასლს" იმის უნარი არ შესწევდა, რომ სახიფათო მომენტები შეექმნა და ტაბლო საბოლოო ანგარიშიდან 3-1-ს აჩვენებდა.
"ლივერპულმა" ამ გამარჯვებით 34 ქულა მოაგროვა და დროებით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, "ნიუკასლი" კი 30 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ტურის დანარჩენი მატჩები კი დღეს და ხვალ გაიმართება.